Archive | თებერვალი 2012

ნანიკო

…ვინ იცის მერამდენედ შევაღე ეზოს ჭრიალა კარები…

მხიარულად ჩავირბენდით კიბეებს, მე, ჩემი დაიკო, ნანიკო და რამდენიმე მეგობარი.

ვიცინოდით…

ვლაყბობდით, ჩუმჩუმად სიგარეტსაც ვეწეოდით…

ცხოვრება გვიხაროდა, ძალიან პატარები ვიყავით. არც პრობლემა გვქონდა რამე, არც საზრუნავი.  ჩვენ პატარა გულებს ჯერ ტკივილი არ მიკარებოდა.  არ გვეწვნია განშორების სევდა,  საყვარელი ადამიანების დაკარგვის ტკივილი…

უკიდეგანოდ ბედნიერები ვიყავით.
…ეხლა კი ფეხები უკან მრჩება, შენ ყველაზე დიდი ტრაგედია დაგატყდა თავს, ჯერ კიდევ პატარა ხარ თუმცა მამის კუბოსთან ზიხარ!!!  მამის, რომელზეც მუდამ სიყვარულით და მოწიწებით ლაპარაკობდი. ის იყო შენთვის ყველაფერი და ახლა აღარ გყავს…
ერთმანეთი წლების წინ, საზაფხულო ბანაკში გავიცანით, ბავშვები ვიყავით და სწრაფად დავმეგობრდით.  მას მერე წლები გავიდა. ერთი სულელური ამბის გამო, რამის დავამთავრეთ მეგობრობა.  მაგრამ სფინქსივით ფერფლიდან აღვადგინეთ,  რადგან ძალიან გვენატრებოდ ა, ერთად გატარებული ბავშვობის უღრუბლო დღეები.

როდესაც კოკისპირულ წვიმაშიც თავზე მზე დაგვნათოდა,

როდესაც ჩვენი ცხოვრება თავის საუკეთესო, ულამაზესი და ძვირფასი წლების უკანასკნელ დღეებს ითვლიდა.

დამთავრდა ბავშვობა.
… და კიდევ ერთხელ დამთავრდა…
ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიყავს… ამიტომაც წაგართვა ჯერ ბავშვობის მეგობარი, შემდეგ საყვარელი მამა. ძნელია დაგროვილ ტკივილს გაუძლო, მაგრამ სხვა გზა ისედაც არ გაქვს.  გავა დრო. პატარა დავითი დაგავიწყებს ყველა სადარდელს, ისევ იქნები ბედნიერი და ისევ გაიღიმებ.
…ეხლა  ვზივართ შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის კუბოსთან და მე, გაყინულ ხელებს გითბობ, ძნელია რამეზე ლაპარაკი,

როგორ განუგეშო?
გავა დრო. პატარა დავითი დაგავიწყებს ყველა სადარდელს, ისევ იქნები ბედნიერი და ისევ გაიღიმებ.
ძნელია რამეზე ლაპარაკი, როგორ განუგეშო?

The Girl with the Dragon Tattoo

ჩემი ახალი გატაცება 14 თებერლის ერთ უწყინარ საღამოს დაიწყო, როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ კინოთეატრში წასვლა გადავწყვიტეთ, რადგან ჩემ საყვარელ თეატრებში(რუსთაველი და მარჯანიშვილი) იმ საღამოს ყველა ბილეთი გაყიდულიყო.

თუმცა არც კინოთეატრში დაგვხვდა უკეთესი სიტუაცია და ერთადერთი ფილმი, რომელზე დასასწრები ბილეთები ჯერ კიდევ დარჩენილიყო აღმოჩნდა ის ფილმი, რომლის ნახვასაც ძეხორციელი ვერ მაიძულებდა… ეს სხვა დროს და სხვა სიტუაციაში.. თუმცა ბავშვები დავტოვე და სახლში დაბრუნება აღარ მინდოდა, ამიტომ ავიღეთ ბილეთები და დარბაზში ავედით.

ფილმის დასაწყისში კიდევ ერთხელ ვინანე სხვაგან, რატომ არ წავედით მეთქი Continue reading

განსაზღვრება

WEDNESDAY, DECEMBER 28, 2011

იანვარი_ ჩემი მეორე ორსულობის ბოლოს წინა თვე. .ყოველი დღე საუკუნედ მეჩვენება და უკვე ვეღარ ვითმენ, როდის დადგება დღე – ბოლოსდაბოლოს, როდესაც გავხდები დედა (მეორე ვაჟიშვილის სხვათაშორის).

