ცხოვრების ამაოების შესახებ…

რატომ გრძნობ გულის სიღრმეში უცნაურ სიცარიელესა და იმედგაცრუებას?
რატომ არასოდეს არ ხარ კმაყოფილი საკუთარი მიღწევებით, გარეგნობით, სამოსით, მატერიალური მდგომარეობით?-ეს ალბათ ადამიანთა მოდგმის დაუწერელი კანონია.

შეგიძლია წარმოიდგინო ჩემპიონი უამრავი რეკორდებისა, რომელიც კიდევ ერთ რეკორდზე არ ოცნებობდეს?
ან მდიდარი მწერალი, რომელსაც აღარ სურს კარგი წიგნის დაწერა?
ან ბიზნესმენი, რომელსაც არ იტაცებდეს სურვილი კიდევ ერთი სარფიანი კონტრაქის გაფორმებისა? -როგორც ჩანს ადამიანები არასოდეს არიან კმაყოფილნი, საკუთარი ცხოვრებით.

ხშირად განვიცდით სტრესსა და დაძაბულობას, იმედგაცრუებას, ტკივილს და უიმედობას. ჩვეულებრივი ცხოვრებისეული განსაცდელი ხდება სატყუარა, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მიმართ-რაც მოგგვრის თუნდაც წუთიერ თავდავიწყებას.

ყოველ საბოოლოდ დაცემულ ლოთზე მოდის მრავალი დაფარული ლოთი, ისინი არ გორავენ ქუჩაში, რადგან სამსახურის ან პირადი მანქანით პირდაპირ შინ მიჰყავთ.

ქუჩის ყოველ ნარკომანზე მოდის უამრავი ცნობილი, საქმიანი და რესპექტაბელური ადამიანი, რომელიც ყლაპავს აბებს , რათა თავისი ცხოვრების სიცარიელე შეავსონ. მაგრამ ცხოვრების სიხარული არც აფთიაქში იყიდება და არც ბოთლის ფსკერზე მოიპოვება.

როგორ მოვიპოვოთ ცხოვრების სიხარული? როგორ ვისწავლოთ სიცოცხლისგან სიამოვნების მიღება???
ჩემს გარშემოა უამრავი ადამიანი, ყოფითი პრობლემებით, რომლებმაც ხანდახან ისიც არ იციან რა აჭამონ ხვალ საკუთარ შვილებს. მათ არ აქვთ ევრორემონტიანი ბინები, თანამედროვე ტექნიკა და პრესტიჟული ავეჯი. თუმცა ასეთ ოჯახებში ბინადრობს ბევრისთვის დავიწყებული ცნებები: სიყვარული და ოჯახი! ცოლ-ქმარი, რომელიც უსიტყვოდ უგებს ერთმანეთს და ბევრი საოცარი ბავშვი, რომელთა ყურებაც აიოლებს მათ ყოველდღიურ ბრძოლას არსებობისთვის.

ალბათ ამ ადამიანებმა იციან რაღაც საიდუმლო…
როგორ იყვნენ ბედნიერები და დატკბნენ ისეთი ცხოვრებით როგორიც აქვთ…
არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში მატერიალური კეთილდღეობის არ ქონის გამო…

მეც მინდა ჩავწვდე ამ საიდულმოს და ვისწავლო ცხოვრება რეალობაში, სადაც სასოწარკვეთის, დეპრესიის, ალკოჰოლის და ნარკოტიკების ადგილი არაა..
სადაც ადამიანები უბრალოდ ბედნიერები არიან, სადაც ცხოვრება არაა ამაო, სადაც სიყვარული ჯობნის სიძულვლის, სადაც ერთგულება ამარცხებს ღალატს, სადაც ყოველი გათენება გიხარია.

მე მინდა, თქვენ???

Advertisements

2 thoughts on “ცხოვრების ამაოების შესახებ…

    • იმედია ვისწავლით ოდესმე… მაოცებენ პოსტში აღწერილი ადამიანები მაგრამ ისინი მართლა ბედნიერები არიან.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s