როგორ უკუვაგდოთ მწუხარება?!

 

დღესდღეობით საქართველოში (და მის ფარგლებს გარეთაც) დამღუპველი სენი იკრებს ძალებს და მისი მოსახლეობის 20% წალეკვით ემუქრება.

დაინტერესდი? ეს არ არის ჩვეულებრივი დაავადება, ეს არ ემუქრება შენს სხეულს, უბრალოდ შენს სულს დაეპატრონება მუდმივი მოწყენილობა, აპათია.

სადღაც გაქრება ბედნიერების შეგრძნება.
აღარაფერი აღარ გაგახარებს, მეტადრე ის რითიც სულდგმულობდი მანამდე.
როდესაც ყველაფერი სულ ერთია.
მოვლენებს აღიქვამ არაადეკვატურად. ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემები, უფრო მუქ ფერებში გეხატება.
მიხვდით ალბათ- ეს,  დეპრესიაა… 

თუ გრძნობთ , რომ დახმარება გჭირდებათ აუცილებლად ითხოვეთ იგი...

როგორ შეიძლება დავეხმაროთ დეპრესიაში მყოფ ადამიანს?

  • დეპრესიაში მყოფ  ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება თავისი დანიშნულების შეგრძნება. შეხსენება  რომ მისი საქმიანობას მოაქვს სარგებელი.  ( დეპრესიულ ადამიანს ჰგონია რომ,  ის არავის ჭირდება და მისი გაკეთებული საქმეც არაფრად არ ვარგა).
  •  ფიზიკური სტრესის შემცირებას ხელს უწყობს განტვირთვის დიეტა-მხოლოდ  ხილით კვება ერთი-ორი დღის განმავლობაში.  (ადამიანი თავისუფლდება დაღლილობისგან და უფრო ნათელი და საღი აზროვნების უნარი უბრუნდება).
  • დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასვენების და ძილის პერიოდს.   (როგორც წესი დეპრესიაში მყოფთ ძილის ფუნქცია დარღვეული აქვთ).
  • ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფიზიკური ვარჯიშების გამაჯანსაღებელ ეფექტს. (რეგულარული აქტიური ფიზიკური ვარჯიშები  ახალისებს  ადამიანს, აუმჯობესებს ძილს, ანეიტრალებს სტრესის უარყოფით გავლენას,  აჯანსაღებს ჯანმრთელობას და ზრდის ადამიანის ორგანიზმში დაავადებასთან შებრძოლების უნარს).
  • ფეხით სიარული (ყოველდღიური ერთსაათიანი  გასეირნება ენერგიულ ტემპში ხშირ შემთხვევაში უფრო სასარგებლოა,  ვიდრე ანტიდეპრესანტების დაუმთავრებელი მიღება).
  • გარემოს შეცვლა (არ უნდა მისცეთ თავს უფლება მთელი დღე საწოლში გაატაროთ,  სასარგებლოა მაღაზიაში სიარული, თუნდაც ვიტრინების დათვალიერება).

დღეს ადამიანს შეუძლია დეპრესიის დამარცხება.

კიდევ როგორ შეიძლება დეპრესიის დაძლევა?

ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანებსაც კი  შეუძლიათ  სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციების უკეთ მართვა.  მაგალითად  იწვეს მთელი დღე საწოლში თუ წამოდგეს და მიალაგოს ლოგინი. იჯდეს მთელი დღე ტელვიზორთან ღამის პერანგით თუ  ჩაიცვას და მოიწესრიგოს თავი.

 

მთავარი მამოძრავებელი ძალა -ცხოვრების აზრი და ღირებულება შეინარჩუნეთ.   იაზროვნეთ პოზიტიურად.

მე მიმაჩნია რომ დეპრესიის თავიდან აცილება იოლია,  ვიდრე შემდგომ მისი მკურნალoბა და ცხოვრების ჯანსაღ რეჟიმში დაბრუნება.

არასოდეს დაკარგოთ სიცოცხლის სიხარულის აღქმის უნარი, ენერგია და სიცოცხლის სიყვარული.

უკიდურეს შემთხვევაში კი ანტიდეპრესანტების მიღებაც აუცილებელია, რა თქმა უნდა ექიმის დანიშნულებით და გარკვეული ვადით, რადგან თვითებურად წამლების მიღებამ,  შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

Advertisements

21 thoughts on “როგორ უკუვაგდოთ მწუხარება?!

