Archive | May 2012

ცისარტყელა

ვუყურებდი ცისარტყელას, გადაშლილს ჩემს წინაშე და ვფიქრობდი: “ისევ განვარისხეთ ღმერთი”…
და შევბრუნდი ოთახში და გადავიკითხე ბიბლია, დაბადება 8:9


ღმერთის აღთქმა ნოესთან

11. და მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან, რომ ამიერიდან აღარ მოისპობა წარღვნის წყლებით არც ერთი ხორციელი და მეტად აღარ მოხდება წარღვნა მიწის დასაღუპავად.

12. და თქვა ღმერთმა: “ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, აღთქმა სამარადისო იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ.

13. ჩემი ცისარტყელა ჩავდევი ღრუბელში ჩემსა და მიწას შორის აღთქმის ნიშნად.

14. და როცა გადავაფარებ ღრუბელს მიწას, მაშინ გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა,

15. გავიხსენებ ჩემს აღთქმას, რომელიც დავდე ჩემსა და თქვენს შორის, ყოველ ცოცხალ არსებასა და ხორციელს შორის, და მეტად აღარ მოვა წარღვნის წყალი ყოველი ხორციელის დასაღუპავად.

16. და იქნება ცისარტყელა ღრუბელში და ვიხილავ მას, რათა გავიხსენო საუკუნო აღთქმა ღმერთისა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი მიწაზეა.

17. და უთხრა ღმერთმა ნოეს: “ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავადგინე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის რაც კი მიწაზეა”.

თქვენ რას ფიქრობდით თბილისის თავზე გადაშლილ ათასფერად აბრჭყვიალებული ცისარტყელას შემხედვარე?!
ოღონდ არ მითხრათ, რომ მზემ პირი დაიბანა…

თამაშები რომელმაც შემზარა

ბოლო ფურცელიც სულმოუთქმელად ჩავიკითხე და წიგნი დავხურე.
დილის 02:30, ბარბაცით მივდივარ საწოლისკენ, დღევანდელი დღე თვალწინ მიტრიალებს, სოფი , ფესტივალი, წიგნები, წიგნები, წიგნები… “შიმშილის თამაშები”.

ჯერ კიდევ სამარშრუტო ტაქსში გადავშალე და სრულიად უცნობ,შემზრავ სამყაროში გადავეშვი. რამენიმე საათი შეუსვენებლივ ვკითხულობდი, გული გამალებით მიცემდა. აი, ქეთნის ევერდინი ვარ და ძალიან პატარა ვებმები ცხოვრების ორთაბრძოლაში. მამა თვალწინ ტრაგიკულად მეღუპება, დედა თვალგაშტერებული ვეღარც აზროვნებს და მე, 11 წლიდან მე მიწევს ოჯახის გამოკვება. ვსწავლობ საჭმელად ვარგისი ბალახების გარჩევას, ხაფანგების დაგებას, ნანადირევის საკვებსა და სხვა საჭირო ნივთებში გადაცვლას. Continue reading

სტრესი

თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებული ტემპი აიძულებს ადამიანს გამოსცადოს წარმოუდგენელი ნერვული დაძაბულობა. იმისთვის რომ არ ჩამოვრჩეთ, ჩვენს ირგვლივმყოფებს, თითოეული ჩვენგანი ვებმებით ფერხულში სახლი -სამსახური. მივილტვით შევქმნათ საკუთარი კომფორტი მატერიალური სიკეთის ხარჯზე. ბინა ძვირფასი ევრორემონტით, თანამედროვე ავეჯი, ავტომობილი, დანაზოგი თანხა საბანკო ანგარიშზე – ეს ყველაფერი ცუდი არაა, მაგრამ გამუდმებული გადატვირთულ და დაძაბულ რეჟიმში ყოფნა ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

ნერვული გამოფიტვა, დეპრესია, გულის აცრუება, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა.
და ვზივართ ანთებული სიგარეტით და ჩამქრალი თვალებით…
დიახ, ეს სტრესია. Continue reading

უსახლკარო

წლების მანძილზე ვხედავდი…
ხან ყოველდღე, ხანაც თვეში ერთხელ.
ხანდახან კარებზე მომიკაკუნებდა, ბავშვებს მოიკითხავდა, ეთამაშებოდა.
საოცარი ადამიანი იყო.

სანამ სახლი ჰქონდა ჩემს მეზობლად, უფრო ბედნიერი იყო. ერთადერთი რაც მას გააჩნდა, თავზე ჭერი ჰქონდა, თუმცა წაართვეს, ქუჩაში გააგდეს, უსახლკაროდ აქციეს.

