ლექსის ავტორი ღვთიური ნიჭითაა დაჯილდოებული, მე მომწონს მისი აზრები.. ფიქრები… მართალია, ის ჩემი დაა , მაგრამ ამ შემთხვევაში მე-მიკერძოებული არ ვარ!!!

ლექსს ვეღარ ვწერ, მიმატოვა მუზამ,
თავს ვეღარ ვწევ, ნეტავ, დარდს რას ვუზავ,

ფიქრები მაქვს, აღარა მაქვს გონი,
სიცოცხლე მაქვს და უსრულო ღონი,

სიკეთე მაქვს, მას კი მართმევს შური,
საჭმელი მაქვს, სხვას კი არ აქვს პური,

კანონი მაქვს – დაწერილი ქურდის,
სიმართლეს ცვლის, ხმა რომ ესმის ხურდის,

სამყარო მაქვს – დასცინიან სუსტებს,
გაგება აქვთ, როგორც იმ ძველ ჩუსტებს,

რომლებსაც, რომ გავარდნიათ ძირი,
და – რომლებსაც მიაქვთ ჩემი ჭირი,

ფული თუ აქვთ, არაფერი არ აქვთ,
არ აქვთ ფული, თავი მაინც გააქვთ,

და თუ ბედი, გარგებს ხვედრს მძიმეს,
სხვა შენს ხვედრზე, უმალ გაიცინებს,

დაგცინებენ წაიქცევი როცა,
დაიცლება შენთვის ყველა ბოცა,

თუ არ გაცვია ბოლო მოდის ”მარკა”,
შენი სიტყვა, სიტყვად აღარ ვარგა,

ესეთია- ეს ცხოვრება ჩვენი,
ესეთია ღვთისგან- ჩვენთვის ძღვენი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s