მიყვარხარ უბრალოდ, იცი?

მიყვარხარ უბრალოდ, იცი? ხომ იცი…
გეკითხები…
არა არ იცი…
მე არ მჭირდება მიზეზები სიყვარულისთვის. შენ წარმოიდგინე მიზეზად შენი საპასუხო გრძნობაც კი არ მჭირდება. მე უბრალოდ მიყვარხარ უმიზეზოდ, უსაფუძვლოდ, ჰაეროვნად ან ქარაფშუტულად, თუნდაც უიმედოდ. ჩემი სიყვარულიც ჩემს ოცნებებს გავს, ფერადი და დღევანდელი.

არანაირი ხვალიდელი დღე არ ჭირდება, დღეს არსებობს, დღესაა ბედნიერი, დღეს სუნთქავს შენით, დღეს თბება შენით, დღეს ლამაზდება შენით, დღეს ძლიერია იგი, დღეს ეოცნებები.. იცი? ჩვენ ყველაფერი სამედაშენისო გვაქვას სამედაშენისოდ! სხვას რომ ვერ ექნება, ჩვენ რომ ვიარსებებთ.

გვაქვს შვიდფერი, არა უთვალავფერი ცისსარტყელა…
გვყავს ცხელი, არა, თბილი მზე, (ის ჩვენ არა), მას ჩვენ ვათბობთ.
მთვარე გვიყურებს ციდან, ცივი არა, უფრო სევდიანი.
ფიფქები გვაქვს ოღონდ არ გვყინავს, აგვისტოში გვათოვს და სიცხისგან გვიცავს. სამედაშენისო მზის კი არა ჩვეულებრივი მზის სიცხისგან.

ჩვენ დიდი არა თბილი სახლი გვინდა, ჩვენ არ ვაწყობთ გეგმებს მომავალზე, ჩვენ ვოცნებობთ, ჩუმად, ჩვენთვის და მერე ხანდახან ვუზიარებთ ერთმანეთს, ხშირად კი არადა სულ ემთხვევა, ერთად ვოცნებობთ მაინც.. ჩვენ მთლიანი ცხოვრება არა, ერთ სამედაშენისო დღე გვეოცნებება, და ვცხოვრობთ ისე რომ ჯერ არ გვქონია…

ჩვენ თვალის ფერი არა, მასში არეკლილი ერთმანეთი მოგვწონს.

ჩვენ არ გვაქვს ზედიზედ მიყოლებული ათი წუთი ისეთი რომ, ამ დროიდან 8 წუთი ბუზღუნში არ გვქონდეს გატარებული. ჩვენ არ გვაქვს მოფერების რამოდენიმე საათი, ჩვენ გვაქვს მოფერების ორი მაგრამ ყველაზე ტკბილი წუთი და ჩხუბის რამოდენიმე საათი, ჩვენ არ გვჯერა დღე-ღამის ოცდაოთხსაათიანობის.

ჩვენთან მუდამ ერთმანეთის დროა.

ჩვენ ვიღლებით ერთმანეთით (შენ იღლები ჩემით) და დაღლილობას უებრად შველის ერთწუთიანი მონატრება,

ჩვენთან რეალურ ცხოვრებას ოცნება ქვია.

ჩვენ გვაქვს ფერი რომელშიც ყველა ფერია და ამავდროულად არცერთი.

იცი? ჩვენი სიყვარული, იმიტომ არ არსებობს რომ ეს ყველაფერი გვაქვს. არამედ ეს ყველაფერი გვაქვს იმიტომ, რომ ვგრძნობთ, ჩვენი სიყვარულია (ამ ყველაფრის და არა ეს ყველაფერია) ჩვენი გრძნობის მიზეზი, მე არ მჭირდება მიზეზები, მე უბრალოდ
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ…

posted by bebe

Advertisements

3 thoughts on “მიყვარხარ უბრალოდ, იცი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s