და ისიც დაეხეტებოდა, დარდს სასმელში ახრჩობდა.

ბოლოს როდის ვნახე?!
ორიოდე კვირის წინ მომიკაკუნა ჭიშკარზე, რაღაცის თქმა სურდა. კარი გავაღე და სახეში სასმელის და სიბინძურის სუნი მეცა, ეტყობა შეამჩნია როგორ დამეღრიჯა სახე-პირი. ერთ საათში მოვალო გაურკვევლად ჩაიბურტყუნა და უგზო-უკვლოდ გაქრა. Continue reading

ნაკვალევი

სახეზე თბილი სისხლის შხეფები შეესხა და გამოფხიზლდა. გაკვირვებით დახედა, მის წინ საყვარელი მეუღლის დასახიჩრებული გვამი ეგდო, ხელში კი სამზარეულოს დანა ეჭირა.
-ღმერთო!!!

თვალწინ საქანელასავით დაუტრიალდა ყველაფერი. აი, თავად სულ პატარაა, მამა კი დედას ეჩხუბება, უყვირის, აგინებს, ბოლოს ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადის. (მამის დუჟმორეული სახე და გაცოფებული თვალები, მუდამ ეხსომება). მისი საბრალო დედა, კი პატარა მუშტით ტუჩიდან სისხლს და თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა.

ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, მოძალადე მამის ხელში იზრდებოდა.

სხვანაირი ვერც იქნებოდა. მოძალადე ოჯახებში, მოძალადე ბავშვები იზრდებიან.

სხვა კადრებმაც გაურბინეს თვალწინ: ერთ დილას საბავშვო ბაღში წასვლამდე, საუზმეს მიირთმევდნენ. შემთხვევით ფინჯანი გაუვარდა, მდუღარე ჩაი მამას გადაესხა, მეტლახი კი ნამსხვრევებით მოიფინა. განრისხებული წამოდგა მამა, მუშტი უსიტყვოდ მოუქნია უმწეო ბავშვს. იატაკზე ნამსხვრევების ასაკრებად დაჩოქილი დედა სასწრაფოდ წამოდგა და ბავშვს გადაეფარა. მასაც მოხვდა მძიმე მუშტი. თავს არასოდეს იცავდა დედა, მაგრამ შვილის დაჩაგვრა ვერ აიტანა, შეეკამათა მეუღლეს:
-რა მოხდა, შენ არ მოგსვლია?

მოძალადე ოჯახებში, მოძალადე ბავშვები იზრდებიან.

მოძალადე ოჯახებში, მოძალადე ბავშვები იზრდებიან.

Continue reading

შეუწყნარებლობა

სრულიად უცხო წრეში მოხვედრილს დამაინტერესებს საუბარი ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და ფერწერაზე, თეატრზე. პოლიტიკაზეც ვისაუბრებ და სხვა უამრავ მეტ-ნაკლებად საინტერესო თემაზეც.

ორიოდე კვირის წინ 24 საათის გატარება მომიხდა ერთ-ერთი კლინიკის 5 საწოლიან პალატაში. (გამოცდილების გამო) განვსაზღვრე,რომ იქ შეკრებილ საზოგადოებასთან საერთო ენას ვერ გამოვნახავდი, წავიღე ჩემი საყვარელი წიგნი და გადავწყვიტე, თუ რამეს შემეკითხებიან ვუპასუხებ-თუ არადა ხმასაც არ ამოვიღებ მეთქი.

თქვენის აზრით რაზე ისაუბრებს ერთ ოთახში შეკრებილი 5 (-1 მე) ქალი? Continue reading

კინოს მართლწერის შექმნა

წინა პოსტშიმოგიყევით დევიდ გრიფითის ბიოგრაფიის შესახებ. აქ კი მოგითხრობთ, თუ რა დამსახურება მიუძღვის მას კინოს განვითარების ისტორიაში.

