შეუწყნარებლობა

სრულიად უცხო წრეში მოხვედრილს დამაინტერესებს საუბარი ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და ფერწერაზე, თეატრზე. პოლიტიკაზეც ვისაუბრებ და სხვა უამრავ მეტ-ნაკლებად საინტერესო თემაზეც.

ორიოდე კვირის წინ 24 საათის გატარება მომიხდა ერთ-ერთი კლინიკის 5 საწოლიან პალატაში. (გამოცდილების გამო) განვსაზღვრე,რომ იქ შეკრებილ საზოგადოებასთან საერთო ენას ვერ გამოვნახავდი, წავიღე ჩემი საყვარელი წიგნი და გადავწყვიტე, თუ რამეს შემეკითხებიან ვუპასუხებ-თუ არადა ხმასაც არ ამოვიღებ მეთქი.

თქვენის აზრით რაზე ისაუბრებს ერთ ოთახში შეკრებილი 5 (-1 მე) ქალი?

ჯერ დაიწყეს ერთმანეთის ოჯახური მდგომარეობის გარკვევა. ქმარი გყავს? შვილი რამდენი? გოგო თუ ბიჭი? ორი ბიჭი? რა საშინელებაა, მე მარტო ეს მყავს და მეორეს არ გავაჩენ, ისიც რომ ბიჭი იყოს ხომ თავი უნდა მოვიკლა. ამის ნაცვლადაც გოგო მინდოდა, 5 თვემდე მეუბნებოდნენ გოგოა და მაგიტომ არ გავიკეთე აბორტი. (არ დაგავიწყდეთ ამას ამბობს საკუთარ 7-8 წლის ბავშვის თვალწინ, რომელსაც 2 საათის გაკეთებული აქვს გლანდების ოპერაცია და თავს საშინლად გრძნობს).

ყველა ქალი არ არის დედობის ღირსი.

მეორემ შეაშველა გენიალური იდეა – მაშინ არ იყო კარგი ექოსკოპიის აპარატები, ეხლა 3d-ში ხედავენ და არ შეეშლებათ, თუ რამეა და მერე გაიკეთებ აბორტს. (თავის შეკავება მიჭირს, მაგრამ სჯობს ჩუმად ვიყო).

მესამე ერთ ხანს ჩუმად უსმენდა , კითხვა რომ დაუსვეს სასწრაფოდ გადმოაფრქვია მარგალიტები – იცი, მე ორი გოგო მყავს, მაგრამ ჩემი ქმარი გაგიჟებულია ბიჭი ისე უნდა, ოღონდ გოგონა, რომ იყოს აბორტს გამაკეთებინებს, ისე მესამე გოგოსაც სიამოვნებით ვიყოლიებდი.

აქ ვეღარ მოვითმინე და ერთი კითხვა მაინც დავუსვი.-კი მაგრამ ეს გამაკეთებინებს რას ნიშნავს? გაიძულებს?
-აბა რას იზავს. ქმარია და ყველაფრის უფლება აქვს! მომიგო ხაზგასმით. დავმუნჯდი. ოღონდ არა იმიტომ რომ პასუხი ვერ გავეცი, არამედ გაოგნებულს ენა ჩამივარდა. -მე გავეყრებოდი და მაინც იმას გავაკეთებდი რაც მსურს. ჩავილაპარაკე მის გასგონად და ჩემს წიგნს მივუბრუნდი. აღარც მომისმენია მათი საუბრისთვის. როდესაც 25-30 წლის ქალებს ჰგონიათ რომ ეს ნორმალურია, კამათს რა აზრი აქვს, აქეთ გამოხვალ უბირი და შეუგნებელი.

არა, ასეთებთან საუბარი არ გამომდის…

Advertisements

9 thoughts on “შეუწყნარებლობა

  1. ძალიან მომეწონა პოსტი ❤

    მართლა მარაზმია: )) იცი, ზოგჯერ ვფიქრობ რამე ლიცენზია უნდა იყოს აუცილებელი ოჯახის შექმნისთვის – ფსიქოლოგიური ტესტით და ა.შ :დ ბავშვი შემეცოდა ჯერ ერთი, ამას რომ თავი დავანებოთ ეს ჩმორული მენტალიტეტი გვღუპავს და ყველაფრის ძირი ინტელექტის ნაკლებობაა:((

    • ეს მონური მორჩილება და იდიოტური კმაყოფილება , რომ ვიღაც რაღაცას გაიძულებს და ამის უფლება აქვს..
      არ ვიცი რა სიტყვებით დავწერო რომ შეურაცყოფაზე არ გადავიდე.

      ვისაც მოსწონს მონის როლში ყოფნა და არც წუხს ამაზე + ბედნიერია და სრულიად უცხო ხალხთანაც სიამოვნებით აცხადებს… დაე, იყოს, იმედია ოდესმე მაინც აეხილებათ დაბრმავებული თვალები.

      • აქ მარტო მონური მორჩილება არ ჩანს. აქ უინტელექტობა, ვერ-აროვნება ჩანს. რამ გადარია ეს ხალხი. არადა არსებობს ხალხი, რომლებსაც საკუთარი შვილის ყოლა საოცნებო აქვთ და ასეთ დაუნახავებს ეძლევათ დედობის ბედნიერება. .

      • კიდევ ბევრი სახელი ქვია ამ ყველაფერს , თავს ვიკავებ უბრალოდ , თორემ თუ დავიწყე ღრმა საუბარი ამ თემაზე დაუკრეფავშიც გადავალ:)

  2. და რამდენია ეგეთი?? ღმერთო ჩემო როგრო უნდა თქვა ბავშვთან არ გავაჩენდიო, მართლა ვერაა ეს ხალხი!

  3. tamu ra gitxra ritgagaxaro?dae iyvnen bednierebi ise rogorc undat!egeti xalxi mets arc imsaxurebs.patara martla semecoda.ara mainc ra marazmia ara?ver azrovnebs es xalxi,mecodebian.martla ogond

  4. ვაიმეეეე, ცუდად გავხდი 😐 ასეთი არაადამიანები საიდან ჩნდებიან 😦 ჭიამარია მართალია – იუნტელექტო ხალხია, რომლებსაც ჭამისა და სექსის გარდა ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ 😦 სტერილურები უნდა გახადო ასეთი ქალებიც, კაცებიც და თავში ქვა უხლიათ. არ არიან შვილების ღირსები :@ 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s