Archive | November 2012

love

-წავედიიი… გავძახებდი უკვე მორთულ-მოკაზმულ-დამაკიაჟებულ-მოკლედ წასასვლელად გამზადებული.
-ერთი წუთი მოდი.
-რა იყო?
-მოდი.
-უფრო ახლოს… ახლოს…

ხოდა აღარსად აღარ მინდოდა წასვლა. ნერვები რაზე მეშლებოდა იცი? სანამ საწოლიდან ავდგებოდი, ჩავიცვამდი და მოვემზადებოდი (მინიმუმ ნახევარი საათიანი პროცედურა) მანამდე ხომ შეეძლო, რომ…

ეს სიმღერა მქონდა მაღვიძარაზე, ისეთი სასიამოვნო იყო ამ ჰანგებით გაღვიძება. მაშინ სტუდენტი ვიყავი და ლექციებსაც სიხარულით ვაცდენდი.

შემთხვევით ერთ-ერთ მაღაზიაში მოვისმინე ბევრი წლის შემდეგ ეს სიმღერა და მოგონებებმაც გაიღვიძა.
ბედნიერი ვიყავი
ძალიან ბედნიერი

სიკვდილის ნაგავთსაყრელი

“აქამდე წაკითხულთაგან სრულიად განსხვავდება,

ეს ის ფენომენია, რომელიც თანამედროვე

ლიტერატურაში უნიკალურ მოვლენად დარჩება”

“svenska dagbladet” სტოკჰოლმი

ჩემთვის რა არის სურნელებანი და არომატები? უბრალოდ სასიამოვნო განცდა და მისწრაფება მშვენიერ სურნელს ვაფრქვევდე. არასოდეს მიფიქრია იმაზე რატომ ვხარჯავ ( და ყველა ქალბატონიც ალბათ) საკმაოდ დიდ თანხებს ამა თუ იმ პარფიუმერულ ნაწარმში, ნელსაცხებლებში-ამ ეპოქისთვის დამახასიათებელ სიტყვებს თუ გამოვიყენებთ დუშ-გელები, აბაზანის ქაფები, ნაირ-ნაირი ტანის ლოსიონები, სუნამოები და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი სურნელება სჭირდება ქალს საღამოობით ბალიშზე თავმიდებულს ნეტარი ღიმილით ჩაეძინოს ვანილის, მუშკის, იასამნის, ვარდების სურნელით გარემოცულს. Continue reading

tami:

ჩემი დაიკო, ისრაელიდან….

Originally posted on ShaviMargalti:

ისრაელი/თელ-ავივ . ომის მეხუთე დღეს…

როგორია სხვისი თვალით დანახული ჩემი ცხოვრება? არ ვიცი, თუმცა საკმარისია ის რასაც მე ვხედავ
ლამაზი, ძლიერი და მყვირალა დედა, მზრუნველი მამიკო, ოთხი არაჩვეულებრივი და, სამი ანგელოზი დისშვილი, კარგად ვცხოვრობ არაფერი მაკლია, ღმერთს მადლობა იმ ცხოვრებისთვის რაც მაჩუქა. მადლობა იმ ძველ და ახალ მეგობრებს, რომლებმაც ბევრი რამ დააკლეს, ან შეჰმატეს ჩემს ცხოვრებას. თითოეული ახალი პერსონაჟი, ჩემი ცხოვრების სცენაზე, ყველას რაღაც როლი მიგიძღვოდათ, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო. უღრმესი მადლობა თქვენ, თქვენ ხომ ღმერთმა იმისთვის შეგქმნათ, რომ ჩემთვის ესა თუ ის, გესწავლებინათ?
რა თავხედურად ჟგერს 20 წლის ლაწირაკის მხრიდან არა? ჩემთვის ასაკი ყოველთვის უმნიშვნელო იყო ადამიანების შეფასებისას, თქვენ ადამიანები კი პირიქით აფასებთ, ხოდა ჟღერდეს თავხედურად მე რა მენაღვლება…
ბოლო დღეები ჩემს სამშობლოში სიტუაცია დაძაბულია, მე ისრაელში ვცხოვრობ და მოგეხსნებეათ რაშიცაა აქ საქმე. ალბათ ყველას გაცნობებენ სატელევიზიო გადაცემებიდან როგორ უმოწყალოდ ხოცავს ისრაელის მხარე პალესტილენებს, ან როგორ ვატყვევებთ მათ.
გული მწყდება, რადგან იმას არავინ უსვავს ხაზს, თუ როგორ ტერორში ვართ ჩვენ…

View original 284 more words

თავდაცვის კოლონა

თუ ღმერთი შენ მხარესაა რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება შენ წინააღმდეგ.

