3 ქალაქი, რომელიც მიყვარს

დიდხანს ვიფიქრე თუ ცოტა ხანს, ჩემი საყვარელი და საოცნებო ქალაქების სამეული შევადგინე. ამათგან არსად არ ვარ ნამყოფი და პერსპექტივაში კიდევ დიდხანს ვერცერთს ვერ ვნახავ. ხოდა რადგანაც მოგზაურობის და დასვენების სეზონია(მიყვარს ზაფხული, ბევრი მზე, ცისფერი ცა და მწველი სიცხე) მოგიყვებით ჩემს საოცნებო ქალაქებზე.

ამერიკა

ნიუ-იორკი

 

აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სათავეებში:  კარნეგი-ჰოლი,  მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმიმომა,  გუგენჰაიმის მუზეუმი და  თავად მისი უდიდებულესობა მანჰეტენი(მოგეხსენებათ ჩემი საყვარელი საქმიანობა ქუჩებში ხეტიალია).

ასევე ემპაია სტეიტ ბილდინგი,  ელის აილენდი,  ბროდვეის თეატრალური სპექტაკლები (ერთი მაინც-თეატრი ჩემი სუსტი წერტილია-არ გეცოდინებათ, რატომღაც ერთადერთი სიყვარულია, რომელიც არასოდეს მიხსენებია ბლოგზე), ასევე უამავი მუზეუმი და სხვა კულტურულ-გასართობი ცენტრები:  ცენტრალ-პარკივაშინგტონ სქვეა პარკი,როკფელერის ცენტრიტაიმს-სქვერიბრონქსის ზოოპარკინიუ-იორკის ბოტანიკური ბაღი, ფეშენებელური შოპინგი მეხუთე და მედისონის ავენიუებზე , ღონისძიებები — ჰელოუინ პარადი გრინვიჩ-ვილიჯშიტრიბეკას კინოფესტივალი, უფასო წარმოდგენები ცენტრალ პარკში სამერსტეიჯზე.  არ გამოვტოვოთ თავისუფლების ქანდაკება ,რომელიც მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და ასევე აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლო

ამერიკის ყველაზე ცნობილი სიმბოლო

ამერიკის ყველაზე ცნობილი სიმბოლო

სამხრეთ ამერიკა
რიო,ბრაზილია

ბავშვობიდან ბრაზილიური სერიალების მოყვარული ვიყავი(დღემდე თუ დრო მაქვს სიამოვნებით ვუყურებ) და რატომ? მხიბლავდა რიოში გადაღებული ხედები, საოცარი კარნავალები, საოცნებო პლაჟები, შაქრისთავას და კორკოვადოს მთები. ვირტუალურად იმდენჯერ მაქვს ნანახი ქრისტეს ქანდაკება, იმდენჯერ მიხეტიალია რიოს მიყრუებულ ან ყველაზე პოპულარულ და ხალხმრავალ ქუჩებში-ასე მგონია, როდესაც იქ აღმოვჩნდები რუკაც არ დამჭირდება ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად და ყველაზე მომხიბვლელ პლაჟებზე გასარუჯად. მაშ ასე..

ქალაქის ხედი კორკოვადოს მთიდან. მარცხნივ — ლემე და შაქრისთავა მთა; შუაში — უმაიტა, კოპაკაბანა და პეიშოტო; მარჯვნივ — იპანემა, ლაგოა და ლებლონი

ქალაქის ხედი კორკოვადოს მთიდან. მარცხნივ — ლემე და შაქრისთავა მთა; შუაში — უმაიტა, კოპაკაბანა და პეიშოტო; მარჯვნივ — იპანემა, ლაგოა და ლებლონი

რიო-დე-ჟანეიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის პანორამული ხედი დილით

რიო-დე-ჟანეიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის პანორამული ხედი დილით

ხედი კორკოვადოს მთიდან

ხედი კორკოვადოს მთიდან

რიო-დე-ჟანეირო მთელი სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მონახულებადი ქალაქია. იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით, კოპაკაბანის და იპანემის პლაჟებით, ასევე იესოს გიგანტური ქანდაკებით (Cristo Redentor) კორკოვადოს მთაზე, რომელიც 2007 წელს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს, შაქრისთავა მთითა და მისი საბაგიროთი, ასევე ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქში მდებარე მარაკანას სტადიონი კი ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო სტადიონია მსოფლიოში.

2012 წელს, CNN-მა იპანემა მსოფლიოს საუკეთესო საქალაქო პლაჟად დაასახელა.

მიუხედავად რიოს დიდებულებისა, შავი ხვრელები მასაც აქვს. ფაველები ანუ ღარიბული რაიონები თანაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რიოში ყოველი მეოთხე კარიოკა (რიოს მცხოვრები) ფაველაში ცხოვრობს.

