ხედი ჩემი სახლიდან

რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა ისეთ პრესტიჟულ უბანში ცხოვრება როგორიც მეიდანია. მეც უხვად ვიყენებ ამ სიკეთეს: ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შემიძლია ვატარო ჩემი შვილები ბოტანიკურ ბაღში, სადაც საოცარი ბუნება და სილამაზეა, ასევე ხშირად დავდივართ ნარიყალაზე, მეტეხსა და რიყის პარკში. საღამოობით ჩავუვლი შარდენის, ბამბის რიგის და ერეკლეს ქუჩის ღია კაფეებს. თვალს შევავლებ ძვირფასად და მოდურად ჩაცმულ საზოგადოებას, რომელთაც ერთი ჭიქა ყავის დასალევად საკმაო თანხის გაღება უწევთ.

მოკლედ ძალიან სასიამოვნოა აქ ცხოვრება.

დღეში რამდენჯერმე მიწევს ამ აღმართზე სიარული.
ხან უბრალოდ ვდგავარ და ხედით ვტკბები, განსაკუთრებით ღამე-ულამაზესია აქაობა.

დილაობით ეკლესიის ზარების რეკვა მაღვიძებს, ავხედავ ზევით ნარიყალას, ულამაზესია… დაბლა გაიხედავ და მთელი თბილისი ხელისგულზე გადაგეშლება. რა ლამაზია ჩემი პატარა ქალაქი..

თუმცა ამ სიამოვნებათა კასკადს, ხშირად უსიამოვნებანიც ახლავს თან. ერთ-ერთი მათგანი კი გუშინ დამატყდა თავს. სახურავზე ბრაგა-ბრუგი ატყდა, თავიდან ვიფიქრე კატა დასეირნობს მეთქი, თუმცა ხმაური თანდათან მატულობდა და მეც ეზოში გავედი ამბის გასარკვევად.

ზუსტად ჩემს სახურავზე საბაგიროს ტროსის გაჭიმვით დაკავებული, რამდენიმე გერმანელი (ავსტრიელები ყოფილან) შემრჩა ხელთ. არც უფლება აუღიათ, არც არავის არაფერი უკითხავს, პირდაპირ ადგნენ და ჩემი სახლის სახურავს გადაატარეს ბაგირი. ეს უკანასკნელი კი ნამდვილად არაა სასიამოვნო ფაქტი.

პ.ს. რომ ჩაუქროლებთ ჩემს სახლს საბაგიროთი, ხელის დაქნევა არ დაგავიწყდეთ…

Advertisements

11 thoughts on “ხედი ჩემი სახლიდან

  1. ეე, რა მაგარ ადგილას ცხოვროოობ! რა მაგარია! შემშურდასავით ჩემი დედას ვფიცავარ:დ:დ

    • კარგია მაგრამ ზევიდან საბაგიროს გრიხინის პერსპექტივა არა მგონია შესაშური იყოს:(

  2. 1. მაგარ ადგილზე ცხოვრობ 🙂
    2. საბაგიროს გრიხინის ხმა ერთია, მაგრამ (მე ყოველთვის ცუდზე ვფიქრობ) რო ჩამოვარდეს ? 🙂 მაშინ სად მიდიან? ისე მოსახლეობაზე საბაგიროს გზის გადატარება დაშვებულია ?

    • არც არავის უკითხავს, ხო ხმაზე მეტად მისი ჩამოვარდნის მეშინია, მაგრამ იმედია ღმერთი დაიფარავს იქ მსხდომ ადამიანებსაც და საბაგიროს ხაზს ქვემოთ მყოფებსაც.

  3. წავიკითხე შენი პოსტი და დოჩანაშვილი გამახსენდა. გავიფიქრე ეს გოგო ,,ლამაზ ქალაქში” ხომ არ ცხოვრობს-მეთქი. რა ლამაზი ყოფილა თბილისი, როცა მოვიცლი ერთხელ კიდევ უნდა ჩავუარო შენს ქუჩას. 🙂 აი რას ნიშნავს ის, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს სამყაროს. რამდენია შენს ქუჩაზე ისეთი, რომლებსაც ეს ყველაფერი არასოდეს შეუმჩნევიათ. მომეწონა, რა უბრალო და ლამაზი პოსტი იყო. საბაგიროს ,,რიხინიც” კი რომანტიკულად აღვიქვი 😀 😀

    • არა მგონია ვინმეს არ შეემჩნია, აქ რომ ცხოვრრობ თავი მართლა “ლამაზ ქალაქში” მგონია, ყოველ დღე და განსაკუთრებით ღამე, თუნდაც ამ წუთას გადავიხედავ გარეთ და გული სიამაყით მევსება… ეს სილამაზე ჩემი, შენია, ჩვენია… და შეუძლებელია ვინმე არ ამჩნევდეს.

  4. რა მაგარი ადგილია:) გადავირიე, ესე დაკვირვებული არ ვიყავი :))))))))) რა სასიამოვნო იქნება ესეთ ადგილას ცხოვრება:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s