ლუმიერის სინემატოგრაფი

მაყურებლის წინაშე წარსდგომამდე კინოს თავისი ისტორია ჰქონდა.

მას საფუძველი ჩაუყარა ბელგიელმა მეცნიერმა ჯოზეფ პლატომ, 1832 წელს. იგი მექანიკურ აპარატში (ტაუმატროპში) სხეულის მოძრაობას აკვირდებოდა. ამ დაკვირვებებიდან 20 წლის შემდეგ, პლატომ ტექნიკურად გაუმჯობესებულ ხელსაწყოში ნახატები გაუშვა. ამავე წელს ჟ.დიუბოსკმა ნახატები მოძრავი ფოტოგრაფიით შეცვალა.

1870 წელს ჟიულ მარემ, პარიზის ჰოსპიტალის ექიმმა და ფიზიოლოგმა, ფოტოგრაფიული თოფი გამოიგონა, რომლითაც წამში ათ ფოტოს იღებდა. 1885 წელს, მარემ პირველად ჩაატარა კინოგადაღება, კოჭზე დახვეული ქაღალდის გრძელი ფირით და თავისი გამოგონება საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა. ცოტა ხანში კი, ქაღალდის გრძელი ფირი, პერფორირებული ცელულოიდის ფირით შეცვალა, რაც თითქმის არაფრით არ განსხვავდება დღევანდელი კინოფირისგან.
1889 წელს მარემ და მისმა ასისტენტმა დემინომ, პირველად წარმოსახეს ეკრანზე ხმოვანი გამოსახულება. ადამიანის თავი ახლო ხედით, რომელიც ამბობდა “გაუმარჯოს საფრანგეთს” და “მე თქვენ მიყვარხართ”.

ამავე პერიოდში პარიზის სანთლის ფიგურების მუზეუმში ემილ რეინომ ნახატების ოპტიკური თეატრი გახსნა. ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი, როგორც კინოტექნიკაში, ისე მხატვრულ სფეროში. დახატული ფიგურები, ამჯერად კედლის ეკრანზე მოძრაობდნენ, რაც თანამედროვე მულტიპლიკაციის პირველ ქმნილებად მიიჩნევა.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში, ამ საკითხზე ერთდროულად მუშაობდნენ გამომგონებლები, მათ შორის გამოირჩეოდა თომას ედისონი. მან შექმმნა კინეტოსკოპი, რომლის ეკრანი შავი კედლის ფონზე ქინძისთავისხელა გამოსახულებას ქმნიდა, რომლის ნახვაც მხოლოდ ერთ მაყურებელს შეეძლო. შემდგომში ეს გამოგონება დახვეწა ედისონის ასისტენტმა ლაური დიქსონმა.

1889 წელს თომას ედისონმა პარიზში, მსოფლიო მიღწევათა გამოფენაზე თავისი მიღწევანი ევროპელებს წარუდგინა. ამერიკაში დაბრუნებულს ასისტენტის სიურპრიზი ელოდა, პატარა ეკრანზე, ქურთუკში გამოწყობილი ლაური დიქსონი, ხელმძღვანელს ქუდს უხდიდა და ესალმებოდა: “გამარჯობათ ბატონო ედისონ! მოხარული ვარ თქვენი ნახვის. იმედია კმაყოფილი ბრძანდებით კინეფონოგრამით”. ეს იყო პირველი გახმოვანებული მოძრავი გამოსახულება.

ოგიუსტ და ლუი ლუმიერების სახელი კი 1895 წლიდან გახდა პოპულარული. მანამდე მათ არავინ იცნობდა, თუმცა მაინც აჯობეს თანამედროვეობის ჯადოქარს. ელექტრონის, ფონოგრამის და სხვა მიღწევათა ავტორს თომას ედისონს. ლუმიერების აპარატი ამ დროისათვის ყველაზე სრულყოფილი იყო. რიგით ბოლო გამომგონებელნი პირველებად აღიარეს.

და მაინც…
კინოს ისტორია იწყება 1895 წლის 28 დეკემბერს და ლუმიერების სახელთანაა დაკავშირებული. მათ ეს სასწაული ანუ გაცოცხლებული სურათი მაყურებელს, პირველად პარიზში კაპუცინების ბულვარზე მდებარე “გრან-კაფეს” საბილიარდოში, სწორედ ამ დღეს წარუდგინეს.
მოძრავი ფოტოგრაფიით განცვიფრებული ხალხი, თვალს არ უჯერებდა. ხშირად თავზარი ეცემოდათ. განსაკუთრრებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა “მატარებლის ჩამოსვლა”. როდესაც ეკრანზე მაყურებლისკენ მომავალი ორთქლმავალი გამოჩნდებოდა, ბევრი დარბაზიდან შეშინებული გარბოდა.. სხვა უფრო გულადი მაყურებელი ეკრანს მიღმა საიდუმლო კარს ეძებდა, სადაც მისი აზრით დამალული უნდა ყოფილიყო მატარებელი, ფორანი და ადამიანები.
ლუმიერებს არ ადარდებდათ კინოს სპეციფიკა და არც მის გაუმჯობესებაზე ფიქრობდნენ. მათ მხოლოდ კინოპროგრამის გასაღება აინტერესებდათ. სწორედ ამიტომ სულ მალე, მოძრავი ფოტოგრაფია სასწაულად არავის ეჩვენებოდა. დაიკარგა მოულოდნელობის ეფექტი და მაყურებელი. ხოლო მისდამი ინტერესი საბოლოოდ ხანძარმა გააქრო, რომელიც ყველაზე ხალხმრავალი სეანსის დროს გამოუცდელი კინომექანიკოსის გამო მოხდა და დაიღუპა ასზე მეტი ადამიანი. ამის შემდეგ კინოდარბაზები კარგა ხნით დაცარიელდა. სინემატოგრაფმა ეკრანზე მხოლოდ წელიწადნახევარს გაძლო. ხალხს ტექნიკური ატრაქციონის ყურება მობეზრდა.

კინოს არა მარტო მეწარმე, ხელოვანიც ჭირდებოდა. მხოლოდ ამ შემთხვევაში გააგრძელებდა იგი სიცოცხლეს. საჭირო იყო ხალხის ეკრანთან მიზიდვა. კინოს აღორძინების ამ მისიას, სანიმუშოდ გაართვა თავი ჟორჟ მელიესმა.

p.s. კონსპექტი გაკეთებულია ნათია ამირეჯიბის წიგნიდან “სინემატოგრაფიდან კინოხელოვნებამდე”, ჩემი სტუდენტობის ჟამს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s