The Girl with the Dragon Tattoo

ჩემი ახალი გატაცება 14 თებერლის ერთ უწყინარ საღამოს დაიწყო, როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ კინოთეატრში წასვლა გადავწყვიტეთ, რადგან ჩემ საყვარელ თეატრებში(რუსთაველი და მარჯანიშვილი) იმ საღამოს ყველა ბილეთი გაყიდულიყო.

თუმცა არც კინოთეატრში დაგვხვდა უკეთესი სიტუაცია და ერთადერთი ფილმი, რომელზე დასასწრები ბილეთები ჯერ კიდევ დარჩენილიყო აღმოჩნდა ის ფილმი, რომლის ნახვასაც ძეხორციელი ვერ მაიძულებდა… ეს სხვა დროს და სხვა სიტუაციაში.. თუმცა ბავშვები დავტოვე და სახლში დაბრუნება აღარ მინდოდა, ამიტომ ავიღეთ ბილეთები და დარბაზში ავედით.

ფილმის დასაწყისში კიდევ ერთხელ ვინანე სხვაგან, რატომ არ წავედით მეთქი,თუმცა რამდენიმე წუთში ჩამითრია ფილმის დაძაბულმა სიუჟეტმა და საკმაოდ მძიმე სცენების მიუხედავად სულგანაბული ვადევნებდი თვალს ლიზბეთ სალანდერის ისტორიას.

სახლში დაბრუნებული სულ ვფიქრობდი გოგონაზე, რომელიც საოცრად ჭკვიანი და გონიერია, თუმცა რატომღაც გონებაჩლუნგად არის მიჩნეული და მეურვეც კი ყავს დანიშნული.ფილმში არ ჩანს ამ კთხვაზე პასუხი და საერთოდაც უამრავი უპასუხო კითხვა გამიჩნდა. ამიტომაც სასწრაფოდ შევიძინე “მილენიუმის საგა” პირველი და მეორე ნაწილი. სტიგ ლარსონის დეტექტიური რომანები, რომელიც გამსვლისთანავე ბესტსელეად იქცა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, მე კი მანამდე არასოდეს გამეგონა.

საკმაოდ სქელტანიანი წიგნები ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, შინაარსის მოყოლას არ დავიწყებ, რადგან თუ თქვენც გადაწყვიტეთ წიგნის წაკითხვა, მიღებული სიამოვნება არ იქნება სრულყოფილი, თუ დასასრული მაინც გეცოდინებათ. წიგნის დასასრულს გულში, რაღაც ჩამწყდა… ვერ ვიტან ისტორიები ტრაგიკულად, რომ მთავრდება. მაგრამ ერთი კი ვიცი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა არ დაგვტოვებს წიგნის მოყვარულთ, ტრილოგიის მესამე ნაწილის გარეშე. იქნებ ყველაფერი კარგად მთავრდება?

აი ეს არის ისტორია, როგორ ვუყურე ფილმს, წავიკითხე წიგნები და თითქმის ერთი თვის შემდეგაც მკვეთრი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.

5 thoughts on “The Girl with the Dragon Tattoo

  1. კი, კი ნამდვილად გადაიღებენ და წიგნსაც გადათარგმნიან მეორე ნაწილს 🙂 მინდა ასევე გითხრა ძალიან მომწონს შენი ბლოგები 🙂

    • 1. გოგონა დრაკონის ტატითი
      2. გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა
      3.გოგონა,რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია

      სამივე ნაწილი გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s