შორტები

მართალია ჯერ კიდევ რამდენიმე კვირა დარჩა, სანამ ბოლომდე შემოვიძარცვავთ სამოსს და კარგა ხნით დავივიწყებთ თბილ ქურთუკებს (ამოვიდა ყელში რაა ), სვიტრებს, ჩექმებსა და ქუდებს, მაგრამ მზის დანახვამ გული ამიფანცქალა და წინასწარ ავაწრიალე ინტერნეტ სივრცეები, რათა გამეგო მოდის საგაზაფხულო ტენდენციების შესახებ. იმ დასკვნამდე მივედი რომ, შორტები ყოველთვის იყო, არის და იქნება, გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამოსი. ძალიან მიხარია, რომ ამ მოდურმა ტენდენციამ ბოლო წლებში საქართველოშიც მყარად მოიკიდა ფეხი. ვინაიდან და რადგანაც ეს ერთადერთი საკუთარი ხელით იოლად შესაქმნელი სამოსია…

ჩემი საყვარელი სტილი შორტებთან ერთად...

ჩემი საყვარელი სტილი შორტებთან ერთად...

ახალი სეზონისთვის ალბათ უკვე გადახედე შენს გარდერობს: დაგიძველდა ჯინსი? ან თუნდაც ტილოს შარვალი? მოგბეზრდა და აღარ მოგწონს? მაშინ სულ იოლი საქმეა: გადაჭერი შენთვის სასურველ სიგრძეზე, გადაკეცე ორჯერ და სეზონის აქტუალური და მოდური სამოსიც მზადაა, მოძულებული ჯინსებისგან.

შორტებით შეგვიძლია შევქმნათ, როგორც ყოველდღიური და სპორტული, ასევე კლასიკური და დახვეწილი სტილი, საკუთარი გემოვნების მიხედვით რა თქმა უნდა.

რა არის ზაფხულში იმაზე მშვენიერი ვიდრე გარუჯული ფეხები და შორტები?

სელებრითებსაც უყვართ...

ასე გამოწყობილი სამსახურშიც კი წახვალ


ლამაზია არა? მე მომწონს..

პოსტის ბოლოში ავღნიშნავ, რომ შორტები რომ მოირგო და მოიხდინო, სულაც არაა აუცილებელი მოდელის აღნაგობა და იდეალური სხეული გქონდეს. უბრალოდ შეარჩიე შორტის სიგრძე და თარგი შენი აღნაგობის მიხედვით.

1) თუ სავსე ფორმებით გამოირჩევი შეგიძლია აარჩიო მუხლამდე ზომის, თავისუფალი თარგის შორტები- რომელიც თქვენს ფეხს გამოაჩენს უფრო თხელს და მაღალს ვიდრე სინამდვილეშია.
(მეც მაქვს ამ სტილის შორტები და ზამთარ-ზაფხულ მაცვია. ეს რჩევა ნამდვილად სწორია, საკუთარი გამოცდილებით ვამბობ)

2) თუ ძალიან გამხდარი და დაბალი (მინიატურული) ხარ-მაშინ შეგიძლია ჩაიცვა მაქსიმალურად მოკლე ზომის, ირიბად აჭრილი შორტი, რომელიც ფეხს უფრო მაღალს და ლამაზს გამოაჩენს, ვიდრე სინამდვილეშია.

3) თუ ძალიან მაღალი და გამხდარი ხარ ყურადღება მიაქციე შორტის თარგს. იგი არც ძალიან მომდგარი უნდა იყოს ტანზე და არც ზედმეტად თავისუფალი. სიგრძეც მუხლის ზემოთ უნდა მთავრდებოდეს, რათა ვიზუალურად უფრო მაღალი და გამხდარი არ გამოჩნდეთ.

ძალიან მომწონს, თუმც იშვიათად ვიცვამ ასე...




10 thoughts on “შორტები

    • უღრმესი მადლობა საყვარელო, დამწყებისთვის ეს კომპლიმენტი ფრიად მნიშვნელოვანია🙂

  1. მე ის მომეწონა, რომ მაგალითად ამ პოსტში საინტერესოდ და გემოვნებით არჩეული ფოტოები გაქვთ და პოსტებიც კარგად იკითხება ^^

    • დიდი მადლობა… ესე იგი ჩვენ ერთნაირი გემოვნება გვქონია, მავანს შეიძლება არ მოეწონოს:)

    • კომფორტულია, განსაკუთრებით თუ ძალიან ცხელა… ძალიან მალეეეე…..

  2. Pingback: ზაფხულის ჰიტი-სარაფანი | საინტერესო ბლოგი

  3. Pingback: ზაფხულის ჰიტი – სარაფანი | საინტერესო ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s