ნაკვალევი

სახეზე თბილი სისხლის შხეფები შეესხა და გამოფხიზლდა. გაკვირვებით დახედა, მის წინ საყვარელი მეუღლის დასახიჩრებული გვამი ეგდო, ხელში კი სამზარეულოს დანა ეჭირა.
-ღმერთო!!!

თვალწინ საქანელასავით დაუტრიალდა ყველაფერი. აი, თავად სულ პატარაა, მამა კი დედას ეჩხუბება, უყვირის, აგინებს, ბოლოს ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადის. (მამის დუჟმორეული სახე და გაცოფებული თვალები, მუდამ ეხსომება). მისი საბრალო დედა, კი პატარა მუშტით ტუჩიდან სისხლს და თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა.

ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, მოძალადე მამის ხელში იზრდებოდა.

სხვანაირი ვერც იქნებოდა. მოძალადე ოჯახებში, მოძალადე ბავშვები იზრდებიან.

სხვა კადრებმაც გაურბინეს თვალწინ: ერთ დილას საბავშვო ბაღში წასვლამდე, საუზმეს მიირთმევდნენ. შემთხვევით ფინჯანი გაუვარდა, მდუღარე ჩაი მამას გადაესხა, მეტლახი კი ნამსხვრევებით მოიფინა. განრისხებული წამოდგა მამა, მუშტი უსიტყვოდ მოუქნია უმწეო ბავშვს. იატაკზე ნამსხვრევების ასაკრებად დაჩოქილი დედა სასწრაფოდ წამოდგა და ბავშვს გადაეფარა. მასაც მოხვდა მძიმე მუშტი. თავს არასოდეს იცავდა დედა, მაგრამ შვილის დაჩაგვრა ვერ აიტანა, შეეკამათა მეუღლეს:
-რა მოხდა, შენ არ მოგსვლია?

მოძალადე ოჯახებში, მოძალადე ბავშვები იზრდებიან.

მოძალადე ოჯახებში, მოძალადე ბავშვები იზრდებიან.

კაცს წინააღმდეგობა განსაკუთრებით ახელებდა.

ბოღმისგან გონებადაბნელებულ კაცს, ჭკუა არ მოეკითხებოდა. სასიკვდილოდ ცემა ცოლი. გონს რომ მოვიდა სამზარეულოს იატაკზე დაგდებულ ქალს სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა. შვილი კი ოთახის კუთხიდან დაუფარავი სიძულვილით შესცქეროდა.

ერთ დღეს…
ერთ შუადღეს…
ერთ საღამოს…
რომელი ერთი გაიხსენოს, ის გამუდმებით უმზერდა, როგორ ძალადობდა მამა ოჯახის წევრებზე.

ეხლა თითქოს დეჟავუ ჰქონდა.
რისიც მუდამ ეშინოდა.
რაც ეზიზღებოდა.
რამაც გაუმწარა მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა.
რის გარეშეც ყველაზე მეტად სურდა ცხოვრება.

ძ ა ლ ა დ ო ბ ა – მისდა შეუმჩნევლად მოძალადედ ქცეულიყო.

ფრთხილად შეეხო მაჯაზე ქალს, თითზე საქორწინო ბეჭედი გაბრწყინდა. პულსი არ ესინჯებოდა.
გულზე მიადო თავი, გული არ უცემდა.

და მკვლელად.

ოთახს ჩვილის ჩხავილი აყრუებდა.

Advertisements

7 thoughts on “ნაკვალევი

  1. დამბურძგლა 😦 ამიტომ ვერ ვამართლებ ამ დროს ქალს, ადექი და წადი რა:/ ნუ მიაყენებ ბავშვს ტრამვას

    • ზუსტად მიხვდი კარამელო, რისი თქმაც მინდოდა. სამწუხაროდ ბევრ ოჯახებში ხდება კიდევ უარესები და მაინც მონებივით ითმენენ ყველაფერს.

    • 😦 ჰო უნდა წახვიდე, კი ამბობენ წასასვლელი არსად გვაქვსო, მაგრამ ასეთ ცხოვრებას სჯობს ქუჩაში რაღაცეები ყიდო, თავი გაიწვალო და მშვიდად იყო შენც და შვილი 😦 ძნელია ასე გადაწყვეტა შორიდან, მაგრამ მგონი სჯობს 😦

      • ვიცი რომ ძნელია, არ ვამბობ რომ ადვილია, მაგრამ ჯერ რა დამცირებას და ტკივილს იტან. თან არ არსებობს პრობლემა რომელსაც შენი შვილების გულისთვის ვერ მოაგვარებ, სტრიპტიზიორად ვიმუშავებ და ბავშვებს ცხოვრებას ვერ დავუნგრევ რა.

        სოფლებშია ძირითადად ასეთი აზროვნება, თან განათხოვარი ქალის სახელს ერიდებიან, თან უფრო ძნელია ბავშვების რჩენა… მოკლედ არაა ადვილი ნამდვილად.

      • აბსოლიტურად გეთანხმები, მაგრამ არის ქალების კატეგორია, ვინც სულიერად ძალიან სუსტია. მე ვიცნობ ასეთებს და ამიტომაც ვთქვი ეგ მიზეზი. სხვათაშორის, მხოლოდ ძალადობის შემთხვევაში კი არა ღალატის შემთხვევაშიც უნდა წამოვიდეს ქალი ქმრისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაშჳ ბავშვებისათვის ღალატი ჩვეულებრივი ამბავი ხდება

      • ღალატის შემთხვევაში უკვე საკუთარ თვზე უნდა იფირქო, ბვაშვები ან გაიგებენ/მიხვდებიან ან ვერა. ასე რომ საკუტარ თვითშეფასებას და ნერვებს დებ სასწორზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s