თებერვალი- ორ რიცხვში მივედით მე და ჩემი მეუღლე სამშობიარო სახლ “ჰერა”-ში სადღაც დილის ათ საათზე.ხოლო 12 სააათზე უკვე მეორე შვილის დედა ვიყავი… რა საოცარია არა?! საკეისრო კვეთა ნამდვილად მისწრებააა, როდესაც ვერ იტან ვერანაირ ტკივილს…

მარტი ,აპრილი და მაისი დარჩენილ კილოგრამებთან ბრძოლის თვეები იყო.

ივნისი ივლისი და აგვისტოც უცებ გამიქრა ხელიდან, რადგანაც გადავწყვიტე ამეღო გოეთეს სერთიფიკატი და შევუდექი გერმანულის სწავლას აბსოლუტურად ნოლიდან.(დაწვრილებით სხვა პოსტში) Continue reading

სოფი

TUESDAY, JANUARY 3, 2012

ლამაზი მეგობარი

მე არ მყავს ბევრი მეგობარი (სიტყვა დაქალს ბავშვობიდან ვერ ვიტან), თუმცა მყავს საუკეთესოები!
სოფი იყო პირველი ადამიანი ვისთანაც დავმეგობრდი ,მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა ერთად გავატარეთ (სანამ გავთხოვდებოდი და ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გადავიდოდი საცხოვრებლად) ერთად დავდიოდით ,ვიცინოდით , ვიყავით მოწყენილები, გვიხაროდა და გვწყინდა, გვიყვარდა და ბედნიერები ვიყავით. ერთად შევხვდით ჯერ სოფის მომავალ მეუღლეს, მერე ჩემსას -თუმცა მე უფრო ადრე დავქორწინდი. თუ რამე კარგი და საუკეთესო მახსენდება ჩემს ცხოვრებაში( ბავშვობა)მახსენდება სოფი!

მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამრჩება: პატარა ლამაზი გოგონა – გრძელი, შავი პრიალა თმებით, დახატული წაბლისფერი თვალებით და ეშმაკური გამოხედვით. ესეთი იყო სოფი 20 თუ 21 წლის წინ ,როდესაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, ჩვენივე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში.
მას შემდეგ ბევრმა წელმა განვლო დავდიოდით ბაღში (უფრო სწორედ მე დავდიოდი და სოფი უკან მიჰყავდა დედიკოს,ან საერთოდ არ მოჰყავდა, მისი რბილად რომ ვთქვათ კაპრიზების გამო). სკოლაში , უნივერსიტეტში ჩვენი ცხოვრების გზები გაიყო . შევიძინეთ ახალი მეგობრები , ჩამოგვიყალიბდა მსოფლმხედველობა, თუმცა ერთმანეთის ადგილს გულში ვერავის დავუთმეთ და დავრჩით ერთგულ, ბავშვობის მეგობრებად.
ეხლა შეიძლება თვეში ერთხელ შევხვდეთ ერთმანეთს , მაგრამ ყოველი დღე იწყება სატელეფონო ზარით :
– hi, როგორ ხარ?

