ჟორჟ მელიესი

ჟორჟ მელიესი – ფოკუსების თეატრის პატრონი სინემატოგრაფის პირველ სეანსზე დასწრების შემდგომ, ამ სანახაობით უმალ დაინტერესდა და ლუმიერს სთხოვა აპარატის მიყიდვა,

მტკიცე უარის შემდეგ ინგლისელი გამომგონებლის ვ.პოლას კინოაპარატი შეიძინა და გადაღებებს შეუდგა. თუმცა მის ფილმებს წარმატება არ მოჰყოლია. ხალხს ლუმიერის ფილმები უკვე მობეზრდა, ყურადღებით არც მიმბაძველს გაანებივრებდა. მისი ფილმები ძირითადად ლუმიერის ფილმების გადამღერება იყო.

ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს ახალ ატრაქციონს მიაგნო. მეტად პრიმიტიულმა აპარატის შეყოვნებამ, მოულოდნელი ეფექტი მოახდინა. ფირის გასასწორებლად და ხელახლა გასაშვებად ერთი წუთი გახდა საჭირო. ამ ერთ წუთში გამვლელებმა, ეკიპაჟმა, ომნიბუსებმა ჩაიარეს ფირის ეკრანზე გაშვებისას ომნიბუსი გადაქცეულიყო დროგად, მამაკაცები ქალებად. ასე იქნა ნაპოვნი შეცვლისა და გარდასახვის ტრიუკი, რასაც წარმატება მოჰყვა.

მისმა ფილმმა “ბანოვანის გაქრობა” მაყურებელთა განცვიფრება გამოიწვია. მელიესს აზრად კინოსტუდიის აგება მოუვიდა და 1897 წელს თავის მამულში, მონტრეში კინოსტუდია ააშენა და “პოზათა ატელიე” უწოდა.

მელიესმა ზედმიწევნით შეისწავლა ფოტოგრაფიის თეორიული საფუძვლები და კინოში მის პრაქტიკულ გამოყენებას შეუდგა.

პოზათა ატელიე

გულმავიწყმა ფოტოგრაფმა, ერთ ფირფიტაზე ორი გამოსახულება დადო და შემთხვევით მიიღო ორმაგი ექსპოზიცია.

მელიესის შემოქმედებაში აღსანიშნავია აღდგენითი ქრონიკის ფილმები, რომლის იდეა იმ დროინდელმა ფოტოგრავიურებმა შთააგონეს. ამ მეთოდით გადაღებული ფილმები დიდი წარმატებით სარგებლობდა.

ძირითადი დამსახურება მელიესისა ეკრანზე სასცენო ხელოვნების გადატანაა. თეატრმა მის შემოქმედებაში როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი როლიც ითამაშა. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი პავილიონში გადაღებებს. იქმნება დეკორაციები, რეკვიზიტი, სამოსელი, გრიმი და ფილმისთვის აუცილებელი სხვა ურიცხვი კომპონენტი.
გამოიკვეთა სხვადასხვა ჟანრები ისტორიული ქრონიკა, ფეერია ,სკაბრეზული სიუჟეტი, კომედია და თითოეულ მათგანში სატირის, პაროდიის და მასტიფიკაციის ელემენტები შეიმჩნეოდა. ამ ჟანრებს აერთიანებდა უჩვეულობა და ფანტასტიკურობა. მელიესს ზომიერების დაცვა დაავიწყდა და მისმა ზედმეტად თეატრალიზებულმა ფილმებმა მაყურებელი დაკარგა.

თავისი ფილმების, მთავარი გმირები თავად იყო.

მსოფლიო ომის დროს ჟორჟ მელიესი კინოს ასპარეზიდან გაქრა, შემდგომ სათამაშოების მაღზიაში ვაჭრობდა. 1938 წელს მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s