პარიზი, საფრანგეთი

ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი მოგზაურია, ნათესავ-მეგობრების უმეტესობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია გაფანტული (ამერიკა,ესპანეთი,საფრანგეთი,ისრაელი და გერმანია). ამიტომ ხშირად მიწევს მოგზაურთა სურათების დათვალიერება, რაც რბილად რომ ვთქვათ შურიანობის გარდა, ოდნავ სევდასაც იწევს, რადგანაც მოგზაურობა და ხეტიალი ჩემი გამოგონილია, თუნდაც ისე ვიმოგზაურო როგორც ჯეკ კერუაკის (“გზაზე”) გმირებს სჩვეოდათ. ჩანთამოკიდებული, ჯიბეგაფხეკილიც კი სიამოვნებით ვიხეტიალებდი ჩემს საოცნებო ადგილებზე.

თემას გადავუხიე-ხოდა ამ ჩემს ერთ-ერთ მოგზაურს , რომ ვკითხე – პარიზში რამ მოგხიბლა ყველაზე მეტად?- ეიფელის კოშკს ნამდვილად არ ველოდი პასუხად. თუმცა რას ვიზავ, ზოგს ჩემი წლოვანების(1987 )ლითონის კონსტრუქცია უფრო ხიბლავს ვიდრე სენის სანაპიროზე გადაშლილი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით დატვირთული შენობა-ნაგებობანი, მუზეუმები და ა.შ.

პარიზში, რომ მოვხვდები პირველად ჩემს, ბავშვობიდან საყვარელ ელისეს მინდვრებზე გავივლი (სადაც დააქროლებდნენ ეტლებს ჩემი საყვარელი წიგნების პერსონაჟები, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ელისეს მინდვრები, მართლაც უბრალოდ მინდვრები იყო), ახლა კი შანზ-ელიზე პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ქუჩაა, აქ ერთმანეთს ენაცვლება ლუვრის მუზეუმი, ლუი XIV-ის ქანდაკება,  ტრიუმფალური თაღი, ტუილერის ბაღი, ობელისკი და ვარსკვლავის ტრიუმფალური თაღი.(სულ რემარკის “ტრუმფალური თაღის” სტრიქონები მიტრიალებს თავში) ეს არის პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. დაბლობ ნაწილში ელისეს მინდვრები შემოსაზღვრულია მარინის სკვერით და რამდენიმე ნაგებობით, როგორიცაა მარინის თეატრი, პეტი პალე, გრან პალე და პალე დე ლა დეკუვერტი). მაღლობ ნაწილში კი მაღაზიები, ბუტიკები, კინოთეატრები, კაფეები და რესტორნებია.
Pariz-nocu-gradovi-gradjevine-47
ახალი ხიდი,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი,ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი,გრან-პალე,ლუვრი,პერ-ლაშეზის სასაფლაოსაც მოვინახულებ. შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოდ, სასაფლაოზე ბოდიალი, თუმცა დიდებული ადამიანების საფლავების მონახულება ურიგო საქმე არ მგონია. ბულონის და ვენსენის ტყეებსაც არ დავტოვებ უყურადღებოდ. ისე ძალიან ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი და მუზეუმია პარიზში, თუ ოდესმე წასვლას დავაპირებ ცალკე ჩამოვწერ აუცილებლად მოსანახულებელ ადგილების სიას.


docek-nove-godine---pariz21

About these ads

7 thoughts on “3 ქალაქი, რომელიც მიყვარს

  1. ასე მეგონა ჩემს ფიქრებს ვკითხულობდი…. აი ზუსტად, ზუსტად ისაა რაზეც ვოცნებობ…. ძალიან მაგარია მართლა…ჰო, კიდევ იტალიურ სოფლებში მინდა დავიკარგო… იფ, რა იქნება…

  2. + სტამბოლი, იტალიის რამდენიმე ქალაქი და ინდოეთი :) …და ჩემი “პროგრამა-მინიმუმი” შესრულდება :))

    • ინდოეთიც მინდა ეგზოტიკააა, სტამბოლი ოცნებად არ მაქვს, მაინც ყველაზე ახლოა და იმედია მალე ვნახავ, იტალია,გერმანია,და ძალიან ბევრი კარგი და საყვარელი ადგილი გამოვტოვე.ძალიან დიდი პოსტიგამოდიოდა და:(

  3. მოგზაურობის დროს განსაკუთრებით გრძნობ ადამიანი, რომ ცხოვრება ძალიან მაგარი რამეა :) ვგიჟდები ისე მიყვარს, აი თავიდან ვიბადები ყოველ ახალ აფრენა-ჩამოფრენაზე :) პირველი 2 მეც მიზის ჩემს ფავორიტებში და კიდევ რამდენი ქვეყანაა, ვინ მოსთვლის, მოკლედ, აუცილებლად უნდა ვნახოთ ყველაფერი :)))
    აუუ, ავდგებოდი ახლა, ჩავბარგდებოდი და გავფრინდებოდი რიოში, იფფფ…

  4. აუუ ბრაზილიაში მეც ძალიან მინდაა, სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ სადაც სულ ცხელა, სანაპიროსთან უფფფ

  5. ჩემს მეგობრებს ვუთხარი ერთხელ და თუ კი პარიზში მოვხვდები ოდემსე (იმედია მოვხვდები ;)), იმ ჯართის სანახავად არც დროს და არც ფულს არ დავხარჯავ, იმდენი რამაა სანახავი მანდ და ეგ ვნახო?! :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s