წახემსება – მავნე ჩვევა

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში , ნებისმიერ (ნუ, თითქმის ყველას) ადამიანს ძალიან უყვარს წახემსება. როგორც მარილიანი ისე ტკბილი საუზმეულით. სიმინდის ბურბუშელა, ჩიპსები, კრეკერები, ფუნთუშები, ღვეზელები. ფინჯანი ყავა და ტორტის ნაჭერი კი თავისებური ტრადიციაა, რომელსაც საჭორაოდ შეკრებილ დაქალთა საზოგადოება არასოდეს დაარღვევს.

კვებათა შორის რაიმეს შეჭმის (ისეთივე მავნე ჩვევაა, როგორც სიგარეტის მოწევა ან ალკოჰოლური სასმელის მიღება.) ჩვევას ადამიანი ბავშვობიდანვე იძენს. პატარას დაბადებისთანავე ვაიძულებთ ჭამოს იმაზე მეტი, ვიდრე სურვილი აქვს, რომელიც ჩვევაში ყალიბდება და ვინარჩუნებთ მოზრდილ ასაკშიც, რაც საგრძნობლად ვნებს ჩვენს წონას და ჯანმრთელობას. შენ შემეკამათები:

მაგრამ მე არ შემიძლია, სულ ცოტა მაინც, რომ არ წავიხემსო-ეს ენერგიას მაწვდის!

ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვიკვებებით რაფინირებული, უჯრედისით ღარიბი და შაქრით გაჯერებული პროდუქტებით. მაგალითად ჩვენი უმეტესობა დილას იწყებს ფინჯანი ყავით და ბუტერბროდით, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ენერგიის დროებით მოზღვავებას, ესეთი საუზმე სწრაფად გადამუშავდება და სისხლში შაქრის დონე მალე ეცემა, რის გამოც ვითარდება სისუსტე, დაღლილობა და მცირდება შრომისუნარიანობა. ვგრძნობთ, რომ სასწრაფოდ უნდა წავიხემსოთ, მორიგი ტკბილი სასმელით და საუზმით!

და ყველაფერი მეორდება მოჯადოებულ წრეში

ხოლო ვინც მიირთვა დილით ერთი თეფში ფაფა ჰერკულესი, ბრინჯი, წიწიბურა, დააყოლა 1-2 ვაშლი და ა.შ. ის მთელი დღის განმავლობაში ენერგიის სტაბილური დონით იქნება უზრუნველყოფილი.

გამოსავალი?

დღის განმავლობაში წახემსება- მხოლოდ და მხოლოდ ჩვევაა. თუ საკვების მიღების ძირითადი მომენტები-საუზმე, სადილი, ვახშამი-რეგულარული გახდება და სწორად შერჩეული პროდუქტებისგან შედგება, ჩვენ ალბათ არ გაგვიჩნდება მათ შორის წახემსების სურვილი.

ხოლო თუ მაინც ვერ ვძლევთ უდროო დროს წახემსების სურვილს დავლიოთ ერთი ჭიქა წყალი. მასში არ არის კალორიები და არც გადამუშავებას საჭიროებს. ის უბრალოდ გაივლის კუჭ-ნაწლავს და კარგად გარეცხავს ირგვლივ ყველაფერს.

თუ ეს ცოტა მოგეჩვენებათ შეჭამეთ ხილი ან ბოსტნეული, მცირე რაოდენობით. ყველაზე უკეთ საკვების მიღების ძირითად მომენტებს შორის, რაიმეს შეჭმის სურვილს დაგაძლევინებთ იმის გააზრება, რომ ამ გზით თქვენ უფრო გაჯანსაღდებით და თქვენი სხეულიც მეტ მომხიბვლელობას შეიძენს მომავალი საზღვაო სეზონისთვის. რაც უფრო ადრე დავიწყებთ მზადებას შედეგი, მით უფრო დამაჯერებელი იქნება.

One thought on “წახემსება – მავნე ჩვევა

  1. Pingback: ჭარბი წონა ბავშვებში | საინტერესო ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s