სტრადივარი და ჯადოსნური ჰანგები

ოჯახი და ბავშვობა

ანტონიო სტრადივარის (Antonio Stradivari) დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ ის იტალიის ერთ-ერთ მშვენიერ პროვინციაში, კრემონაში 1644 წელს მოევლინა ქვეყნიერებას. ცნობები მისი ადრეული ბავშვობის შესახებ მეტად მწირია და ფაქტების ნაცვლად ვარაუდებს ემყარება. თუმცა მისი მშობლების ვინაობა და მათი ქორწინების თარიღიც ნაცნობია ჩვენთვის. დედა ანა მორონი და მამა ალესანდრო სტრადივარი დაქორწინდნენ 1622 წლის 30 აგვისტოს და რამდენადაც ცნობილია 1623 წლიდან 1628 წლამდე სამი შვილი: ჯუზეპე ჯულია ჩეზარე(Giuseppe Giulia Cesare); კარლო ფელიჩე( Carlo Felice) და ჯოვანი ბატისტა (Giovanni Battista) შეეძინათ. ამის შემდეგ ნათლობის ჩანაწერები აღარ მოიპოვება და შეუძლებელია გარკვევა ჰყავდა თუ არა სხვა და-ძმა ცნობილ მევიოლინეს.

კრემონა

კრემონა

თავად ანტონიოს კრემონაში ცხოვრების ერთადერთი მტკიცებულებაა იარლიყი უძველეს ვიოლინოზე, რომელის შექმნის თარიღიც 1666 წელია.

დაახლოებით 12-14 წლის ასაკში ანტონიო, იმ დროის საქვეყნოდ ცნობილი ოსტატის ნიკოლა ამატის, მოსწავლედ და დამხმარედ მიებარა. მან, ისე სწრაფად მიაღწია წარმატებას სიმებიანი საკრავების დამზადების ხელოვნებაში, რომ 13 წლის ასაკში, მის მიერ დამზადებული ვიოლინო უკვე ჯობდა, მისივე ოსტატის და მასწავლებლის ხელოვნების ნიმუშებს. თუმცა არასრულწლოვანი ანტონიო, ხშირად მის მიერ დამზადებულ საკრავებს, მისი მასწავლებლის სახელს უკეთებდა იარლიყად. სულ მალე ანტონიო იტალიაში ყველა ოსტატზე აღმატებული გახდა.

არსებობს ალტერნატიული თეორიები მის ცხოვრებასთან დაკავშირებით, თუმცა სინამდვილე არავინ არ იცის.

ქორწინება და კარიერა

ანტონიომ პირველად ახალგაზრდა ქვრივზე ფრანჩესკა ფერაბოშიზე 1667 წლის 4 ივლისს იქორწინა და ორი ვაჟიშვილი ეყოლა. რამდენიმე წლის განმავლობაში წყვილმა რამდენჯერმე გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი და კიდევ ოთხი შვილი შეეძინათ: გიულია მარია, კატერინა, ფრანჩესკო, ალესანდრო და ომობონო. ასევე ჩვილი ვაჟი, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე კვირას იცოცხლა.

ანტონიო სტრადივარი

ანტონიო სტრადივარი

პირადი ცხოვრების პარალელურად სტრადივარი საყვარელ საქმესაც არ ივიწყებდა და თავის სტილს ნელა ავითარებდა. თავდაპირველად მისი შექმნილი ვიოლინოები შედარებით პატარა ზომის იყო. საყურადღებო გამონაკლისი ჰელერის ვიოლინო გახლდათ, რომელიც პროპორციებით გაცილებით დიდია. მისი ხელწერა იყო: მეტად ძლიერი კორპუსი და ნაკლებად მრგვალი მრუდები.

1680 წლისთვის სტრადივარს შეძენილი ჰქონდა მცირე რეპუტაცია, რომელიც სტაბილურად მატულობდა. ასევე საცხოვრებელი სახლი სან-დომენიკოს ქუჩაზე, სადაც მეუღლესთან და ექვს შვილთან ერთად წლების განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა.

1698 წლამდე.

მანამ, სანამ ფრანჩესკამ, მისმა საყვარელმა მეუღლემ და 6 შვილის დედამ უფალს არ მიაბარა სული.

პიაცა სან დომენიკო სტრადივარის სახლი

პიაცა სან დომენიკო
სტრადივარის სახლი

1682 წელს ვენეციელმა ბანკირმა კოსიმო მედიჩიმ შეუკვეთა ინსტრუმენტების სრული კომპლექტი, რათა ინგლისის მეფის ჯონ II-ისთვის ძღვენად მიერთმია. ამ ინსტრუმენტების ბედი დღესდღეობით უცნობია, თუმცა ნაცნობია ის ფაქტი, რომ ბანკირმა შეკვეთა 5 წლის შემდეგ ისევ გაიმეორა.