ყველაზე საშინელი იცით რა არის? მუდმივ შიშში ცხოვრება. როდესაც არ იცი სახლიდან გასული ცოცხალი და საღსალამათი დაბრუნდები შინ თუ არა. როგორც მშვიდობის მოყვარე ადამიანი ნამდვილად არ მივესალმები ომსა და უბედურებას , თუმცა ყველაფერს აქვს მიზეზები და შედეგები.

ისრაელის სახემწიფომ გადაწყვიტა ბოლო მოეღოს გარეშეების უთავბოლო საჰაერო დაბომბვებს და თარეშს, ამიტომაც საპასუხო შეტევა განახორციელა და ღია ომი დაიწყო ღაზას სექტორში, რომელიც უკვე მეორე დღეა გრძელდება.

იმედი მაქვს სიტუაცია მალე გახდება სტაბილური, თუმცა არა მგონია რომ ისრაელს ამ ომის შემდეგ მაინც ეღირსოს აგრერიგ ნანატრი სიმშვიდე და ცხოვრება სირენის კივილის გარეშე, რომელიც განგაშის ნიშანია და მოსახლეობას სპეციალურ სარდაფებში ჩასვლისაკენ მოუწოდებს.

ერთ-ერთი დიდი მტერი ისრაელის სახელმწიფოსი კი, არის საინფორმაციო ომი, რომელსაც წარმატებით იყენებენ მისი მოწინააღმდეგენი.

ყველა საპასუხო შეტევა რაც კი ისრაელს განუხორციელებია მტრების წინააღმდეგ, გაშუქებული და აღწერილია როგორც დამნაშავე და ინიციატორი ქვეყანის მიერ წამოწყებული ოპერაციები, სინამდვილეში კი რაც სურს ისრაელის სახელმწიფოს – მშვიდობაა. მის მიერ განხორციელებული ოპერაციის სახელი კი ”თავდაცვის კოლონა“-მე ბევრ რამეს მეუბნება. სახელმწიფო თავს იცავს, ძველებურად…

“დღეს იყო სირენის ხმა…
რატომ იყო “ბრახანი”?
ბომბები…
შეიძლება ვერ გადავრჩეთ?
შეიძლება მოვკვდეთ…
სად შემიძლია დავიმალო?”- ჩემი 5 წლის დიშვილი, ისრაელში.

მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ათასობით ბავშვი რომელიც სირენის ხმაზე პანიკური შიშის შეტევას განიცდის… ღმერთო მოაშორე ყველას ომის საშინელება, დაიცავი ადამიანები ბოროტისგან.

როგორი იქნება სამყარო ჩემს გარეშე?

თვალები მაგრად დავხუჭე და ნაბიჯი წინ გადავდგი.

არ ვიცი რომელიმე თქვენგანს თუ უფიქრია, როგორ მოიქცეოდნენ თქვენი ნაცნობ-მეგობრები თქვენი სიკვდილის შემთხვევაში. მე ხშირად მაქვს აკვიატებული ფიქრები. სულელური ფიქრები.

როგორი იქნება სამყარო ჩემს გარეშე? (უკეთესი)

მშობლები
ოჯახი
მეგობრები
ნაცნობები
უცნობები
იმედია ყველას გული დაწყდება-ან არც კი.
ბავშვები? ბავშვები… თვალებს სწრაფად ვახელ.

მანქანებიდან ლამის თავგამოყოფილი მძღოლები:
-გაგიჟდი შე… და უცენზურო სიტყვების კორიანტელი.
-თავი თუ მოგძულდა ჩვენ რას გვერჩი?

ცენტრალური ქუჩის ნახევარი თვალებდახუჭულმა გავიარე.
და გადავრჩი.
ცხადია ღმერთს ვუყვარვარ.
ან უბრალოდ ჩემი მოვალეობანი ბოლომდე არ მომიხდია დედამიწის ზურგზე.
თვალები ფართოდ გავახილე და გზის დანარჩენი ნაწილი სიფრთხილით გავიარე.

თუ ოდესმე სიონის კიბეები ჩაგირბენია, რკინის ლამაზ ჭიშკარს გამოსცდენიხარ და ყველაზე სწრაფმავალი მანქანების კორიანტელში თვალებდახუჭულს გიკრავს თავი
მიხვდები
გაგიმართლა(?!) მტკვრის მღვრიე ტალღების საყურებლად რომ მოაღწიე
ცოცხალმა.

