Archive | აპრილი 2012

მიყვარხარ უბრალოდ, იცი?

მიყვარხარ უბრალოდ, იცი? ხომ იცი…
გეკითხები…
არა არ იცი…
მე არ მჭირდება მიზეზები სიყვარულისთვის. შენ წარმოიდგინე მიზეზად შენი საპასუხო გრძნობაც კი არ მჭირდება. მე უბრალოდ მიყვარხარ უმიზეზოდ, უსაფუძვლოდ, ჰაეროვნად ან ქარაფშუტულად, თუნდაც უიმედოდ. ჩემი სიყვარულიც ჩემს ოცნებებს გავს, ფერადი და დღევანდელი.

არანაირი ხვალიდელი დღე არ ჭირდება, დღეს არსებობს, დღესაა ბედნიერი, დღეს სუნთქავს შენით, დღეს თბება შენით, დღეს ლამაზდება შენით, დღეს ძლიერია იგი, დღეს ეოცნებები.. იცი? ჩვენ ყველაფერი სამედაშენისო გვაქვას სამედაშენისოდ! სხვას რომ ვერ ექნება, ჩვენ რომ ვიარსებებთ. Continue reading

Advertisements

ფრიგიდულობიდან ნიმფომანიამდე

არსებობს ქალის სქესობრივი ცხოვრების ორი უკიდურესობა, ფრიგიდულობიდან (ქალის სქესობრივი გულგრილობა) ნიმფომანიამდე (ქალის ავადმყოფური სქესობრივი მოთხოვნილება). ხოლო მათ შორის ქალთა სქესობრივი მოთხოვნილებანი მნიშვნელოვნად იცვლება და საკმაოდ მრვალფეროვანია

Continue reading

როგორ უკუვაგდოთ მწუხარება?!

 

დღესდღეობით საქართველოში (და მის ფარგლებს გარეთაც) დამღუპველი სენი იკრებს ძალებს და მისი მოსახლეობის 20% წალეკვით ემუქრება.

დაინტერესდი? ეს არ არის ჩვეულებრივი დაავადება, ეს არ ემუქრება შენს სხეულს, უბრალოდ შენს სულს დაეპატრონება მუდმივი მოწყენილობა, აპათია.

სადღაც გაქრება ბედნიერების შეგრძნება.
აღარაფერი აღარ გაგახარებს, მეტადრე ის რითიც სულდგმულობდი მანამდე.
როდესაც ყველაფერი სულ ერთია.
მოვლენებს აღიქვამ არაადეკვატურად. ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემები, უფრო მუქ ფერებში გეხატება.
მიხვდით ალბათ- ეს,  დეპრესიაა… 

თუ გრძნობთ , რომ დახმარება გჭირდებათ აუცილებლად ითხოვეთ იგი...

როგორ შეიძლება დავეხმაროთ დეპრესიაში მყოფ ადამიანს? Continue reading

ვარჯიში-დაუთმე ცოტა დრო საკუთარ თავს

ვარჯიშის რამდენიმე სახეობა არსებობს ძირითადად კი გამოყოფენ: step, pilates, workout, shaping, dance,tae-bo. ასევე დავამატებდი იოგას, რომელსაც ცალკე პოსტსაც მივუძღვნი მოგვიანებით. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი და გადავხედოთ ჩემს არჩეულ ვიდეოებს.

1) ტაებო ვარჯიშის შედარებით ახალი სახეობაა. ის გამოიგონა ამერიკაში ფიტნესის მამად აღიარებულმა ბილი ბლანკსმა (1990 წ.). ერთი შეხედვით ეს ვარჯიშების სერია შეიძლება ზედმეტად ადვილად მოგეჩვენოთ. მე გირჩევთ წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავოთ, უბრალოდ ივარჯიშეთ და ნახავთ, ერთ საათში ოფლად როგორ დაიღვრებით. ტაებოთი ვარჯიშით ხუთასიდან შვიდას კალორიამდე დაწვავთ ერთი სააათის განმავლობაში. ამ სახეობის ვარჯიში შეუძლია ნებისმიერ თქვენთაგანს ასაკისა და სქესის მიუხედავად (რა თქმა უნდა ჯანმრთელობის მდგომარეობაც ხელს უნდა გიწყობდეთ). ეს ვარჯიშების სერია აგავსებთ დადებითი ემოციებით. მოგანიჭებთ რეაქციების განვითარებას, გამძლეობას და იმუნიტეტს, სასიამოვნო დაღლილობასთან ერთად.

