პროტესტი

არ მოგწონთ ჩემი თვალები? მე ორმაგად ვეცდები დაჟინებით გიყუროთ!

არ მოგწონთ ჩემი ღიმილი? მე სიცილს დავიწყებ, ისე გავიცინებ როგორც უდაბურთა მისამართით იცინიან, ჩინნი სამხედროს მკლავზედ დაკრულნი…

ჰოი უბადრუკნო, ღვთისაგან შობილნო ნაძირალებო, მე მძულს თქვენი პირფერობა, თქვენი სიმხდალე, თქვენი აზროვნება ..

მე მძულხართ თქვენ, ყველა თქვენი ტყუილის და ცრუპენტელობის გამო, მძულს ყველა ეპოქა, ყველა დროება-რომელშიც თქენნაირი შარლატანები დაიარებიან!!

ამოება? სიღრმისეულად ჩაწვდომილ არსთა, ამაოებათაგან, ყველაზე დიდი ამაოებანი ხართ თქვენ ….
თქვენ ხართ მონები, ამპარტავნები, ქედმაღლები, საცოდავები, ფულზე შეყვარებული ღორები! მენაგვეები -პირისპირ მდუმარე და ზურგს უკან მოუბარი ენებით, ჭორიკნები,

ქვემძრომები, და მოჰიკანები, თქვენ მხოლოდ სიძულვილის ღირსნი ხართ, არ მოგწონთ ჩემი ლაპარაკი? მე ორჯერ მეტს ვილაპარაკებ თქვენს უღირსობაზე!

გინდათ რომ გავჩუმდე? მე პირში გეტყვით ყველაფერს ცუდს, რომ არ ვარგიხართ და სხვებსაც აზიანებთ, რომ დამპალი ვაშლის როლს ასრულებთ ქვეყნად და არ ღირხართ კაპიკად, სიცოცხლედ არ ღირხართ!

მე ჭეშმარიტი გრძნობების არ მჯერა, რომელსაც მარადიულს უწოდებენ და ხშირ შემთხევაში ჩემზე ადრე კვდება..
ეს გამოგონილი სიტყვები, გაცვეთილი ფრაზები, ო, როგორ მძულს და მეზიზღება გაგონებისთანავე..

თავისუფლები გქვიათ და ბორკილებს თავად იდებთ. ხალხო, თქვენ ხალხი გქვიათ განა???

მე მძულს ყველა, მძულს მაგრამ მე… მე მაინც ბედნიერი ვარ უბადრუკნო, უბადრუკნო ქვეყნისა და მსოფლიოს მასშტაბით, ალბათ ფიქრობთ თუ ვისზე ვწერ?? იქნებ შენზე? დიახ, დიახ შენზე! შენზე ვინც კითხულობ, იცი თუ რამდენი ცოდვა გადევს კისერზე და მაინც მშვიდად აგრძელებ კითხვას, ხედავ, რომ სისხლის მიმოქცევვა მატულობს ძარღვებში, სუნთქა გეკვრება, სიოს ნაზი ტალღები შოპენის მსუბუქ ჰანგებს ეგებება და ერთად ცეკვავენ… შენ ამ დროს გცხელა… იძაბები, თუმც მაინც აგრძელებ, მაინც მებრძვი, არ მნებდები, შენ! შენ უმეცარო, უსულდგმულო არასრულფასოვანო არსებავ, მე მძულს ვისაც შენ უყვარხარ და იავარვყოფ ყველას ვინც შენ გაღიარებს,
ხოლო თქვენ უბადრუკებო, იატაკის მწმენდავებო, დამცირებულნო თქვენ მე დამემორჩილებით და შემიყვარებთ ჩემი აზრებით… მიმიღებთ და დამაფასებთ! და იცით რატომ?

მე სინამდვილეში სახელი მაქვს, მე კრიტიკა მქვია, მე საღი აზრი მერქვა და სახელი გადამარქვეს, მე გამაჩუმეს და ბნელ ოთახში გამომკეტეს, მე მომკლეს და დამმარხეს, თუმცა ჩემი აჩრდილი მუდამ თან სდევს ყველას..

გინდათ რო შემიძულოთ? ამას რაც უფრო ბევრჯერ ეცდებით, მე მით მეტად შემიყვარებით, იმიტომ რომ მონები ხართ… ჩემი მონები!!

posted by bebe iosebath

17 thoughts on “პროტესტი

  1. ნამეტანი აგრესიული პოსტი გამოიყვანე.
    გაგაბრაზეს აშკარად თამუნა, თან მაგრად!

    • ბებესია – ჩემი დის… და რომ დაწერა ძალიან იყო გაბრაზებული… მოიცა არაა მისახვედრი, რომ ამ კატეგორიაში ბებეს ნაწერები იქნება?

      • მისახვედრი როგორ არაა ჩვენი გუშინდელი საუბრის შემდეგ.

        მაგრამ გაბრაზების უფლება შენც ხომ გაქვს? ხოდა ამიტო ჩავთვალე რომ შენი იყო

  2. და ამ ლოგიკით თუ მის შეყვარებას შეეცდება ის “მონა” შეიზიზღებს მას?:დ
    თუმცა მესმის, კატა ცხოველია და ყველა ცხოველი კატა არაა: )

  3. ჰმ…. კარგი პოსტია , ზუსტად ასახავს რეალობას , ვიღაც ჩემზე უკეთესად ანთხევს ბოღმას და თანაც ზუსტად იმ მისამართით საითაც საჭიროა 🙂

      • არა, მითითებულია ავტორიც. მაგრამ მე ძალიან მომწონს, თუმცა არ ვეთანხმები.

      • აჰა , გასაგებია , ვეთანხმები კი არა ჩემი სათქმელი თქვა ფაქტიურად 🙂 ოღონდ გაცილებით უკეთესად ვიდრე მე ამას ვახერხებ 🙂

      • ხო, იცი შეგიძლია უხეში სიტყვები არ გამოიყენო და ეფექტი უფრო მძაფრი მიიღო. სხვა დროს ბოღმა რომ მოგაწვება გაითვალისწინე და პოსტიც უფრო ლამაზი გამოვა. ხომ ხედავ სულ არ არის ლანძღვა-გინება და ეფექტი ბევრად უარესია:)

      • ვინც მიცნობს იცის რომ ჩემგან გინებას ყველაზე იშვიათად გაიგებს , ბოღმა მომაწვება კი არა თავად ვარ ბოღმა 😀
        ჩემი პოსტების სილამაზეზე არ მაწუხებს , უბრალოდ მინდა ვთქვა რისი თქმაც მინდა

      • შეგიძლია უფრო დახვეწილდ თქვა, მაგრამ თუ სულ ერთიია შენთვის და არც მკითხველის აზრი გაინტერესებს გაატარე და ეგააა…:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s