ხოლო, მას შემდეგ, რაც მისი მასწავლებელი და ოსტატი ამატი გარდაიცვალა, სტრადივარის წარმოება შესამჩნევად გაიზარდა. 1684-1685 წლებში მისი ინსტრუმენტები თანდათან იხვეწებოდა, მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი მნიშვნელოვანი, ძირეული ცვლილებები განიცადა.

სტრადივარის მოღვაწეობის ადრეული პერიოდი განიხილება როგორც ექპერიმენტების, ცვლილებების და ძიების პროცესი, ამიტომაც მისი ნამუშევრები ამ პერიოდიდან არ გამოირჩევა დიდებულებით და ვერც მაღალ ხარისხს დაიკვეხნის.

ოქროს ხანა

1690 წლიდან მან დაიწყო უფრო დიდი ინსტრუმენტების დამზადება, რომელთა ჟღერადობაც წინამორბედებზე მეტი იყო. ასევე დაიწყო ინსტრუმენტების უფრო მუქი, მდიდრული ლაქით დაფარვა.

1698 წლისთვის სტრადივარმა მიატოვა დიდი ზომის ვიოლინოების და სხვა ინსტრუმენტების (იგი ასევე ამზადებდა გიტარას,არფას,ვიოლონჩელოს და სხვ. მუსიკალურ საკრავებს) დამზადება, დაუბრუნდა უფრო მომცრო ზომის თუმცა, მეტად სრულყოფილი ხელოვნების ნიმუშების შექნას.

1699 წლის ზაფხულის მიწურულს, 24 აგვისტოს, ანტონიომ მეორედ დაიდგა ქორწინების უღელი. მისი მეორე რჩეული ზამბელი კოსტა გახლდათ. წყვილს 1700-1708 წლებში 5 შვილი შეეძინა.

1737 წლის 18 დეკემბერს ანტონო სტრადივარი გარდაიცვალა და იგი დაკრძალულ იქნა სან-დომენიკოს ეკლესიაში.

არც მანამდე და არც მას შემდეგ ასეთი სრულყოფილი ხმოვანების ვიოლინოს შექმნა არავის მოუხერხებია, მისი მოღვაწეობის შუა პერიოდს ჟამთააღმწერებმა “ოქროს ხანა” უწოდეს. ამ პერიოდში (1720-1737 წ.წ.) უკვე სახელგანთქმული ოსტატის დამზადებული მუსიკალური საკრავები ნამდვილი ხელოვნების ნიმუში და თავად სრულყოფილება იყო. სტრადივარის საკრავების ჯადოსნური ჰანგების ამბავი, მთელს მსოფლიოს მოედო და დღემდე, მისი სიკვდილიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგაც, პატივით მოიხსენიებენ მის სახელს, მის მიერ დამზადებული ინსტრუმენტები კი ძირითადად მუზეუმებში ინახება, ან კერძო კოლექციონერების ხელშია.

ლედი ბლანტი

1721 წელს შექმნილი მოდელი, რომელიც დღემდე შემორჩენილ მოდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და მთელს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ვიოლინოა.

ლედი ბლანტი

ლედი ბლანტი

ის ბაირონის შვილიშვილის, ლედი ბლანტის კუთვნილება გახლდათ, რომლის მფლობელობაშიც ვიოლინო 30 წლის განმავლობაში იყო. “ლედი ბლანტი” უკანასკნელად აუქციონზე 1971 წელს გამოჩნდა და შეფასებულ იქნა 200 000 დოლარად.

სულ რამდენიმე წლის წინ, ვიოლინო ლონდონის აუქციონებზე კვლავ გამოჩნდა. ლოტის აუქცონზე გამომტანი, იაპონური არასამთავრობო ორგანიზიაცია გახლდათ, რომელსაც ეს უკანასკნელი ანონიმი გამყიდველისგან 10 მილიონ დოლარად შეუძენია. გარიგება კი მართლაც სარფიანი გამოდგა, რადგან მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ვიოლინო 16 მილიონ დოლარად აუქციონ Tarisio-ს ვებ-საიტზე 2011 წლის, 20 ივნისს გაიყიდა.

About these ads

6 thoughts on “სტრადივარი და ჯადოსნური ჰანგები

  1. ვაინერებს აქვთ რომანი “ვიზიტი მინოტავრთან”. სიუჟეტი ორ პარალელურ სივრცეში ვითარდება – აქეთ სტრადივარის ამბებია, პირველი ნაბიჯებიდან სიკვდილამდე, იქეთ – მე-20 საუკუნის დეტექტივი, უძვირფასესი ვიოლინის გატაცების ისტორია.

    ვფიქრობ, დაგაინტერესებს :)

    • წაკითხული მქონოდა გამიადვილდებოდა ამ პოსტის დაწერა ალბათ.

      იმედია ვიყიდი და წავიკითხავ, დამაინტრიგებელი სიუჟეტი კი აქვს.

  2. ნიკოლო ამატის მოწაფემ ვერ შენიშნა ჯუზეპე გვარნერი : ( მისი სულიერი შვილი, ფაქტიურად…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s