ოპერაცია ”დავამარცხო ზედმეტი წონა”

მთელი შეგნებული ცხოვრება ზედმეტ წონას ვებრძვი. სუულ თავიდან ძალიან გამხდარი და გაჩხიკული ბავშვი გახლდით, ისიც კი მახსოვს ბუნდოვნად, ჩემი საყვარელი მამიკო მაკარონას რომ მეძახდა.

მაგრამ გამოხდა ხანი (ზუსტად არ მახსოვს რომელ კლასში დავიწყე წონის მატება მაგრამ, უნივერსიტეტში უკვე კარგად ჩასუქებულმა და ფერხორციანმა შევაბიჯე) და შოპინგზე წასულს ვერცერთი ლამაზი მოდელი ჯინსი წელამდეც, რომ ვერ ავიტანე შემოვკარი განგაშის ზარებს!!!

გამყიდველი ჯიუტად მაჩრიდა უფორმო და საზიზღარ ჯინსის ნაჭერს: ეს შეგეკვრება,ხედავ რა დიდი ზომაა?
სწორედ ამ დღიდან ომი გამოვუცხადე ზედმეტ კილოგრამებს. სასწორი 82 კგ-ს აჩვენებს, ეს ხომ რეკორდია, ნეტავ როდის და როგორ მოვიმატე?! “მე ხომ ბევრს არასოდეს არ ვჭამდი”.

და დაიწყო დაუღალავი ვარჯიში , უმკაცრესი დიეტა და ორ კვირაში უკვე ყველა აღნიშნავდა, რომ ძალიან გავხდი… კიდევ ორ კვირაში ტანსაცმელი გამიდიდდა… და ეს იყო ბედნიერება – ერთ თვეში ათი კილო დავიკელი… მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო მეორე კურსზე 62 კგ გადავედი და მიუხედავად იმისა რომ პერიოდულად ვიმატებ და ვიკლებ რამდენიმე კილოს, ძირითადი წონა მაინც ესაა…

წარმოიდგინეთ ამ ყველაფრის მერე, რამხელა შოკი იყო ჩემთვის ორსულობის დროს მომატებული თითოეული კილო? პირველი ბავშვი რომ გავაჩინე 12 კილო მქონდა მომატებული და ერთ თვეში დავუბრუნდი ძველ წონას.. თუმცა მეორე ორსულობამ ისევ ძველ დროში დამაბრუნა და სასწორი კვლავ 82 კგ აჩვენებდა. სამშობიაროში დავტოვე 8 კილო როდესაც სხვები ათ და 12 კილოს იკლებდნენ იქვე. ეს ჩემთვის მართლა გაუგებარი ფიზიოლოგიური მომენტია.

თავიდან ველოდე როდის დავიკლებდი “თავისით” მომატებულ კილოგრამებს და კვლავ საორსულო სამოსში გამოწყობილი დავიარებოდი, რადგან სხვა ტანსაცმელი არ მეტეოდა. 3 თვის შემდეგ, მივხვდი რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია, თანაც ამ პერიოდი გასვლის შემდეგ თუმც მაინც არაა სასურველი, მაგრამ ნებადართულია ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა, რასაც ვერ ვიტყვი დიეტაზე (მეძუძურ და ახალმოლოგინებულ ქალს, მით უმეტეს საკეისრო კვეთის შემდეგ ეკრძალება ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, ხოლო დიეტა და არასრულფასოვანი კვება, პირდაპირ აისახება ბავშვის წონასა და მის ზრდა-განვითარებაზე).

გავიხსენე ძველი დრო- დიეტა + ვარჯიში = სამიოდე თვეში ისევ ჩავძვერი ჩემს მოტკეცილ ჯინსებსა და საყვარელ ტანსაცმელში. (დასაწერად ადვილია, მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და მძიმეა, მაგრამ როდესაც რაიმეს მთელი გულით მოვინდოიმებთ შეუძლებელი არაფერია)

ესეც საკუთარი ისტორია, როგორ ვებრძვი და ვეომები მთელი ცხოვრება ჭარბ კილოგრამებს…

თქვენ კი, როდესაც ზედმეტ წონასთან ბრძოლას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია…
აი, მე მთავარია მოვინდომო და იქნებ საბოლოოდ დავიკლო კიდევ 5 კილო და ნამდვილად გამხდართა და ტანწერწეტათა საზოგადოებას შევუერთდე? ყველაფერი ჯერ კიდევ წინა, მთავარია ერთ დღეს ძალიან მოვინდომო და …

Posted by tami at 12/29/2011

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s