რა ჩავიცვათ ახალ სეზონზე?

გაზაფხული დადგა ჩვენს მშვენიერ დედაქალაქში. მართალია ქარი ქრის და მზეც ძლივსღა ბჟუტავს, მაინც ვგრძნობ იმ სურნელს თავბრუს რომ ახვევს ადამიანს და ქუჩისკენ იზიდავს. თითქოს მზე გარეთ გიხმობს და გეუბნება: მალე დავაცხუნებ!!! მალე გაგითბობთ გაყინულ სულებს!!! თქვენც გრძნობთ არა??? მალე გაზაფხული ძალებს მოიკრებს და გაბატონდება. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია სათანადოდ მოვემზადოთ ტანისამოსის შემოსაძარცვად. დავიკლოთ დაგროვილი კილოგრამები და გარდერობის განახლებაზეც ვიფიქროთ.
პოსტი ამ სეზონის “მოდური” ფერების და აქსესუარების შესახებ

მაისურები

პირველ რიგში ამოვქექოთ ფერად-ფერადი მაისურები. თუ ფინანსები არ გვიწყობს ხელს ახლის შესაძენად, შეიძლება გამოვიყენოთ ძველი მაისურები და განვაახლოთ სამკაულებით, ქამრებით, ბროშებით. მოკლედ აქსესუარებით. ასევე თუ მოხერხებულობას არ ვუჩივით, შეგვიძლია დავაქარგოთ ბისერის ყვავილები, წრეები, გულები – თქვენი ფანტაზიით და სურვილისამებრ! აქტუალურია ის რაც მოგვწონს, გვიხდება და გვაქვს ბოლოსდაბოლოს. მთავარია სამოსი კარგად მოვირგოთ ტანზე და თუნდაც 2 წლის წინანდელი მაისური კარგად შევნიღბოთ აქსესუარებით.

ჟაკეტი VS პიჯაკი

ასევე უნდა ვიზრუნოთ ლამაზ ჟაკეტებსა და ორიგინალურ პიჯაკებზე. მთავარია კომფორტულად იგრძნოთ თავი და მოიხდინოთ ის რაც გაცვიათ. ხოდა თუ ფინანსების გამო არჩევანი საერთოდ არ გაქვთ (ჩემსავით) ,გული არ გაიტეხოთ… კარგად დავიწყებული ძველი ხომ იგივე ახალია??ხოდა კარგად გადაქექეთ გარდერობი 2-3 წლის ჩაუცმელ ჟაკეტებსა და პიჯაკებში ისევე კარგად იგრძნობთ თავს, როგორც ახალში:( შეჰმატეთ ახალი შტრიხი. მაგალითად: გადაკეცეთ პიჯაკის სახელოები და ორიგინალური ნაჭრით გააფორმეთ. ?

ელასტიკი, (დახეული) ჯინსები, შორტები, ბრიჯები

თქვენი გემოვნების და სურვილისამებრ. მე უპირატესობას ვანიჭებ ელასტიკებს და ჯინსებს, თუმც ხანდახან შორტებზეც არ ვამბობ უარს.


სარაფნები, ქვედაბოლოები, ფრიალა კაბები

ძალიან მომწონს სამოსის ზემოთ ნახსენები სამივე სახეობა. რააა იმაზე მიმზიდველი, ვიდრე კარგად გარუჯულ სხეულზე მომდგარი სარაფანი??? თუმცა ამაზე მოგვიანებით, ეხლა ძალიან გავიჭერი ოცნებებში….

აქსესუარები

აქსესუარებზე შემიძლია დაუღალავად გეჭორავოთ. ვგიჟდები ისე მიყვარს აქსესუარის ყველა სახეობა და იმდენი მაქვს სარკეზე და კედლებზე ტევა აღარ არის. ქამრები, ჩანთები, სათვალეები,საათები, ფეხსაცმელები, ბეჭდები, საყურეები, მძივები… ეს სიგიჟეა.. შეგვიძლია მთელი კვირა სრულიად სადა, პატარა შავი კაბა ვატაროთ, მაგრამ აქსესუარების წყალობით ვერავინ ვერასოდეს მიხვდეს, რომ ჩვენ სამოსის გარდა ყველაფერი შევცვალეთ. სწორედ ამიტომ, როდესაც შოპინგის ფული არ მყოფნის ვყიდულობ მძივებს და ვაკეთებ ულამაზეს სამკაულებს საკუთარი ხელით.
.

Advertisements

14 thoughts on “რა ჩავიცვათ ახალ სეზონზე?

  1. ერთი სული მაქვს ბერტელების დრო მოვიდეს, ჩემთნ კიდევ კარგად გრილა ასე, რომ ველოდები.. ველოდებიიი :))))

    • როგორ არ გასვულვარ :დ ჩემთნ არაა მეთქი გეუბნები და დამიჯერე, თან ცოტა დილისკენ ვიყავი :))

      • მე რომ თბილისში არ ვცხოვრობ? :/ კსტაწი, იცი ეგ?:დ

      • უიიი მთლად შორს ყოფილხარ აქედან… ზატო ზაფხულში მანდ რა კარგი იქნება წარმომიდგენია. აქ იწვის უკვე ყველაფერი და…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s