ვარჯიში-დაუთმე ცოტა დრო საკუთარ თავს

ვარჯიშის რამდენიმე სახეობა არსებობს ძირითადად კი გამოყოფენ: step, pilates, workout, shaping, dance,tae-bo. ასევე დავამატებდი იოგას, რომელსაც ცალკე პოსტსაც მივუძღვნი მოგვიანებით. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი და გადავხედოთ ჩემს არჩეულ ვიდეოებს.

1) ტაებო ვარჯიშის შედარებით ახალი სახეობაა. ის გამოიგონა ამერიკაში ფიტნესის მამად აღიარებულმა ბილი ბლანკსმა (1990 წ.). ერთი შეხედვით ეს ვარჯიშების სერია შეიძლება ზედმეტად ადვილად მოგეჩვენოთ. მე გირჩევთ წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავოთ, უბრალოდ ივარჯიშეთ და ნახავთ, ერთ საათში ოფლად როგორ დაიღვრებით. ტაებოთი ვარჯიშით ხუთასიდან შვიდას კალორიამდე დაწვავთ ერთი სააათის განმავლობაში. ამ სახეობის ვარჯიში შეუძლია ნებისმიერ თქვენთაგანს ასაკისა და სქესის მიუხედავად (რა თქმა უნდა ჯანმრთელობის მდგომარეობაც ხელს უნდა გიწყობდეთ). ეს ვარჯიშების სერია აგავსებთ დადებითი ემოციებით. მოგანიჭებთ რეაქციების განვითარებას, გამძლეობას და იმუნიტეტს, სასიამოვნო დაღლილობასთან ერთად.

2) პილატესი– თითქმის ასი წლის წინ ჯოზეფ პილატესმა შექმნა. ამ დროის განმავლობაში ამ ვარჯიშებმა მოიცვა მთელი მსოფლიოს სპორტდარბაზები და ბუნებრივია სახეცვლილებებიც განიცადა, თუმცა მისი ძირითადი პრინციპები მაინც შენარჩუნდა. პილატესის მეთოდით ვარჯიშისას თითოეული კუნთის ცალ-ცალკე მუშაობის ნაცვლად, მთელი სხეული მუშაობს და ყველა კუნთი მოძრაობაშია. ასევე ვარჯიშის დროს ჩართულია თქვენი გონება, რადგან კონცენტრაციის გარეშე ამ ილეთების შესრულება შეუძლებელია.

3) შეიპინგი-დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ფორმა. მიზანშეწონილია ქალბატონებისთვის 15-50 წლამდე. ეფექტურია რეგულარული ვარჯიშისას და ახდენს ფორმების კორექტირებას. სინდი კროუფორდის შექმნილი ვიდეოები დღემდე პოპულარული, წარმატებული და ეფექტურია. ამ ვარჯიშების სრული ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ ბმულიდან.

მგონი საკმაოდ იოლი ვარჯიშებია, არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. მთავარია ყურადღების კონცენტრაცია და დაკვირვება, თითოეული ვარჯიშის სწორად შესასრულებლად.

მოტივაცია
1) ივარჯიშეთ არა მხოლოდ შედეგის გამო, არამედ თავად ვარჯიშისგანაც უნდა შეძლოთ სიამოვნების მიღება. (დამიჯერეთ არც შედეგი არ დააყოვნებს).
2) შთააგონეთ საკუთარ თავს რომ ვარჯიში ისევე აუცილებელია თქვენთვის როგორც ჭამა. (მე შთავაგონე საკუთარ თავს და უფრო ადვილია სიზარმაცის დაძლევა) -დაამატეთ თქვენი მოტივაცია ჩემსას და შეუდექით ვარჯიშს.

Advertisements

4 thoughts on “ვარჯიში-დაუთმე ცოტა დრო საკუთარ თავს

  1. საინტერესო პოსტია , Tae bo – კარგი რამეა მაგრამ მისი წინაპარი ტაილანდური კრივი -Thai boxing ბევრად უფრო საინტერესოა ჩემი აზრით , მარტო გამაჯანსაღებელი დატვირთვა არა აქვს , საბრძოლო სისტემაა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s