გოგონა დრაკონის ტატუთი – რუნი მარა

ახალბედა ვარსკვლავი.

რუნიმ როგორც კი ითამაშა ფილმში “გოგონა დრაკონის ტატუთი“, მაშინვე გახდა პოპულარული და საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა.

დაიბადა 1985 წლის, 17 აპრილს.(Bedford, N.Y.) სრულწლოვანმა უარი თქვა ოჯახურ (ფეხბურთის) ბიზნესზე და უფროსი დის ქეითის გზას გაჰყვა ჰოლივუდში. 2006 წლიდან მოყოლებული სულ რამდენიმე ფილმში ითამაშა, აღსანიშნავია გახმაურებული ფილმი “The Social Network’s”. ეს ფილმი იყო საფუძველი დევიდ პინჩერის არჩევანისა, სტიგ ლარსონის ტრილოგიის ეკრანიზაციისას, სკარლეტ იოჰანსონსა და რუნი მარას შორის. რეჟისორი მოხიბლულია რუნით.”გოგონა დრაკონის ტატუთი”გადაღებების დაწყებამდე რუნის მოუწია სრული ფიზიკური ტრანსფორმაცია, რასაც არაჩვეულებრივად გაართვა თავი.თუმცა მსხვერპლის გაღება ნამდვილად ღირდა.ლიზბეთის ეკრანული სახის შექმნამ და ფილმის გაქირავებაში გამოსვლამ, მილიონობით თაყვანისმცემელი, სუპერვარსკვლავის სტატუსი და ოსკარის ნომინაცია მოუტანა.

ცოტა რამ ფილმის და წიგნის გმირზეც: ლიზბეთ სალანდერი დიდი უცნაური ვინმეა, მუშაობს “Milton Security” -უსაფრთხოების დაცვის მაღალტექნოლოგიურ ოფისში, თუმცა თანამშრომელთა უარყოფითი დამოკიდებულების გამო ოფისში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დადის. ფერმიხდილი და ანორექსიკი , მუდამ ჩუმად მყოფი ლიზბეთი -უცნაური და გულგრილი,   ყველაში ზიზღსა და უნდობლობას იწვევს. მისი გარდერობი მთლიანად შავი ტანსაცმლისგან შედგება, სამკაულები პირსინგებისა და ტატუებისგან. მისი ლამაზი თვალები მძიმე, შავი მაკიაჟის ქვეშ მომხიბვლელობას კარგავს- მაგრამ დაკვირვებული თვალი მაინც შეამჩნევს მის ტკივილსა და დაუცველობას , თუმც ტასერი და ცრემლსადენი გაზის ბალონი,  საჭიროების შემთხვევაში სულაც თან დააქვს. ამას რა მნიშვნელობა აქვს-არავინ იცის სრული სიმართლე მასზე, სანამ არ დაავალებენ მიქაელ ბლუმკვისტზე გამოძიების ჩატარებას. მისი ცხოვრება მოულოდნელად,  რადიკალურად შეიცვლება…

8 thoughts on “გოგონა დრაკონის ტატუთი – რუნი მარა

  1. რონი არა – რუნი🙂 Rooney Mara🙂 პოსტი ძაან მაგარი იყო🙂

  2. მირჩევნია წავიკითხო ჯერ და მერე ვნახო ფილმი მაგალიტად🙂

    • რონი სხვა სახელია რუნი სხვა სახელი, და საკუთარი სახელები არ ითარგმნება. ასე რომ რუნი და არა რონი. თანაც, რონი ერთია და ისიც უიზლი : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s