ჩემი ხელით შექმნილი…

უპირველეს ყოვლისა მინდა მოგახსენოთ, რომ სამკაულების დიდი მოყვარული გახლავართ. განსაკუთრებით მხიბლავს ხელნაკეთი ბიჟუტერია, ხოლო ეს უკანასკნელნი თუ ჩემივ საკუთარი ხელითაა შექმნილი, სიყვარული პირდაპირ თვითკმაყოფილებაში გადადის. ასევე დავძენ შენი გემოვნების სამკაულის საკუთარი ხელით შექმნა და ტარება, უფრო მეტ სიამოვნებას და თავდაჯერებულებას გმატებს, ვიდრე უბრალოდ სადმე მაღაზიაში ნაყიდი სამკაული.

სიტუაცია: სადაც ბევრი ხალხია და რამდენიმე გოგონა, აუცილებლად აღფრთოვანდებიან ჩემი მორთულობით და როდესაც სიამაყით გამოვაცხადებ , რომ ჩემი ხელი შექმნილი სამკაული მამშვენებს, ოვაციები და კომპლიმენტები სიამაყით მავსებს.

<!–

სარგებელი: ის არის რომ ცნობილი დიზაინერის სამკაულებისგან განსხვავებით, ძალიან ცოტა თანხა ჯდება, ყოველთვის გამოვიყურები მოდურად , ორიგინალურად და გამორჩეულად – საკუთარი თავისთვის ექსკლუზიურად დამზადებული ნივთებით.

თქვენთვის: თუ ასევე მოდური ბიჟუტერიის მოყვარული ბრძანდებით შეგიძლიათ გადაავლოთ სამკაულების დამზადების პროცესში გადაღებულ ფოტოებს თვალი, შეიძინოთ საჭირო მძივები და თავადაც გახდეთ ხ ე ლ ო ვ ა ნ ი. დიახ,
სამკაულების დამზადება, ნამდვილად ხელოვნებაა. ვინაიდან და რადგანაც მასალა საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომია, დიზაინერების შექმნილი ხელნაკეთი სამკაული კი ძვირი.

დასკვნა: ისინი ყიდიან იდეას (ანუ უკვე შექმნილს და დამზადებულს),

თუ: გაქვს ამბიცია რომ იდეების ნაკლებობას არ უჩივი
თუ: გიზიდავს ფერად-ფერადი, ულამაზესი სამკაულები
ან უბრალოდ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, გაგიჩნდა სურვილი შენი დამზადებული სამკაული ატარო…

არ გადადო, ეს არც თუ ისე ადვილი, მაგრამ სასიამოვნო და საინტერესო პროცესია, შედეგი კი მართლაც ღირს ცდად!

12 thoughts on “ჩემი ხელით შექმნილი…

  1. მე თიხით ვაკეთებდი. თავიდან ტყიპნა უფრო იყო. მერე ხელი მიმეჩვია და ”დამეხვეწა”. 🙂
    დიდი ხანია აღარაფერი გამიკეთებია ისე… ამ პოსტმა მომანდომა რომ ისევ დავიწყო.. 🙂 ძალიან ლამაზი ნამუშევრებია

    • მადლობთ, ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ. კიდევ დავდებ პოსტებსდა სურათებს ამ სერიით.ჩემი უსაყვარლესი საქმიანობაა და მარტლაც ძალიან ბევრი ლამაზი სამკაული მაქვს!!!

      • აუცილებლად დადე 🙂
        ისე ხელსაქმე ძალიან კარგი ანტიდეპრესანტია, ცუდია რომ დრო აღარ მრჩება და ცოტა მივივიწყე…

  2. ძალიან ლამაზია მეც მომეწონა, მეც ვაკეღთებ ხოლმე აქსესუარებს ოღონდ თექით თექა არ გიცდია ძალიან საინტერესო იქნებოდა

    • ki tekitac vamzadeb sharfebsac, samkaulebsac … kudi da bachiebi ver vistavle torm danarchens yvelapers bvaketebn tekit, ver movicale torem erti egeti postic unda gavamzado. xelsakme chemi cxovrebis hobia.

    • არ ვიცი,ან რა მნიშვნელობა აქვს.უკვე დამზადებულს იყიდი და ეგაა

Leave a comment