Continue reading

ხედი ჩემი სახლიდან

რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა ისეთ პრესტიჟულ უბანში ცხოვრება როგორიც მეიდანია. მეც უხვად ვიყენებ ამ სიკეთეს: ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შემიძლია ვატარო ჩემი შვილები ბოტანიკურ ბაღში, სადაც საოცარი ბუნება და სილამაზეა, ასევე ხშირად დავდივართ ნარიყალაზე, მეტეხსა და რიყის პარკში. საღამოობით ჩავუვლი შარდენის, ბამბის რიგის და ერეკლეს ქუჩის ღია კაფეებს. თვალს შევავლებ ძვირფასად და მოდურად ჩაცმულ საზოგადოებას, რომელთაც ერთი ჭიქა ყავის დასალევად საკმაო თანხის გაღება უწევთ.

მოკლედ ძალიან სასიამოვნოა აქ ცხოვრება.

დღეში რამდენჯერმე მიწევს ამ აღმართზე სიარული.
ხან უბრალოდ ვდგავარ და ხედით ვტკბები, განსაკუთრებით ღამე-ულამაზესია აქაობა.

დილაობით ეკლესიის ზარების რეკვა მაღვიძებს, ავხედავ ზევით ნარიყალას, ულამაზესია… დაბლა გაიხედავ და მთელი თბილისი ხელისგულზე გადაგეშლება. რა ლამაზია ჩემი პატარა ქალაქი.. Continue reading

ოცდახუთი

დიახ ზუსტად 25 გრძელი, ლამაზი, ბობოქარი და მდორე, ფერადი და სევდიანი, მხიარული და გიჟური ჩემი ოცდახუთი წელიწადი. (არც ისე ბევრია, არც ძალიან ცოტა).

მადლობთ ღმერთო ყველა სიკეთისთვის რაც ჩემთვის გამოიმეტე: ლამაზი ოჯახისთვის, საყვარელი მეუღლისა და პატარა ცელქი ბიჭუნებისთვის ჩემს ცხოვრებას ნათელი ფერებით, რომ ქარგავენ. სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი დღეები თვალის დახამხამებაში, რომ ქრებიან.

ბევრი მზე და ცისფერი ცა...

25 გაზაფხულია ჩემს ცხოვრებაში, კიდევ ერთხელ აყვავილდნენ და ულამაზესად გაიფურჩქნენ ხეები, ბუნებამ გაიღვიძა და მზეც მხიარულად მიღიმის. როგორ მიყვარს აპრილი… დრო კი რა ულმობელია. თითქოს გუშინ ვიყავ პაწია, დედის მკერდს ჩახუტებული ბავშვი, დღეს ახალგაზრდა ქალი ვარ. წლების შემდეგ (ალბათ) ხანშიშესული გადავხედავ ამ ჩანაწერს და გული სევდით ამევსება. მომენატრება მხიარული და ახალგაზრდა ჩემი თავი… Continue reading

ვარჯიში და დიეტა

ერთ-ერთ პოსტში აღწერილი მაქვს, როგორ ვებრძვი მთელი ცხოვრება ზედმეტ წონასა და კილოგრამებს. რა თქმა უნდა ეს არ არის იოლი საქმე, მით უმეტეს როდესაც მიდრეკილი ხარ სიმსუქნისკენ. (ალბათ ბევრი თქვენთაგანია ჩემს დღეში) ჩემი გამხდარ_გაჩხიკული მეგობრები იმდენს ჭამენ, შეიძლება შურით გასკდე ადამიანი, მაგრამ ისინი გენეტიკურად გამხდრები არიან, არ უწევთ მომაბეზრებელი დიეტის დაცვა, სანუკვარ ტკბილეულზე და გემრიელ სასუსნავებზე უარის თქმა. მე კი მუდამ უნდა ვაკონტროლო რას ვჭამ, რადგან არ მივეკუთვნები ზემოთნახსენებ ბედნიერთა კატეგორიას.

ყველაზე ძნელი დაწყებაა, თუმცა ენერგიული მუსიკა საუკეთესო მოტივატორია

რა თქმა უნდა მარტო დიეტითაც შეიძლება სასურველი წონის შენარჩუნება, მაგრამ ადამიანი ვარ და ხშირად მკლავს სურვილი მივირთვა ის, რაც შეიძლება ჩემს წონაზე ცუდად აისახოს. სწორედ ამის გამო, რომ ტკბილეულზე (შოკოლადი, ნაყინი, ნამცხვარი) უარის თქმა ხშირად არ შემიძლია, ცხოვრებაში ერთი მარტივი, სასიამოვნო და სასარგებლო წესი დავნერგე, რომელიც მეხმარება წონის შენარჩუნებაში.

ფიტნესი Continue reading