ადამიანი ვარ… მე არცერთს არ ვგავარ. ვერც ანგელოზს ვთმობ და ვერც ეშმაკს ვერევი… ჩემს სულში ხანდახან ხარხარებს სატანა, ხანდახან ანგელოზს ჩამოსდის ცრემლები…

she

ჩემი საყვარელი დაიკო ხარ!

ცუდია ცხოვრებამ რომ დაგვაშორა-ხან ისე მენატრები ხოლმე, მენატრება შენი დიდარქტიკული საუბარი, ჩვენი კამათები და მსჯელობები ზოგადსაკაცობრიო თემებზე.

იცი მენატრება ხოლმე ჩვენი მხიარული ცხოვრება,

ერთ ტორტზე გატარებული უბედნიერესი დაბადების დღეები.

ერთად ყოფნით მოგვრილი ბედნიერება, რომელიც ასეთი უცხო და შორეული გრძნობაა ახლა.

ძალიან მინდა ჩაგეხუტო და პირადად მოგილოცო, გითხრა როგორ ვამაყობ შენით ასე მედგრად რომ ებრძვი ცხოვრებას,

ხანდახან გული მწყდება კიდევაც, ბავშვობა ნაადრევად რომ დამთავრე, ძალიან პატარა შეეჩეხე ცხოვრების უსამართლობას.

თან მიხარია მტკიცედ რომ მიილტვი მიზნისკენ…

უბრალოდ დაბადების დღე მინდოდა მომელოცა, სევდიანი კი გამოვიდა ძალიან.

ვიცი რომ შესძლებ ბოლომდე ზიდო შენი წილი ტვირთი, მე მაპატიე რომ დახმარება არ შემიძლია.

რომ ვფიქრობ ხოლმე ყველაფერზე აღარ მიკვირს ერთ დროს მხიარული არსების ნაცვლად სარკიდან რატომ შემომცქერის გაბოროტებული ალქაჯი.

She maybe the face I can’t forget A trace of pleasure or regret Maybe my treasure or the price I have to pay.

დაიკიდე, ჯივზ!

“საოცარი ამბავია, გარეგნულად ერთი რიგითი ბრიყვი ხარ,

ყოვლად უვნებელი,  იქნებ ცოტა შერეკილიც,

მაგრამ არა გარეკილი…  სინამდვილეში ერთი

ღვთის მათრახი ხარ,  ჭირი, ვაი და ვუი…

შენ რომ გიყურებ თავი ჩამოვიხრჩო, მინდა.”

პ.ს. დეიდა დალიას მინიმონოლოგი, სპეციალურად თქვენთვის

ვუსტერის  პიროვნების ამოსაცნობად.

 

 მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ლიტერატურის მოყვარული მეტად ვარ, შეუძლებელია არ გამოვხატო ჩემი აღტაცება პ.გ. ვუდჰაუსის მიმართ, რომელმაც ჩემს თვალში ამბავი ინგლისელების დახვეწილი იუმორისა, მეტად გაამყარა და მტკიცე კონტურებიც შესძინა.

დავიწყოთ იმით რომ სიუჟეტი სწორხაზოვნად სახალისოა, დავამატოდ ფრიად საინტერესო და სასაცილო (რომ არ გამოვიყენო სიტყვა კომიკური) დიალოგები. განსაკუთრებით გამოვყოფდი დიალოგებს ბერტრამ ვუსტერსა და მისი საყვარელ დეიდა დალიას, ან უგამჭრიახეს მსახურს ჯივზს შორის.

“-იქნებ ერთი სამსახურიც გაგეწია ჩემთვის?
-რა, მაინც?
-ის ბილიკი ხომ გახსოვს, ტბორთან რომ მიყავხარ?
-კი, რა თქმა უნდა.
-ფანჩატურში თოკი ან რაიმე მავთული იქნება, რამდენიმე ცალი აგურიც გააყოლე, მერე მიდი ტბორთან, აგურები თოკით შეკარი, მეორე ბოლო ყულფად გამონასკვე და როგორც კარგი და დამჯერე ბიჭი, წყალში ჩახტი, რაც შეიძლება ღრმად, გასაგებია? მეორე დღეს კი შენს გვამს ამოვიღებთ წყლიდან, გავაპატიოსნებთ და აქვე დავმარხავთ… ღმერთმანი, ყველაზე მეტად ახლა შენს საფლავზე დავლურის დავლა მომიხდებოდა!” Continue reading

ქოლგები ჩქარა

ვინ როგორ ერთობა ასეთ საშინელ ამინდში?

