დევიდ იუორკ გრიფითი

აღმაფრენა და დაცემა

ამერიკული კინოს ფუძემდებელი დევიდ იუორკ გრიფითი დაიბადა 1875 წ-ს სამხრეთ ამერიკაში, კენტუკის შტატის ქალაქ ლა გრანჯში. მამამისი ექიმი ჯეიქ გრიფითი სამოქალაქო ომის პოლკოვნიკი,კონფედერანტების არმიის ცხენოსანთა ნაწილს მეთაურობდა. ჯეიკ გრიფითმა , მედიცინის გარდა კარგად იცოდა ლიტერატურა და შეექსპირის შემოქმედების შესახებ ლექციეებსაც კითხულობდ, როდესაც გარდაიცვალა დევიდი ათი წლის იყო.უსახსროდ დარჩენილ ოჯახი ჯერ პატარა ფერმაში გადასახლდა. ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ კი ქალაქ ლუიზვილში.

პირველ ხანებში დევიდი იქ საგალანტერიო , შემდეგ კი წიგნების მაღაზიის დახლიდარად მუშაობდა., მაგრამ ნიჭიერ ახალგაზრდას ეს საქმიანობა არ აკმაყოფილებდა. მან ნოქრობას რეპორტიორის პროფესია ამჯობინა და გაზეთ “კურიერ ჯორნელში” მასალების გამოქვეყნებას მიჰყო ხელი. 1897წლიდან დეივიდ გრიფითმა პროვინციულ თეატრში მსახიობობა დაიწყო და ათი წლის განმავლობაში მოგზაურ დასში იმყოფებოდა. სამსახიობო ხეტიალის პერიოდში იგი თავის მიწა-წყალს ეცნობოდა და ბევრს კითხულობდა. განსაკუთრებით ვიქტორიანული ეპოქის ლიტერატურა იზიდავდა. 1907 წელს მისი პიესა “სულელი გოგონა” ვაშინგტონისა და ბალტიმორის თეატრებში დაიდგა, მაგრამ წარუმატებლობის გამო ორ კვირაში სცენიდან მოხსნეს. პატივმოყვარე და სახელის მოხვეჭას დიდად მოწადინებულ გრიფითს მსახიობობასა და მწერლობაში ბედმა უმუხთლა. ნიჭიერი და ულუკმაპურო სახელსა და სიმდიდრეს ეძებდა, ბოლოს კი ორივე მოიხვეჭა კინოში.,სადაც იგი შემთხვევით მოხვდა.



ერთხელ ძველი ნაცნობი დევიდსონი შეხვდა, რომელმაც შესთავაზა კინოსთვის პატარა მოთხრობები დაეწერა. “კარგ პიესაში 15 დოლარს იძლევიან,არ იწყინოთ ჩემო კარგო, ეს წიმნადადება ურიგო არ არის.”. ამ უცაბედი შეხვედრის შემდეგ 1907 წლიდან გრიფითი ფირმა “ბიოგრაფის” კინოსტუდიაში მსახიობობას იწყებს. მისვლისთანავე მისცეს როლი, თუმცა უხვად დადებულ გრიმსა და სათანადო ტანსაცმლის წყალობით, იგი გიჟად ჩათვალეს. სულ მოკლე ხანში “ბიოგრაფის” ხელმძღვანელობამ გრიფითს რეჟისორობა შესთავაზა. იქ მუშაობის ხანს გადაიღო ოთხასამდე პატარა ფილმი. შემოქმედების პირველ პერიოდში აღსანიშნავია გრიფითის მუშაობა მსახიობებთან მერი პიკფორდი,მარკ
სენეტი
,ნორმა ტოლმეჯი და სხვა.

შემოქმედების მეორე პერიოდში დევიდმა გადაიღო უამრავი ფილმი. “შეუწყნარებლობა” გრიფითის ერთ-ერთი სარეჟისორო მიღწევაა.ამ ფილმით იწყება კინოხელოვნება, არა მარტო ამერიკის არამედ მთელი კინომატოგრაფიული სამყაროსთვის.

გრიფითს მოღვაწეობის მესამე პერიოდში ახალი არაფერი უთქვამს, ხელოვნებამ მედროვეობა არ აპატია. მას შემდეგ გრიფითი უმუშევარი იყო. მის მიერ გადაღებულმა ბოლო ხმოვანმა ფილმებმა ვერ მოიპოვა წარმატება. სამუშაოს აღარ აძლევდნენ და თვითონვე მიხვდა თავის შემოქმედებით უუნარობას. ბევრს სვამდა, მეტისმეტად ნერვიული და გაღიზიანებული გახდა.

1948 წელს გარდაიცვალა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s