ქართული კინოს დედოფალი


როდესაც ქართული კინოს ლეგენდებზე ვიწყებ საუბარს, ცხადია ერთ-ერთი პირველი თვალწინ ნატო ვაჩნაძეს სახება მიდგას. ჯერ კიდევ მცირეწლოვანი, ნატო ვაჩნაძის განსახიერებულ როლებს, (მის ფილმებს) მოჯადოებული შევცქეროდი ეკრანზე. მე მხიბლავდა მისი უშუალობა, საოცარი ღიმილი, თვალები, რომლიდანაც ქართველი ქალის მთელს მომხიბვლელობას ასხივებდა.

მისი ცხოვრება ნაზავია უიღბლობისა და ბედნიერების, დიდი ტკივილისა და წარმატების, ტრაგედიებისა და წარუმატებლობის.
ნატოს კარიერა დაიწყო ფილმით “მამის მკვლელი” (რეჟ.ამო ბეკ-ნაზაროვი) და მაშინვე მთლიანად საბჭოეთი ალაპარაკდა მის სილამაზესა და ნიჭიერებაზე. შემდეგ იყო ფილმები “არსენა ყაჩაღი” და “სამი სიცოცხლე”. ნატოს ფილმოგრაფიის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან 20-ზე მეტ ფილმში აქვს არაჩვეულებრივი და დასამახსოვრებელი სახე შექმნილი. ალექსანდრე წუწუნავას ფილმ “ვინ არის დამნაშავე?” -ში (1925წ.) კი მისი შესრულებული ფატის სახე საუკეთესო მსახიობურ მიღწევად ითვლება ქართული კინოს ისტორიაში.

კარიერაში წინსვლის, უდიდესი პოპულარულობის და თავბრუდამხვევი წარმატების პარალელურად მისი პირადი ცხოვრებაც იცვლებოდა. იგი შეხვდა თავის პირველ მეუღლეს მერაბ ვაჩნაძეს, რომელმაც შვიდი კლასის დამთავრებისთანავე ცოლად მოიყვანა მშვენიერი ნატო და შეეძინათ პირველი შვილი თენგიზ ვაჩნაძე. ოჯახი მალევე დაინგრა და ნატოს კარიერის წინსვლასთან ერთად ცხოვრებამ, ახალი განუმეორებელი, ულამაზესი და ბობოქარი (თუმც, სამწუხაროდ ტრაგიკული) სიყვარული აჩუქა. ნიკოლოზ შენგელია და ნატო ვაჩნაძე ერთმანეთს 1927 წელს “გიულის” გადაღებებზე დაუახლოვდნენ. თანამშრომლობა სიყვარულში, სიყვარული კი ლამაზ ოჯახში გადაიზარდა. სულ მალე ოჯახს შეემატა ვაჟი ელდარ შენგელაია, რამდენიმე წლის შემდეგ კი გიორგი.

მისი ცხოვრება მშვენიერი ზღაპარი იქნებოდა, რომ არა თავს დამტყდარი უბედურ შემთხვევათა კასკადი. მისი საოცნებო ადამიანი… კაცი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა, ავტოავარიაში დაიღუპა. ნატოსთვის ეს მძიმე დარტყმა იყო.
თუმცა ბედისწერა ამას არ დასჯერდა. თავად ნატოც ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გახდა. თავის დაბადების დღეს 1953 წლის, 14 ივნისს ავიაკატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა, რომლითაც იგი მოსკოვიდან მოფრინავდა. მისი ამოცნობა მოხერხდა პატარა საგვარეულო ბრილიანტის ბეჭდით, რომელიც ხელზე ეკეთა.

ნატოს ბოლო გზაზე გასაცილებლად მთელმა თბილისმა მოიყარა თავი, ქუჩა ვერ იტევდა დამწუხრებულ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი კინოს დედოფლის უკანასკნელ გზაზე გაცილება სურდათ.
თუ შემთხვევით გამვლელი იკითხავდა, ვისი დაკრძალვა იყო ყველა ერთხმად პასუხობდა “სილამაზის”.

როგორც კინოხელოვნების მოყვარულს, ნატოს ცხოვრებამ და მოღვაწეობამ, ჩემს ცნობიერებაზე უდიდესი გავლენა იქონია. ეს იყო ადამიანი საოცარი ნიჭით და ტალანტით. მისი დავიწყება შეუძლებელია…

5 thoughts on “ქართული კინოს დედოფალი

  1. აქ მე მგონი რაჭაც შეცდომაა: “იგი შეხვდა თავის პირველ მეუღლეს მერაბ ვაჩნაძეს, რომელმაც შვიდი კლასის დამთავრებისთანავე ცოლად მოიყვანა მშვენიერი ნატო და შეეძინა პირველი შვილი თენგიზ არჩვაძე”

      • თენგიზ არჩვაძე არა მგონია ნატო ვაჩნაძის შვილი ყოფილიყო. ალბათ ისიც თენგიზი იყო, მაგრამ ვაჩნაძე იქნებოდა გვარად 🙂

      • madlobt panda, asjer maoinc gadavvikitxe posti da ar shemimchnevia es uzustoba, chavastoreb, ugrmesi madloba chemo kargo

  2. “იგი შეხვდა თავის პირველ მეუღლეს მერაბ ვაჩნაძეს, რომელმაც შვიდი კლასის დამთავრებისთანავე ცოლად მოიყვანა მშვენიერი ნატო და შეეძინა პირველი შვილი თენგიზ არჩვაძე”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s