“ცხოველები” ცხოველების წინააღმდეგ

ალბათ ბევრი თქვენგანი ფიქრობს, რომ ცხოველები ბევრად განსხვავდებიან ადამიანისგან, ადამიანებს უფრო მეტი უფლება გვაქვს და შეგვიძლია ვაკეთოთ რაც მოგვესურვება… ჩავატაროთ ათასნაირი ცდები და ექსპერიმენტები უმწეო და დაუცველ ცხოველებზე, რადგანაც მათ არ გააჩნიათ წინააღმდეგობის გაწევის უნარი და ჩვენც საკუთარი უშრეტი ფანტაზია მათზე ცდების ჩატარებით დავაცხროთ.

თუმცა მინდა გითხრათ, რომ თქვენ ყველანი – ძალიან ცდებით, თქვენი უფლებები იქ მთავრდება, სადაც უმწეო ცხოველების იწყება…

იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა და ბრძოლა ყველაზე დიდი ცხოველის წინააღმდეგ, რომელსაც ადამიანი ჰქვია – საზოგადოება ივიწყებს მათ და არ აქცევს ყურადღებას იმ პატარ-პატარა მოვლენებს (ლაბორატორიაში ჩატარებულ ათასობით ცდებსა და ექსპერიმენტებს) რომლებიც ჩვენს გარშემო ხდება, და საბოლოო ჯამში სავალალო შედეგს იძლევა. ყოველდღიურად უამრავი ცხოველი ეწირება ლაბორატორიულ ცდებსა და ექსპერიმენტებს.

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, ”ყველაფერი დიდი, პატარიდან იწყება”.

ადამიანი ყველა ცხოველზე უარესია...

დღეს ისრაელში, ქალაქ – თელ-ავივში ჩატარდა აქცია ცეტრალურ ქუჩაზე, რომელიც დავიდ მეფის სახელითაა ცნობილი (King Jorj) სადაც, შეიკრიბა უამრავი ადამიანი, რათა მოეთხოვათ შეეწყვიტათ – მაიმუნებზე დაკვირვება და ექსპერიმენტების ჩატარება მათზე უსასტიკესი მეთოდებით..
ისრაელში ამ სახის ექსპერიმენტები დაახლოებით 21 წელია გრძელდება და მიხარია, დღეს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ჩემს აზრს იზიარებენ…

ვფიქრობ საზოგადოებამ უნდა შეიგნოს ერთხელ და სამუდამოდ, თითოეული არსება, მცხოვრები დედამიწაზე, თითოეული სულიერი (რომელიც ცხოვრობს და რომელსაც ადამიანი არ ჰქვია, არ შეუძლია ლაპარაკი, ჩივილი და გამოხატვა იმ ტკივილისა რასაც ჩვენ ვაყენებთ) ღმერთის ქმნილებაა. მათაც აქვთ გრძნობები: სტკივათ და ეშინიათ.

უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ საჭიროა ამ პატარა დაუცველ არსებებზე ზრუნვა..
იმედი მაქვს საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ადამიანების მოთხოვნები და სურვილები, დაეცვათ პატარა მაიმუნების უფლებები უქმად არ ჩაივლის და მართლაც დახურავენ ამ სახის ლაბორატორიებს..

posted by bebe

3 thoughts on ““ცხოველები” ცხოველების წინააღმდეგ

  1. აუ საწყლები:( იცი რამ შემზარა მე? ჩინეთში მიირთმევენ მაიმუნის ტვინს და თან როგორ: ცოცხალ მაიმუნს იქვე ხდიან თავის ქალას. რა ადამიანი უნდა იყი ჰა მასე რომ მოიქცე:(

    • ადამიანი ხშირად კარგავს საკუთარ სახეს, ხშირად ცხოველზე უარესია, სამწუხაროდ:(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s