    • მადლობთ, სამწუხაროდ ბოლო ხანებია მჭიდრო შეხება მაქვსამ საშინელ სენთან. ძირითადად საკუთარი გეგმა დავწერე , როგორ ვუშველო საყვარელ ადამიანს:)

  1. me ki vfiqrob rom depresias mizezi ar gaachnia.. es tavistavad modis da auxsnelia ratom emarteba adamians.tu vicit mizezi imisa ratom unda vijdet perangit televizortan ,ratom ar unda gavidet garet,ratom mogvbezrda sicocxle da a.sh.. e.i. yvelaperi natelia da shegvidzlia zemot agnishnul rchevebs mivmartot ,romelic tamim dzalian kargad chamogviyaliba 🙂 auf vifilosofose ragac,magram chemi azri asetia tam :* chemo chkviano adamianoo 🙂

  2. დეპრესიაში ყველაზე რთული ჩემი აზრით ისაა რომ ამით სიამოვნებას იღებ საბოლოოდ, საკუთარი ცუდად ყოფნა გსიამოვნებს, არჩევ შესაფერის მუსიკას, იქმნი შესაფერის გარემოს, სვამ, კითხულობ თემატურ რაღაცეებს და კმაყოფილი ხარ, რაღაც ეტაპზე ამით უხეშად რომ ვთქვათ “კაიფობ”. კიდევ ხელოვან ადამიანებს ახასიათებთ ხოლმე რომ დეპრესიაში მყოფები უფრო კრეატიულები არიან, ამიტომ თავად ამბობენ მკურნალობაზე უარს.
    კარგი პოსტი იყო.

    • ფინიკის ვეთანხმები. ეგ ყველაზე რთულია. არის ისეთი შემთხვევებიც რომ დეპრესია საკუთარი თავის სიბრალულში გადასდით და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვენ

      • ნორმალური ადამიანი მგონი ყველაზე მეტად ვერ იტანს როცა ვინმე მის მიმართ სიბრალულს გრძნობს , როცა ვიღაცას ეცოდება , ყველაზე დამთრგუნველი გრძნობაა სიბრალული

      • მოიცა მე დეპრესია მაქვს თუ არა ეგ ჩემს ნორმალურობა – არანორმალურობას განსაზღვრავს ? დეპრესია ჩვეულებრივი მდგომარეობაა რომელშიც შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს

      • დეპრესია არაა ჩვეულებრივი მდგომარეობა. ეს არის მდგომარეობა რომელსაც სჭირდება მკურნალობა. ნორმალურობა-არანორმალურობა არ ნიშნავს სიგიჟეს. ფაქტი ერთია- დეპრესია არაა ისეთი რამ რაც გაქვს ან არ გაქვს. ეს არის ემოციური მდგომარეობა, თანაც არასასურველი და მის მძIმე ფორმებს ცუდის მეტი არაფერი მოაქვს. ეს ნორმალური მდგომარეობა ნამდვილად არაა. შეგიძლია არ დამეთანხმო, მაგრამ ნამდვილად ასეა

      • ესე ღრმად და ფსიქოლოგიურად ვერ ვერკვევი მაგრამ დეპრესია შეიძლება თანდაყოლილი იყოს , დეპრესიული იყოს ადამიანის ხასიათი და რითი უნდა უმკურნალო ? იქნებ ესეა ადამიანი სულ და იმისთვის ეს არის ნორმალური , დეპრესიული ხასიათი აქვს

      • ფსიქოლოგი ნამდვილად არ ვარ, მხოლოდ 1 სემესტრი ვიყავი ამ ამბებით გატაცებული 🙂 თუმცა გეთანხმები რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც სხვაზე მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ, მეტად გულჩათხრობილები და ემოციურები არიან, ყველა წვრილმანს ზედმეტად განიცდიან…. ჩემ პირად აზრს თუ ვინმე იკითხავს, ასეთ ადამიანებს მეტი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ხალხთან- წრესთან სადაც თავს იგრძნობენ კარგად, სადაც სანდო ადამიანები ეგულება, სადაც უფრო გახალისდება, ასეთ ადამიანებს სჭირდებათ ისწავლონ კარგი რაღაცეების აქმა და სასიამოვნო რამეებზე კონცენტრირება.. მძიმე დეპრესიას კი მხოლოდ კვალიფიციური ადამიანის ჩარევა თუ გამოსაწორებს, იმიტომ რომ ეს ძალიან საშიში დაავადებაა და არა რიგითი ემოციური მდგომარეობა.

  3. გამოხმაურება: ჭარბი წონა ბავშვებში | საინტერესო ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s