დედა

WEDNESDAY, JANUARY 18, 2012

ღმერთო რამხელა ბედნიეებააა როდესაც გყავს დედიკო…
ლამაზი,თბილი და ტკბილი….
როდესაც გაქვს იმედი…როდესაც იცი: რაც არ უნდა დაგჭირდეს ,რაც არ უნდა გაგიჭირდეს დედა მუდამ შენს გვერდითაა …
რამხელა ბედნიერებააა როდესაც გასძახებ დეეეე, ჩაი მინდა…
ანდა დედიკო მშიაააა!!! (ახლა ამას ჩემი შვილი მეუბნება ხოლმე)!
მაგრამ როცა გენატრება?! როდესაც ცხრა მთას და ცხრა ზღვს იქითააა?! როდესაც დედის გაკეთებული საჭმელის გემოს სიზმარში თუღა ნახავ?!
დეე მიყვარხარ და მენატრები…
რა კარგი იყო ბავშვობა… ხშირად ვჩხუბობდით ,მაგრამ ერთად ვიყავით ყველანი… ეხლა ჩემი დაიკოები იზრდებიან ჩემს უნახავად… პატარა კიკინიანი გოგონების ნაცვლად თითქმის ზრდასრული ადამიანები მიყურებენ კომპიუტერის ეკრანიდან,
და მე მენატრებით …
და მიყვარხართ…
ძალიან მაკლიხართ!!!
დაბადების დღეებმა ,ახალმა წელმა …საერთოდ ყველა დღესასწაულმა დაკარგა ელფერი და ბრწყინვალება. რადგან დღესასწაულებს ალამაზებენ ადამიანები და მე ეს ადამიანები გვერდით არ მყავს!!! ამ დროს უფრო მიმძაფრდება გრძნობა მარტოობის(თუმცა მარტო არ ვარ),გრძნობა უთქვენობის!!! მონატრების!!! ხანდხან ცრემლები წამსკდება და ეს მაძლებინებს ალბათ რადგან დარდი ცრემლებად წამოსული გაქარვებული დარდია!!!

აარჩიე ცხოვრების სტილი !

!ზოგისთვის ეგრეთ წოდებული life style, მხოლოდ ძვირფას ტანისამოსს, ბრწყინვალე მაკიაჟს, ფიტნესს, სილამაზის სალონებში სტუმრობას და გლამურულ საღამოებზე დასწრებას უკავშირდება. მე არ მაქვს დრო , ფული და სურვილი ასეთი ცხოვრებისთვის, თუმცა… თუმცა ვცდილობ გავაკეთო ის რაც მსურს, მოვინდომო და თუ არ შემიძლია შევძლო…

real story

ქვეყნად იმდენი ადამიანია გაჭირვებული,ზოგს მართლაც საჭმელად ერთი გემრიელი ლუკმაც ენატრება. საღამოს სასეირნოდ გამოსულს გადაჭედილი რესტორნები მხვდება(ალოგიკურია ,მაგრამ ხშირად მანქანასაც ვერ გაააჩერებ რესტორნებსა თუ კაფე-ბარებთან ) ,ასევე გადაჭედილია: მიწისქვეშა გადასასვლელები თუ ცენტრალური ქუჩები, ბაზრობები თუ უბრალოდ ხალხმრავალი ადგილები ხელგაწვდილი, უქონელი და უპოვარი ადამიანებით. ყოველი გაწვდილი ხელის უკან დახმარების მომლოდინე ადამიანი დგას … დგას და ელის მოწყალებას, თუმცა ხშირად ამაოდ … რადგან თითოეული ჩვენგანი ხარჯავს უამრავ ფულს რესტორნებში და ბარებში, სამოსში და სალონში. ამიტომაც ხურდა აღარ გვრჩება მათთვის ვისთვისაც მოწყალება შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. Continue reading

ოპერაცია ”დავამარცხო ზედმეტი წონა”

მთელი შეგნებული ცხოვრება ზედმეტ წონას ვებრძვი. სუულ თავიდან ძალიან გამხდარი და გაჩხიკული ბავშვი გახლდით, ისიც კი მახსოვს ბუნდოვნად, ჩემი საყვარელი მამიკო მაკარონას რომ მეძახდა.

მაგრამ გამოხდა ხანი (ზუსტად არ მახსოვს რომელ კლასში დავიწყე წონის მატება მაგრამ, უნივერსიტეტში უკვე კარგად ჩასუქებულმა და ფერხორციანმა შევაბიჯე) და შოპინგზე წასულს ვერცერთი ლამაზი მოდელი ჯინსი წელამდეც, რომ ვერ ავიტანე შემოვკარი განგაშის ზარებს!!!

გამყიდველი ჯიუტად მაჩრიდა უფორმო და საზიზღარ ჯინსის ნაჭერს: ეს შეგეკვრება,ხედავ რა დიდი ზომაა?
სწორედ ამ დღიდან ომი გამოვუცხადე ზედმეტ კილოგრამებს. სასწორი 82 კგ-ს აჩვენებს, ეს ხომ რეკორდია, ნეტავ როდის და როგორ მოვიმატე?! “მე ხომ ბევრს არასოდეს არ ვჭამდი”. Continue reading