ვარჯიში და დიეტა

ერთ-ერთ პოსტში აღწერილი მაქვს, როგორ ვებრძვი მთელი ცხოვრება ზედმეტ წონასა და კილოგრამებს. რა თქმა უნდა ეს არ არის იოლი საქმე, მით უმეტეს როდესაც მიდრეკილი ხარ სიმსუქნისკენ. (ალბათ ბევრი თქვენთაგანია ჩემს დღეში) ჩემი გამხდარ_გაჩხიკული მეგობრები იმდენს ჭამენ, შეიძლება შურით გასკდე ადამიანი, მაგრამ ისინი გენეტიკურად გამხდრები არიან, არ უწევთ მომაბეზრებელი დიეტის დაცვა, სანუკვარ ტკბილეულზე და გემრიელ სასუსნავებზე უარის თქმა. მე კი მუდამ უნდა ვაკონტროლო რას ვჭამ, რადგან არ მივეკუთვნები ზემოთნახსენებ ბედნიერთა კატეგორიას.

ყველაზე ძნელი დაწყებაა, თუმცა ენერგიული მუსიკა საუკეთესო მოტივატორია

რა თქმა უნდა მარტო დიეტითაც შეიძლება სასურველი წონის შენარჩუნება, მაგრამ ადამიანი ვარ და ხშირად მკლავს სურვილი მივირთვა ის, რაც შეიძლება ჩემს წონაზე ცუდად აისახოს. სწორედ ამის გამო, რომ ტკბილეულზე (შოკოლადი, ნაყინი, ნამცხვარი) უარის თქმა ხშირად არ შემიძლია, ცხოვრებაში ერთი მარტივი, სასიამოვნო და სასარგებლო წესი დავნერგე, რომელიც მეხმარება წონის შენარჩუნებაში.

ფიტნესი

მართალი გითხრათ პირველი ნაბიჯები ძალიან ძნელი და ავადგასახსენებელია. ყოველთვის არასპორტული ადამიანი ვიყავი. ჭირის დღესავით მძულდა სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილი და ფეხით სიარულს სიკვდილი მერჩია. არცაა გასაკვირი, მე ხომ საკუთარი თავის გარდა, ზედმეტი 20 კილოს თრევა მიწევდა. (როდესაც გადავწყვიტე, რომ უკეთეს ცხოვრებას ვიმსახურებ ზედმეტი წონის გარეშე, ვარჯიში მიზნის მიღწევის ერთ-ერთ მეთოდად მეჩვენა) მე
ვძლიე საკუთარ თავს და ზუსტად 8 წლის წინ პირველად დავიწყე ვარჯიში. როდესაც შედეგი დავინახე, მონდომებაც უფრო და უფრო მემატებოდა, მოკლედ როგორც უკვე იცით სასურველ შედეგგს მივაღწიე.

დაიწყე დღეს...

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წონა ამჟამად სტაბილურია და გამუდმებული ზრუნვის და პერიოდული დიეტების შედეგად აღარ ვიმატებ წონაში ვარჯიში და სპორტი ჩემს ცხოვრებაში კვლავ აქტუალურია. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჩვევა, რომელიც მანიჭებს სიამოვნებას (არადა წლების წინ, ვინმეს რომ ეთქვა სახლში საკუთარი ნებით მთელს საათს მონდომებით ივარჯიშებო, სიცილით მოვკვდებოდი. დღესდღეობით კი ეს რეალობაა.) წელიწადში 4-5 თვეს აქტიურ ვარჯიშში ვატარებ, დანარჩენი თვეების განმავლობაში კი დავდივარ უზომოდ ბევრს ფეხით, ვატრიალებ ჰულა-ჰუპს და 20-30 წუთის განმავლობაში ლახტით ვხტუნაობ.

ვარჯიშისგან მიღებული სიამოვნება, მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ...

რომ მახსენდება საკუთარი თავი წლების წინ, მოუქნელი და დონდლო არსება, რომელსაც ზედმეტი ფეხის გადადგმისას ქოშინი კლავდა, მეამაყება დღევანდელი “მე”. მიუხედავად იმისა, რომ არც დღეს მაქვს იდეალური აღნაგობა (5- 8 კილოს დაკლებაზეც არ ვიტყოდი უარს) მე ვაჯობე საკუთარ თავს, ვარ იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე უწინ და ეს, ყოველთვის ასე იქნება.

p.s. პოსტის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ იოლ და ეფექტურ ვარჯიშებს http://www.youtube.com/ -იდან.

3 thoughts on “ვარჯიში და დიეტა

  1. შემდეგ პოსტში გეტყვით, მე კი მშველის და იმედია თქვენც მოგიხდებათ!:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s