ეჭვი

ოდესმე გიეჭვიანიათ???
ეს საშინელი, ყოვლისმომცველი, დამთრგუნავი და სამარცხვინო გრძნობაა, ერთხელ თუ მოიცვა თქვენი გონება, გულში ჩაგიბუდდათ და სულში თავისი ღრმა და შხამიანი ფესვები გაიდგა-აი, მაშინ მთავრდება თქვენი მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება.

ეჭვი…
შენთვის საყვარელი, ესოდენ ძვირფასი ადამიანი, შენი სულის და სხეულის ნაწილი…
ხან ცდილობ უხმოდ აიტანო, ხანაც საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებ-ოჯახური სკანდალები, ერთმანეთისთვის გულისტკენა, საფუძვლიანი ბრალდებები და დაუსაბუთებელი თავის მართლება.
ეჭვი…
ოჰ, ერთხელ თუ შემოგეჩვია, აღარ მოგეშვება. მოგიწამლავს სიცოცხლეს და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევს.
ეჭვი…
მორიგი კამათის და უთანხმოების შემდეგ. აი, ზიხარ სამარშრუტო ტაქსში და თავს ვერაფერს უხერხებ. ცრემლები გზას იკვლევენ და ლამაზ სახეზე ნაკადულებად მოედინებიან. ყველა შენ გიყურებს, ყველას ეცოდები, შენთვის კი, სულ ერთია. ამღვრეულ გონებაში ათასი სცენა გიტივტივებს.

რ ო დ ე მ დ ე ?

როდემდე გასტანს ეს ყველაფერი.
ნუთუ წინ აღარ გელოდება გულწრფელი და უანგარო სიყვარული, რომლითაც ამდენი წლის განმავლობაში ტკბებოდი?
ნუთუ სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა ხელჩაკიდებული სეირნობა, ნაყინით მოსვრილი ტუჩების კოცნა, აღარასოდეს დაიძინებთ ჩახუტებულნი, ერთმანეთის ალერსით სასიამოვნოდ დაღლილნი.
ნუთუ შენ, ის სხვა ამჯობინე,
ნუთუ შენ, სამუდამოდ დაივიწყე და ფეხქვეშ გათელე მისი გრძნობები,
ნუთუ თქვენი ლამაზი სიყვარულიც სამუდამოდ წარსულს მიაბარე…
ნუთუ…

Advertisements

4 thoughts on “ეჭვი

  1. ოჰოჰოოო, ეს არის ყველაზე ყველაზე საშინელი გრძნობა. საკუთარ თავს უფრო ვნებ მე თუ მკითხავ. როცა ვეჭვიანობ ძალიან ძალიან უბედური ვარ მაგ დროს. :/
    ასე რომ მამაკაცებო-ჭკუით! 😀

  2. მაგარი ცუდი გრძნობაა. მთლიანად განგრევს,არასრულფასოვნების კომპლექსებს გმართებს და ყველგან რაღაც გეჩვენება. ალბათ მსგავსი ადამიანების დასახმარებლად არსებობს სპეციალური ფსიქოლოგიური პროცედურები, რაც ჩემი აზრით აუცილებელია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s