Archive | მარტი 2012

ეჭვი

ოდესმე გიეჭვიანიათ???
ეს საშინელი, ყოვლისმომცველი, დამთრგუნავი და სამარცხვინო გრძნობაა, ერთხელ თუ მოიცვა თქვენი გონება, გულში ჩაგიბუდდათ და სულში თავისი ღრმა და შხამიანი ფესვები გაიდგა-აი, მაშინ მთავრდება თქვენი მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება.

ეჭვი…
შენთვის საყვარელი, ესოდენ ძვირფასი ადამიანი, შენი სულის და სხეულის ნაწილი…
ხან ცდილობ უხმოდ აიტანო, ხანაც საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებ-ოჯახური სკანდალები, ერთმანეთისთვის გულისტკენა, საფუძვლიანი ბრალდებები და დაუსაბუთებელი თავის მართლება.
ეჭვი…
ოჰ, ერთხელ თუ შემოგეჩვია, აღარ მოგეშვება. მოგიწამლავს სიცოცხლეს და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევს.
ეჭვი…
მორიგი კამათის და უთანხმოების შემდეგ. აი, ზიხარ სამარშრუტო ტაქსში და თავს ვერაფერს უხერხებ. ცრემლები გზას იკვლევენ და ლამაზ სახეზე ნაკადულებად მოედინებიან. ყველა შენ გიყურებს, ყველას ეცოდები, შენთვის კი, სულ ერთია. ამღვრეულ გონებაში ათასი სცენა გიტივტივებს. Continue reading

Advertisements

ჟორჟ მელიესი

ჟორჟ მელიესი – ფოკუსების თეატრის პატრონი სინემატოგრაფის პირველ სეანსზე დასწრების შემდგომ, ამ სანახაობით უმალ დაინტერესდა და ლუმიერს სთხოვა აპარატის მიყიდვა,

მტკიცე უარის შემდეგ ინგლისელი გამომგონებლის ვ.პოლას კინოაპარატი შეიძინა და გადაღებებს შეუდგა. თუმცა მის ფილმებს წარმატება არ მოჰყოლია. ხალხს ლუმიერის ფილმები უკვე მობეზრდა, ყურადღებით არც მიმბაძველს გაანებივრებდა. მისი ფილმები ძირითადად ლუმიერის ფილმების გადამღერება იყო.

ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს ახალ ატრაქციონს მიაგნო. მეტად პრიმიტიულმა აპარატის შეყოვნებამ, მოულოდნელი ეფექტი მოახდინა. ფირის გასასწორებლად და ხელახლა გასაშვებად ერთი წუთი გახდა საჭირო. ამ ერთ წუთში გამვლელებმა, ეკიპაჟმა, ომნიბუსებმა ჩაიარეს ფირის ეკრანზე გაშვებისას ომნიბუსი გადაქცეულიყო დროგად, მამაკაცები ქალებად. ასე იქნა ნაპოვნი შეცვლისა და გარდასახვის ტრიუკი, რასაც წარმატება მოჰყვა. Continue reading

ქართული კინოს დედოფალი


როდესაც ქართული კინოს ლეგენდებზე ვიწყებ საუბარს, ცხადია ერთ-ერთი პირველი თვალწინ ნატო ვაჩნაძეს სახება მიდგას. ჯერ კიდევ მცირეწლოვანი, ნატო ვაჩნაძის განსახიერებულ როლებს, (მის ფილმებს) მოჯადოებული შევცქეროდი ეკრანზე. მე მხიბლავდა მისი უშუალობა, საოცარი ღიმილი, თვალები, რომლიდანაც ქართველი ქალის მთელს მომხიბვლელობას ასხივებდა.

მისი ცხოვრება ნაზავია უიღბლობისა და ბედნიერების, დიდი ტკივილისა და წარმატების, ტრაგედიებისა და წარუმატებლობის.
ნატოს კარიერა დაიწყო ფილმით “მამის მკვლელი” (რეჟ.ამო ბეკ-ნაზაროვი) და მაშინვე მთლიანად საბჭოეთი ალაპარაკდა მის სილამაზესა და ნიჭიერებაზე. შემდეგ იყო ფილმები “არსენა ყაჩაღი” და “სამი სიცოცხლე”. ნატოს ფილმოგრაფიის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან 20-ზე მეტ ფილმში აქვს არაჩვეულებრივი და დასამახსოვრებელი სახე შექმნილი. ალექსანდრე წუწუნავას ფილმ “ვინ არის დამნაშავე?” -ში (1925წ.) კი მისი შესრულებული ფატის სახე საუკეთესო მსახიობურ მიღწევად ითვლება ქართული კინოს ისტორიაში.