  • პირველმა შემოიღო რეპეტიციები კინომსახიობებთან.
  • შემოიტანა შუა ხედი ეკრანზე, სცენისა და ეპიზოდის მთლიანობა წარმოსახა.
  • ეკრანიდან განდევნა თეატრისთვის დამახასიათებელი ადგილის,  დროის  და მოქმედების ერთიანობა. რევოლუცია მოახდინა კადრების კონსტრუქციაში.
  • პირველმა შემოიღო მონტაჟური დაპირისპირება.  პარალელური მონტაჟი და წარსულისკენ უკუქცევა.
  • პირველმა შემოღო მანამდე არარსებული ხელოვნური განათება და სიუჟეტურად გააზრებული შუქ-ჩრდილები.
  • ცალკეული ყოფითი დეტალების და ხედების მონტაჟური წყობის საშუალებით შექმნა კინემატოგრაფიული ატმოსფერო და მისი შესატყვისი განწყობილება.
  • პირველმა გადაიღი კომპოზიციური კადრები უშორესი ხედიდან.
  • მოძრაობით გადაღებული კინემატოგრაფიული გამოსახულება ნაჭრებად დააქუცმაცა და მონტაჟის საშუალებით კინემატოგრაფიული ტემპო-რიტმი შექმნა.
  • აზრი მიანიჭა ახლო ხედს.
  • პირველად გადაიღო რაკურსული პანორამა საჰაერო ბურთიდან.
  • მასა კინოწარმოებაში მოქმედ სახალხო კრებულად აქცია.
  • საფუძველი ჩაუყარა გრანდიოზული მასშტაბის,ისტორიული, კოსტუმირებული ფილმების ეკონომიურ დაგეგმვასა და წარმოებას.

 
Continue reading

დევიდ იუორკ გრიფითი

აღმაფრენა და დაცემა

ამერიკული კინოს ფუძემდებელი დევიდ იუორკ გრიფითი დაიბადა 1875 წ-ს სამხრეთ ამერიკაში, კენტუკის შტატის ქალაქ ლა გრანჯში. მამამისი ექიმი ჯეიქ გრიფითი სამოქალაქო ომის პოლკოვნიკი,კონფედერანტების არმიის ცხენოსანთა ნაწილს მეთაურობდა. ჯეიკ გრიფითმა , მედიცინის გარდა კარგად იცოდა ლიტერატურა და შეექსპირის შემოქმედების შესახებ ლექციეებსაც კითხულობდ, როდესაც გარდაიცვალა დევიდი ათი წლის იყო.უსახსროდ დარჩენილ ოჯახი ჯერ პატარა ფერმაში გადასახლდა. ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ კი ქალაქ ლუიზვილში.

პირველ ხანებში დევიდი იქ საგალანტერიო , შემდეგ კი წიგნების მაღაზიის დახლიდარად მუშაობდა., მაგრამ ნიჭიერ ახალგაზრდას ეს საქმიანობა არ აკმაყოფილებდა. მან ნოქრობას რეპორტიორის პროფესია ამჯობინა და გაზეთ “კურიერ ჯორნელში” მასალების გამოქვეყნებას მიჰყო ხელი. 1897წლიდან დეივიდ გრიფითმა პროვინციულ თეატრში მსახიობობა დაიწყო და ათი წლის განმავლობაში მოგზაურ დასში იმყოფებოდა. სამსახიობო ხეტიალის პერიოდში იგი თავის მიწა-წყალს ეცნობოდა და ბევრს კითხულობდა. განსაკუთრებით ვიქტორიანული ეპოქის ლიტერატურა იზიდავდა. 1907 წელს მისი პიესა “სულელი გოგონა” ვაშინგტონისა და ბალტიმორის თეატრებში დაიდგა, მაგრამ წარუმატებლობის გამო ორ კვირაში სცენიდან მოხსნეს. პატივმოყვარე და სახელის მოხვეჭას დიდად მოწადინებულ გრიფითს მსახიობობასა და მწერლობაში ბედმა უმუხთლა. ნიჭიერი და ულუკმაპურო სახელსა და სიმდიდრეს ეძებდა, ბოლოს კი ორივე მოიხვეჭა კინოში.,სადაც იგი შემთხვევით მოხვდა.


Continue reading

გოგონა დრაკონის ტატუთი – რუნი მარა

ახალბედა ვარსკვლავი.

რუნიმ როგორც კი ითამაშა ფილმში “გოგონა დრაკონის ტატუთი“, მაშინვე გახდა პოპულარული და საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა.

Continue reading

მასწავლებელი

რა არის იმაზე უკეთესი როდესაც შენ გიყვარს და თავადაც იმსახურებ ბავშვების სიყვარულს, ღიმილიან სახესა და ალერსიან თვალებს. მათზე უკეთესი არაფერია დედამიწის ზურგზე. თითოეულს თავისებური მსოფლმხედველობა აქვს, პატარა ადამიანები მაგრამ ნამდვილი პიროვნებები არიან.

Continue reading