კინოს მართლწერის შექმნა

წინა პოსტშიმოგიყევით დევიდ გრიფითის ბიოგრაფიის შესახებ. აქ კი მოგითხრობთ, თუ რა დამსახურება მიუძღვის მას კინოს განვითარების ისტორიაში.

  • პირველმა შემოიღო რეპეტიციები კინომსახიობებთან.
  • შემოიტანა შუა ხედი ეკრანზე, სცენისა და ეპიზოდის მთლიანობა წარმოსახა.
  • ეკრანიდან განდევნა თეატრისთვის დამახასიათებელი ადგილის,  დროის  და მოქმედების ერთიანობა. რევოლუცია მოახდინა კადრების კონსტრუქციაში.
  • პირველმა შემოიღო მონტაჟური დაპირისპირება.  პარალელური მონტაჟი და წარსულისკენ უკუქცევა.
  • პირველმა შემოღო მანამდე არარსებული ხელოვნური განათება და სიუჟეტურად გააზრებული შუქ-ჩრდილები.
  • ცალკეული ყოფითი დეტალების და ხედების მონტაჟური წყობის საშუალებით შექმნა კინემატოგრაფიული ატმოსფერო და მისი შესატყვისი განწყობილება.
  • პირველმა გადაიღი კომპოზიციური კადრები უშორესი ხედიდან.
  • მოძრაობით გადაღებული კინემატოგრაფიული გამოსახულება ნაჭრებად დააქუცმაცა და მონტაჟის საშუალებით კინემატოგრაფიული ტემპო-რიტმი შექმნა.
  • აზრი მიანიჭა ახლო ხედს.
  • პირველად გადაიღო რაკურსული პანორამა საჰაერო ბურთიდან.
  • მასა კინოწარმოებაში მოქმედ სახალხო კრებულად აქცია.
  • საფუძველი ჩაუყარა გრანდიოზული მასშტაბის,ისტორიული, კოსტუმირებული ფილმების ეკონომიურ დაგეგმვასა და წარმოებას.

 

კინოენის სინტაქსის გენიალური გამომგონებელი.

გრიფითი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მსახიობის გარეგნულ მხარეს.  თუ ადამიანს შეატყობდა კინომსახიობის თანდაყოლილ ნიჭს და მისი გარეგნული მონაცემებიც მოხიბლავდა ფილმში იღებდა.  გრიფითს მიაჩნდა, რომ თეატრის მსახიობი კინოში გამოუსადეგარია. მიაჩნდა რომ მსახიობის მოქმედება გადასაღებ მოედანზე ბუნებრივი აქტი უნდა ყოფილიყო და არა  მხატვრული პოზა. ამრიგად განმტკიცდა ტიპაჟის მყარი ადგილი კინოხელოვნებაში,  დაკანონდა არაპროფესიონალის სრულუფლებიანობა.  ეს მოვლენა არ იყო შემთხვევითობა-ეს კინოს სპეციფიკას სჭირდებოდა, რასაც კარგად აუღო ალღო გრიფითმა.

კინონაწარმოებში გმირის  ხასიათი  მისი თვალებით და გამომეტყველებით იძერწება, ვინაიდან რეჟისორი  მუნჯი კინოს მსახიობის ძირითად თავისებურებას თვალების გამომეტყველებაში ხედავდა, მოისურვა უფრო თვალნათლივ ეხილა მაყურებელსაც გმირის შინაგანი განცდა. სწორედ ამ მიზნით 1908 წელს, ფილმ “ოქროს გულისთვის” გადაღებისას კინოაპარატი მსახიობებს მიუახლოვა. კინონაწარმოები ჯეკ ლონდონის, ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციას წარმოადგენდა.  შემდგომში ამ ხერხს შუა ხედი უწოდეს.

უდიდესი წარმატება ხვდა ფილმს  “ნაციის დაბადება”.  სხვადასხვა წერტილებიდან გადაღებული კადრების საპირისპირო წყობა,   დაძაბული და აჩქარებული პარალელური მონტაჟი, კინომეტაფორა (ადამიანთა მასიურ  სვლასთან ერთად, აჩქარებული მდინარის ჩვენება), უშორესი ხედი, მასობრივი სცენები,  გრანდიოზული მასშტაბის დეკორაციები-მაგრამ ეს ტექნიკური მიღწევები არ შველის “ნაციის დაბადება”-ის უსუსურ მსოფლმხედველობას. გრიფითის შეზღუდულ რასობრივ აზროვნებას (“ცხოვრების სასტიკ ბრძოლაში ძლიერი სუსტს ანადგურებს ანუ თეთრკანიანებს უფლება აქვთ მოსპონ შავკანიანები ,რადგან ზანგები მდაბიო რასას წარმოადგენენ), ბევრი თანამოაზრე გამოუჩნდა. თუმცა იგი დაადანაშაულეს ათი მილიონი ამერიკელის წინასწარ განზრახულ დამცირების ცდაში, ინტილიგენციამ ზურგი აქცია. მაგრამ ამავე დროს კინოთეატრის სალაროებთან თვეების განმავლობაში არ ილეოდა რიგი.  ამ ფილმის გადაღებაზე  გრიფითმა მთელი თავისი ქონება და კრედიტით აღებული თანხაც 100. 000 დოლარი ჩადო მოგებამ კი 20 მილიონს მიაღწია.

1916 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი  “შეუწყნარებლობა”.  პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებამ ფილმი  გრიფითის აღსარებად მიიღო. ამ დიდ ეკრანულ ტილოში მან ადამიანთა შეუწყნარებლობის მიზეზით გამოწვეული ბოროტება, მკვლელობა და უსამართლობა წარმოსახა. ფილმი შედგება ოთხი ნაწილისგან:

“დედა და კანონიერება”

“ბაბილონის დაცემა”  

“ბართლომეს ღამე” 

“ქრისტეს ვნებანი” –  მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდებში სტილისტური აღრევა შეიმჩნევა, ამბები არა თანმიმდევრობით, არამედ ნაწყვეტებად, დახვეწილი რიტმულ-მონტაჟური წყობით მიედინება  “შეუწყნარებლობა” გრიფითის გენიალურ გამოგონებათა შემაჯამებელი ფილმი გახდა. ამ ფილმით იწყება კინოხელოვნება, არამარტო ამერიკის, არამედ მთელი კინემატოგრაფიული სამყაროსთვის. მისმა გამოყენებულმა მხატვრულმა ხერხებმა, კინო ხელოვნების მეშვიდე დარგად აქცია.

Advertisements

4 thoughts on “კინოს მართლწერის შექმნა

    • აუ როგორ მიხარია იცი? როგორც წესი ასეთ პოსტებზე არანაირი რეაქცია არააა ხოლმე

      • არა რატომ, “პირველებზე” პოსტები მე ძალიან მაინტერესებს ხოლმე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s