აარჩიე ცხოვრების სტილი !

!ზოგისთვის ეგრეთ წოდებული life style, მხოლოდ ძვირფას ტანისამოსს, ბრწყინვალე მაკიაჟს, ფიტნესს, სილამაზის სალონებში სტუმრობას და გლამურულ საღამოებზე დასწრებას უკავშირდება. მე არ მაქვს დრო , ფული და სურვილი ასეთი ცხოვრებისთვის, თუმცა… თუმცა ვცდილობ გავაკეთო ის რაც მსურს, მოვინდომო და თუ არ შემიძლია შევძლო…

real story

ქვეყნად იმდენი ადამიანია გაჭირვებული,ზოგს მართლაც საჭმელად ერთი გემრიელი ლუკმაც ენატრება. საღამოს სასეირნოდ გამოსულს გადაჭედილი რესტორნები მხვდება(ალოგიკურია ,მაგრამ ხშირად მანქანასაც ვერ გაააჩერებ რესტორნებსა თუ კაფე-ბარებთან ) ,ასევე გადაჭედილია: მიწისქვეშა გადასასვლელები თუ ცენტრალური ქუჩები, ბაზრობები თუ უბრალოდ ხალხმრავალი ადგილები ხელგაწვდილი, უქონელი და უპოვარი ადამიანებით. ყოველი გაწვდილი ხელის უკან დახმარების მომლოდინე ადამიანი დგას … დგას და ელის მოწყალებას, თუმცა ხშირად ამაოდ … რადგან თითოეული ჩვენგანი ხარჯავს უამრავ ფულს რესტორნებში და ბარებში, სამოსში და სალონში. ამიტომაც ხურდა აღარ გვრჩება მათთვის ვისთვისაც მოწყალება შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. ჩვენ ,ყველამ ვინც წერს და ვინც კითხულობს ამ სტატიას ავირჩიოთ ცხოვრების სტილი: დავეხმაროთ ადამიანებს… თუ არ გვაქვს ზედმეტი თანხები ქველმოქმედებისთვის ,აუცილებლად გვექნება :

1) გარდერობში თბილი სამოსი ან ფეხსაცმელი, რომელსაც აღარ ხმარობ- ეს საუკეთესო დახმარებააა მოხუცებისთვის რომლებსაც ზამთრის სუსხსა და ყინვაში, ყველაზე მეტად სცივათ ქუჩაში.

2) შენი შვილის უამრავი სათამაშო, რომელსაც უბრალოდ აღარ იყენებს…- რა გაახარებს პატარა არსებას,იმაზე მეტად ვიდრე საოცნებო სათამაშო. (თუნდაც ოდნავ შელახული)

3)პროდუქტი მაცივარში,რომელსაც აღარ მიირთმევთ.

მთავარია იცოდე სწორად გამოყენება რესურსებისა, ამით შეიძლება რამდენიმე ადამიანს მოუტანო ბედნიერება-რწმენა იმისა, რომ არაა მარტო, მასზე ფიქრობენ და ეხმარებიან (მნიშვნელობა არა აქვს რით დაეხმარები: ის მიიღებს შენს მოწყალებას და ბედნიერი იქნება) შენც იპოვნი შენს წილ ბედნიერებას თუ მიხვდები რომ იმ ნივთებით ან პროდუქტით, რომელსაც ადრე სანაგვე ყუთს ავსებდი რამდენიმე ან თუნდაც ერთ ადამიანს მიანიჭე სიხარული.

პს. მე და ჩემი შვილი ყოველი კვირის ბოლოს აუცილებლად დავდივართ თეატრში, კინოში, გასართობ ცენტრში, პარკში და ა.შ. ამ კვირიდან კი ვიცვლით ცხოვრების სტილს და გასართობად განკუთვნილ ბიუჯეტს ვხარჯავთ ადამიანების დასახმარებლად. (შეგიძლია იგივე გააკეთო ან გასართობად განკუთვნილი თანხა უბრალოდ გაანახევრო, ან დაეხმარო ადამიანებს ორ კვირაში ან თუნდაც თვეში ერთხელ! თუ ამ სტატიამ შენშიც აღძრა იგივეს გაკეთების სურვილი, მომბაძე,აირჩიე ცხოვრების სტილი,მოუტანე ადამიანებს ბედნიერება და თავადაც გახდი ბედნიერი.
Posted by tami at 2/04/2012

4 thoughts on “აარჩიე ცხოვრების სტილი !

    • ხშირად ვფიქრობ ხოლმე ასეთ საკითხებზე , გული წყდება ქუჩაში ამდენი უპოვარი და უქონელი ადამიანი რომ დგას:(

  1. ცოტა მეტი ადამიანი რომ ფიქრობდეს და იქცეოდეს ესე ალბათ ამდენი მშიერი არ იქნებოდა ……
    თუმცა ამის მაგალითს ვინც უნდა აძლევდეს საზოგადოებას და ერს ის მხოლოდ საკუთარი ბიზნესის გაფართოვებაზე ფიქრობს აქეთ ითხოვს დახმარებას და მოწყალებას , ახალ-ახალი ეკლესიების ასაშენებლად

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s