სახლი

სადაც გავიზარდე.
გავატარე ბედნიერი ბავშვობა.
ყველაზე ლამაზი და თბილი წლები, რომელიც ადამიანს მუდამ ამახსოვრდება.
სადაც მუდამ ჟრიამული და მხიარულება იყო…
არასოდეს ილეოდა სტუმარი და მეგობარი…
სკოლიდან თუ უნივესიტეტიდან დაბრუნებულს მუდამ მელოდა გემრიელი სადილი და მომღიმარი დედა.

დღეს კვლავ ავირბინე კიბეები, გული საშინლად მიძგერს, მე ხომ იქ აღარავინ მელოდება…
ჩემი სართულის კედლებს კვლავ ამშვენებს ჩვენივე შესრულებული შედევრები, ჩემი დების სახელები.

აი, გულმოდგინედ დავთვალე საფეხურები (ეს საშინელი ჩვევა ბავშვობიდან მომყვება და ყველა კიბის საფეხურს, სადაც კი ოდესმე ავივლი თუ ჩამოვივლი გამუდმებით ვითვლი) კარებთან წამით შევჩერდი. თვალწინ გადამირბინა ყოველმა დღემ, რაც კი ამ სახლში გამიტარებია… სახლში… შინ… ეხლა ჩემი შინ, სულ სხვაგანაა, ბევრად უკეთესი და ბევრად კომფორტული.
მაშ რატომ მიპყრობს საშინელი სევდა???
ზარს ვრეკავ და კარებს სულ სხვა ადამიანი მიღებს, გაოცებული მეკითხება ცუდად ხომ არ ხარო. ეტყობა სახეზეც ამესახა წუთიერი სისუსტე. სახლში შევდივარ…

შესულხართ საყვარელ სახლში სადაც უცხო ადამიანები ბინადრობენ???

რატომღაც მგონია დაფი შემეგებება მხიარული ყეფით და კუდის ქიცინით…
დედიკო გამოვა სამზარეულოდან, და გულში ჩამიხუტებს…
მერე ჩემი დები გამოვარდებიან ჩხუბითა და აყალ-მაყალით…
მამიკო ისევ დაბრუნდება ძველებურად სამსახურიდან… და ყველა ერთად ვიქნებით როგორც უწინ!
მე კი ისევ სასურველი სტუმარი ვიქნები სახლში, სადაც ყველაზე ლამაზი წლები გამიტარებია…

“უცხო” კი შემომცქერის და რაღაცას ანგარიშობს, თანხას მაძლევს და ელოდება, როდის წავალ სახლიდან…
ჩემი ადგილი აქ არ არის…
ფეხზე ვდგები და ოთახებს ვათვალიერებ. მეუცხოვება ყველაფერი, “სხვებს” თავის გემოზე დაულაგებიათ… თითქოს სახლში ვარ და არც ვარ სახლში…

ეჰ, ცხოვრების ბედნიერი მოგონებებო… როგორ არ ვაფასებთ იმას, რაც ჩვეულბრივ ისედაც უნდა გვქონდეს, მაგრამ აღარ გვაქვს და ვხვდებით ბედნიერება ცხოვრების ჩვეულებრივობაშია…

სახლიდან გავდივარ და გული მეწურება, გქონიათ ისეთი გრძნობა თითქოს გულზე ხელი მოგიჭირესო?
ძნელია იყო ძლიერი, თუმც სისუსტის უფლებაც რომ არ მაქვს?

7 thoughts on “სახლი

  1. tam exla deme davadzine saxlshi saocari sichume da sicynarea,iseti, ragac uchveulo chemi saxlistvis, mshvidad gadavikitxe sheni postebi da am postma dzaan imoqmeda chemze,gamaxsenda chveni bavshvoba,bavshvoba romelic am saxltan mchidro kavshirshia,roca dzalian lagebi da udardelebi viyavit da erti camitac ki ver carmovidgendit dgevandel situacias..xoda zustad exla ganvicade is grdnoba rac shen axsene postshi “titqos gulze xeli mogichireso” .. tumcaga chemo usayvarleso da umsoflioesoo🙂 cxovreba grdzeldeba..kidev bevri lamazi dge gelodeba shens tbil da tkbil ojaxtan ertad gasatarebeli… miyvarxar uzomod da arasodes misce shens tavs modunebis ufleba,shen xom dzlieri pirovneba xar !!!

  2. Pingback: მ ა ლ ე | საინტერესო ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s