კარიერაში წინსვლის, უდიდესი პოპულარულობის და თავბრუდამხვევი წარმატების პარალელურად მისი პირადი ცხოვრებაც იცვლებოდა. იგი შეხვდა თავის პირველ მეუღლეს მერაბ ვაჩნაძეს, რომელმაც შვიდი კლასის დამთავრებისთანავე ცოლად მოიყვანა მშვენიერი ნატო და შეეძინათ პირველი შვილი თენგიზ ვაჩნაძე. ოჯახი მალევე დაინგრა და ნატოს კარიერის წინსვლასთან ერთად ცხოვრებამ, ახალი განუმეორებელი, ულამაზესი და ბობოქარი (თუმც, სამწუხაროდ ტრაგიკული) სიყვარული აჩუქა. ნიკოლოზ შენგელია და ნატო ვაჩნაძე ერთმანეთს 1927 წელს “გიულის” გადაღებებზე დაუახლოვდნენ. თანამშრომლობა სიყვარულში, სიყვარული კი ლამაზ ოჯახში გადაიზარდა. Continue reading

ლუმიერის სინემატოგრაფი

მაყურებლის წინაშე წარსდგომამდე კინოს თავისი ისტორია ჰქონდა.

მას საფუძველი ჩაუყარა ბელგიელმა მეცნიერმა ჯოზეფ პლატომ, 1832 წელს. იგი მექანიკურ აპარატში (ტაუმატროპში) სხეულის მოძრაობას აკვირდებოდა. ამ დაკვირვებებიდან 20 წლის შემდეგ, პლატომ ტექნიკურად გაუმჯობესებულ ხელსაწყოში ნახატები გაუშვა. ამავე წელს ჟ.დიუბოსკმა ნახატები მოძრავი ფოტოგრაფიით შეცვალა.

1870 წელს ჟიულ მარემ, პარიზის ჰოსპიტალის ექიმმა და ფიზიოლოგმა, ფოტოგრაფიული თოფი გამოიგონა, რომლითაც წამში ათ ფოტოს იღებდა. 1885 წელს, მარემ პირველად ჩაატარა კინოგადაღება, კოჭზე დახვეული ქაღალდის გრძელი ფირით და თავისი გამოგონება საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა. ცოტა ხანში კი, ქაღალდის გრძელი ფირი, პერფორირებული ცელულოიდის ფირით შეცვალა, რაც თითქმის არაფრით არ განსხვავდება დღევანდელი კინოფირისგან.
1889 წელს მარემ და მისმა ასისტენტმა დემინომ, პირველად წარმოსახეს ეკრანზე ხმოვანი გამოსახულება. ადამიანის თავი ახლო ხედით, რომელიც ამბობდა “გაუმარჯოს საფრანგეთს” და “მე თქვენ მიყვარხართ”. Continue reading

პროტესტი

არ მოგწონთ ჩემი თვალები? მე ორმაგად ვეცდები დაჟინებით გიყუროთ!

არ მოგწონთ ჩემი ღიმილი? მე სიცილს დავიწყებ, ისე გავიცინებ როგორც უდაბურთა მისამართით იცინიან, ჩინნი სამხედროს მკლავზედ დაკრულნი…

ჰოი უბადრუკნო, ღვთისაგან შობილნო ნაძირალებო, მე მძულს თქვენი პირფერობა, თქვენი სიმხდალე, თქვენი აზროვნება ..

მე მძულხართ თქვენ, ყველა თქვენი ტყუილის და ცრუპენტელობის გამო, მძულს ყველა ეპოქა, ყველა დროება-რომელშიც თქენნაირი შარლატანები დაიარებიან!!

ამოება? სიღრმისეულად ჩაწვდომილ არსთა, ამაოებათაგან, ყველაზე დიდი ამაოებანი ხართ თქვენ ….
თქვენ ხართ მონები, ამპარტავნები, ქედმაღლები, საცოდავები, ფულზე შეყვარებული Continue reading

უბრალოდ ლექსი

ჩემში ბევრი რამ იწონებს თავს,
თქვენ ალბათ თითქმის არ მოგწონთ ეს,
Я хочу выпить чашку за вас,
и прямо сейчас и Прямо Здесь,

მოცარტი აჟღერებს მის ჰანგებს როს,
მეც ამამღერებს, მისი დუმილის თქმა,
и легко идет на щеку слез,
безумно хочется живем чтоб стать,
წუთები წაიღებს წამებში წლებს,
წლები კი წაიღებს ჩვენთან მის ქნარს,
საწყისი არ აქვსო თურმე ამ წრეს,
მანახეთ ვინ თქვა всего лишь раз?!
ეხლა გავჩერდები, დავხუჭავ თვალს,
თქვენ არ იღელვებთ იცინებთ ბევრს,
я жи ни хотел ваш раздражать,
no остановлю говорит бред … posted by bebe iosebath