ცირკი

ნეტავ თუ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცირკი არ უყვართ? საცირკო წარმოდგენები ერთადერთია სადაც დიდი თუ პატარა სიამოვნებით მიიჩქარის…

პოსტი საცირკო წარმოდგენათა ყოვლიშემძლეობის შესახებ!!!

ანუ უკვე მიხვდით , რომ დღევანდელი დღის ნახევარი თბილისის განახლებული საცირკო დარბაზში გავატარე.  (რა თქმა უნდა, როგორც მაყურებელმა),  სანახაობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ასეთი ძლიერი წარმოდგენა დიდი ხანია არ ღირსებია ჩვენს ცირკს, ზევიდან რომ დასცქერის მთელს ქალაქს.

ვიზუალური და მუსიკალური ეფექტები,  ულამაზესი გოგო-ბიჭები,  ურთულესი და სიცოცხლისთვის სახიფათო ტრიუკები.  საყვარელი და ძალზედ ჭკვიანი ძაღლები,  საოცრად გაწვრთნილი და მხიარული დათუჩები.

მოკლედ 3 საათის განმავლობაში ვიჯექი გაშტერებული და მივჩერებოდი სანახაობას!!! ბოლო ნაწილი კი მართლაც ძალზედ სახიფათო და შოკისმომგვრელი იყო.

თვალწინ ჩემი ბავშვობის დროინდელი წარმოდგენები დამიდგა –  არა,  აშკარად შეიმჩნევა პროგრესი…

ცირკი უკვე ხელოვნების დონემდეა აყვანილი,  21 საუკუნეში მაყურებლის მოსაზიდად მხოლოდ ჯამბაზის ოინბაზობა არ  კმარა, დღეს სასწორზე სიცოცხლეს დებს აკრობატი, რათა ჩვენ ვისიამოვნოთ. ხოლო ტრიუკები და ფოკუსები უბრალოდ ჯადოქრობას ემსგავსება.

თვალები ცრემლებით მევსება – გული მიჩუყდება და ბავშვობას მივტირი.. ყველა იცინის მე კი დაბეჩავებული დათვები მეცოდება. მათი ადგილი უკიდეგანო ტყე-ღრეშია, თუმცა ჩვენს გასაცინებლად გაწვრთნილნი, ველოსიპედის ბორბლებს გულმოდგინედ ატრიალებენ და მათრახის დაკვრის შიშით (თუ პირის ჩატკბარუნების სურვილით) ტაკუნებსაც გულმოდგინედ აქიცინებენ აჭარულის ჰანგებზე. ყველა იცინის, მხიარული და ბედნიერი ბავშვები თვალს ვერ აშორებენ სანახაობას. მე კი მალულად მოვიშორე ცრემლი და გავიღიმე – ყოვლისშემძლეა ცირკი ხან გაგაცინებს, ხან აგატირებს.
მე გული ამიჩუყდა და ავტირდი, ისე კი ნუ გამოტოვებთ ამ სანახაობას.. . ჩაჰკიდეთ ხელი თქვენს ირგვლივ მყოფ პატარას და გაუღეთ ცირკისკენ მიმავალი ჯადოსნური კარები…

2 thoughts on “ცირკი

  1. ვერაფრით ვურიგდები ცირკს ცხოველების გამო. მომკალი და მოკლე კაბაში გამოწყობილი დათვი უბრალოდ არაადექვატური კი არა, გულისამრევიც კი მგონია.

    სამაგიეროდ ეკვილიბრისტები, ჯამბაზები, მოჯირითეები, ილუზიონისტები, ჟონგლიორები… საათობით შემიძლია ცქერა. ბავშვობიდან მიყვარს ასეთი ცირკი. ჰო, კიდევ ორკესტრი. ჩემ დროს ცოცხალი ორკესტრი უკრავდა ბათუმის ცირკში, სადღაც ჭერში, ბრჭყვიალა ინსტრუმენტებით და თეთრი უნიფორმებით, თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი ხოლმე (ნუ, თავ ვუსმენდი კიდეც). ბოლოს რომ ვნახე, ერთი კაცი იდგა მხოლოდ, იონიკით. გული დამწყდა.

    • ცხოველების გამო არ მომწონს თორემ დნარჩენი მართლა კარგია, აი ცხოველს რა ესაქმება ცირკში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s