უსახლკარო

წლების მანძილზე ვხედავდი…
ხან ყოველდღე, ხანაც თვეში ერთხელ.
ხანდახან კარებზე მომიკაკუნებდა, ბავშვებს მოიკითხავდა, ეთამაშებოდა.
საოცარი ადამიანი იყო.

სანამ სახლი ჰქონდა ჩემს მეზობლად, უფრო ბედნიერი იყო. ერთადერთი რაც მას გააჩნდა, თავზე ჭერი ჰქონდა, თუმცა წაართვეს, ქუჩაში გააგდეს, უსახლკაროდ აქციეს.

და ისიც დაეხეტებოდა, დარდს სასმელში ახრჩობდა.

ბოლოს როდის ვნახე?!
ორიოდე კვირის წინ მომიკაკუნა ჭიშკარზე, რაღაცის თქმა სურდა. კარი გავაღე და სახეში სასმელის და სიბინძურის სუნი მეცა, ეტყობა შეამჩნია როგორ დამეღრიჯა სახე-პირი. ერთ საათში მოვალო გაურკვევლად ჩაიბურტყუნა და უგზო-უკვლოდ გაქრა.

ვფიქრობდი რა საზიზღარი ვარ მეთქი, ადამიანი ხომ ცხოველზე უარესი პირუტყვია, მეც არ გამოვირჩევი ამ შეუწყნარებელი მოდგმისგან, მეც ხომ ადამიანი ვარ.
ორი კვირის განმავლობაში სულ ორჯერ ჩავფიქრდი, როგორ მოვუკალი გული ადამიანს, რომელიც სიხარულით მესალმებოდა ,მომიკითხავდა… ალბათ ის კარგი დროც ახსენდებოდა მეზობლად რომ ვცხოვრობდით.

დარწმუნებული ვარ სინდისის ქეჯნა არასოდეს შემაწუხებდა ამის გამო, არც თავს დავიტანჯავდი და თვითგვემას მივეცემოდი, გუშინ სამწუხარო ამბავი, რომ არ გამეგო.

-მართლა არ გაგიგია? გუშინ პატრულშიც გამოაცხადეს, მორგში ასვენია და უპატრონოთა სასაფლაოზე დაკრძალავენ…

ბედის ირონიით მას ბევრჯერ უთქვამს, “რომ მოვკვდები ხომ დამიტირებო?!”
ამქვეყნად მოკეთე არავინ არ ჰყავდა.
ღმერთმა გაანათლოს შენი სული თამაზ!

Advertisements

3 thoughts on “უსახლკარო

  1. გული მომეწურა :(((((

    ქუჩაში, მოწყალების მომლოდინე მოხუცებს რომ ვხედავ, სულ ერთი რამ მეფიქრება – ოდესღაც ისინიც ხომ ცხოვრობდნენ, უხაროდათ, უყვარდათ, გეგმებს აწყობდნენ, პროფესია ჰქონდათ, ოჯახიც ალბათ, შვილები… და ნამდვილად არ ფიქრობდნენ, ასეთ შავ დღეში რომ ჩავარდებოდნენ.

    ჯანდაბას 😦 არავინ იცის, რა ელის.

  2. 😦 საწყალი. ყოველთვის გული მტკივა ასეთ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრებას ვერ მოერივნენ:( ალბათ არც ჩვენ, ადამიანები არ დავეხმარეთ ამ ჭიდილში 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s