ოცდახუთი

დიახ ზუსტად 25 გრძელი, ლამაზი, ბობოქარი და მდორე, ფერადი და სევდიანი, მხიარული და გიჟური ჩემი ოცდახუთი წელიწადი. (არც ისე ბევრია, არც ძალიან ცოტა).

მადლობთ ღმერთო ყველა სიკეთისთვის რაც ჩემთვის გამოიმეტე: ლამაზი ოჯახისთვის, საყვარელი მეუღლისა და პატარა ცელქი ბიჭუნებისთვის ჩემს ცხოვრებას ნათელი ფერებით, რომ ქარგავენ. სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი დღეები თვალის დახამხამებაში, რომ ქრებიან.

ბევრი მზე და ცისფერი ცა...

25 გაზაფხულია ჩემს ცხოვრებაში, კიდევ ერთხელ აყვავილდნენ და ულამაზესად გაიფურჩქნენ ხეები, ბუნებამ გაიღვიძა და მზეც მხიარულად მიღიმის. როგორ მიყვარს აპრილი… დრო კი რა ულმობელია. თითქოს გუშინ ვიყავ პაწია, დედის მკერდს ჩახუტებული ბავშვი, დღეს ახალგაზრდა ქალი ვარ. წლების შემდეგ (ალბათ) ხანშიშესული გადავხედავ ამ ჩანაწერს და გული სევდით ამევსება. მომენატრება მხიარული და ახალგაზრდა ჩემი თავი…

მანამდე კი მხოლოდ 25 წლის ვარ და ბედნიერი ვარ, რომ მოვევლინე ქვეყნიერებას, ერთი თავნება და ცელქი ბავშვი.
ღმერთო მადლობთ, რომ ვარსებობ!
მადლობთ ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის,
იმ უსაზღვრო სიყვარულისთვის, რომელსაც გულით ვატარებ,
მიეცი მათ, ჯანის სიმრთელე და სიხალისით სავსე დღეები.
ბევრი მზე
ცისფერი ცა
კამკამა წყალი – აი, რა ცოტა(?!) მჭირდება ბედნიერებისთვის.

პ.ს ეს კლიპი მიყვარს … მუდამ გული მიჩუყდება. მინდა მახსოვდეს ყველა წუთი და წამი ჩემი ცხოვრების, თითოეული მათგანი ხომ საოცარია და აღარასოდეს განმეორდება.

Advertisements

16 thoughts on “ოცდახუთი

    • კი ხუჭუჭა ბიჭია:) მადლობთ ათ აპრილს ვარ დაბადებული… ცოტა ადრე კი დავპოსტე მაგრამ არა უშავს:)

      • me mainc gilocav, ragha darcha 10-mde, sul raghac saatnaxevari ;;) hoda vaime rogor gamovicani xuchuca rom aris aaaa :O lamisaa tavshi amivardes chemi shorsmchvreteloba :D:D

      • როგორ მიხვდი მართლა??? 🙂 მადლობთ. მართლა შორსმჭვრეტელი ხარ, ცოტა უცნაურიც კია:)

    • ბევრი არ მინდა კიიდევ ერთნახევარს დავჯერდები, არ მინდა ღრმად მოხუცებული მოვკვდე. მადლობთ კარამელოო<3

  1. ჩემი თავი გამახსენდა, გასული წლის აგვისტოში გავხდი 25 წლის და დაბადების დღემდე დარჩენილი 10 დღიანი გეგმა გავწერე რა უნდა მექნა სანამ 25 წლის გავხდებოდი 🙂 გილოცავ 🙂

    რაღაცნაირი ასაკია, გულის ფართხალით ველოდებოდი 🙂

  2. მადლობთ გოგოებო… ძალიან გამეხარდა მოლოცვები :), მადლობთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s