როგორც წესი პირადად მე სულ ცხვირ-პირი ჩამომტირის ხოლმე, დღეს არ ვიცი რამ განაპირობა მაგრამ წვიმამ ვერ მოახერხა ჩემი ხასიათის გაფუჭება. უფრო მეტიც კარგ განწყობაზეც დამაყენა, პოლივორეთი თამაში ჩემი ერთ-ერთი ჰობთაგანია, ხოდა იხილეთ ჩემი გართობის შედეგები, ლეიტმოტივით წვიმა.

ფერები წვიმაში

ერთი ნაბიჯი

“ადამიანზე არ უნდა თქვა ბედნიერიაო, სანამ არ მოკვდება” – ამოტივტივდა გონებაში სადღაც წაკითხული

არადა ბედნიერი ვარო ხშირად ფიქრობდა.
მშვენივრად გამოიყურებოდა 45 წლის ასაკში. რესპექტაბელური სამსახური, საყვარელი მამაკაცი გვერდით და სამი ზრდასრული, წარმატებული შვილი.

ალბათ ეს არის ბედნიერება.
როდესაც არ გაწუხებს მატერიალური პრობლემები, სამსახურში იოლად ართმევ თავს საპასუხისმგებლო მოვალეობებს, თავისუფალ დროს ძვირფას რესტორანში სადილობ, ძვირფას მეორე ნახევართან და შემდეგ ძვირფასი ავტომობილით ბრუნდები ფეშენებელურ ბინაში.

ხო, მერე რა ქვეყნად უამრავი უბედურება თუ ხდება-მთავარია შენ აგცდეს, ერთი ნაბიჯით ჩაგიაროს გვერდზე.
მაგრამ ხანდახან ერთი ნაბიჯი მთელს ცხოვრებას ცვლის.
ერთი ნაბიჯი აშორებს ბედნიერებას უბედურებისგან.

ერთი საათის წინ ვერაფრით წარმოიდგენდა:
ყოვლისმომცველი სიცარიელე,
უკიდეგანო ტკივილი…

როდესაც თვითონ დელიკატესებით ვახშმობდა, წითელ ღვინოს აყოლებდა და გულიანად იცინოდა
მისი შვილი სიკვდილს ებრძოდა
უმცროსი ბიჭი
ჭკვიანი
ლამაზი
ნაკითხი
ზრდილობიანი
მუდამ მომღიმარი
და კეთილმოსურნე

5 ტყვია შუბლში
დამახინჯებული ცხედარი.

***

გონს საავადმყოფოს თეთრ პალატაში მოვიდა
ნამდვილად არ უნდოდა სიცოცხლის გაგრძელება
მთელი ფლაკონი დასაძინებელი აბები ჩაყლაპა
მაგრამ ეს ექიმები
კეთილისმყოფელები
ვის ესმის, რომ ცხოვრება აღარ სურს.

“ადამიანზე არ უნდა თქვა ბედნიერიაო, სანამ არ მოკვდება” – ამოტივტივდა გონებაში სადღაც წაკითხული.

ჩემი ხელით

მოცალეობის ჟამს უამრავი ჰობი მაქვს, რითაც თავის შექცევა შემიძლია. ერთ-ერთი მათგანი სამკაულების შექმნაა, როგორც ერთხელ უკვე გითხარით.

სამკაულების მიმართ ჩემი დამოკიდებულება თუ ჯერ კიდევ არ იცით, მოგახსენებთ რომ ნამდვილი მანია მჭირს.

ყველას გვაქვს რაღაც ჰობი, მანიაში გადაზრდილი, ზოგს ჩაცმა უყვარს, ზოგს წიგნები, მავანს ხელსახოცების, მარკების, ქვების, ფოთლების ან ყვავილების შეგროვება. ზოგს რა და ზოგს რა-მე სამკაულების მანია მჭირს. რაც დრო გადის მათი სათანადო შენახვა, დატევა ბოლოსდაბოლოს, საგრძნობლად მიჭირს. ხოდა ჰობზე მოგახსენებდით მხოლოდ სამკაულების ტარება კი არ მათი შექმნაც ძალიან მომწონს. შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ფოტოებს და თავადაც სცადოთ.

Continue reading