სტრესი

თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებული ტემპი აიძულებს ადამიანს გამოსცადოს წარმოუდგენელი ნერვული დაძაბულობა. იმისთვის რომ არ ჩამოვრჩეთ, ჩვენს ირგვლივმყოფებს, თითოეული ჩვენგანი ვებმებით ფერხულში სახლი -სამსახური. მივილტვით შევქმნათ საკუთარი კომფორტი მატერიალური სიკეთის ხარჯზე. ბინა ძვირფასი ევრორემონტით, თანამედროვე ავეჯი, ავტომობილი, დანაზოგი თანხა საბანკო ანგარიშზე – ეს ყველაფერი ცუდი არაა, მაგრამ გამუდმებული გადატვირთულ და დაძაბულ რეჟიმში ყოფნა ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

ნერვული გამოფიტვა, დეპრესია, გულის აცრუება, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა.
და ვზივართ ანთებული სიგარეტით და ჩამქრალი თვალებით…
დიახ, ეს სტრესია.

როგორ დავიცვათ თავი სტრესის უარყოფითი შედეგებისგან?

პირველ რიგში შეგახსენებთ რომ ჯანსაღ ორგანიზმს სტრესი ვერაფერს დაააკლებს. ხოლო შემდეგ რჩევებსაც თუ გავითვალისწინებთ ის ნამდვილად ვერ მოგვერევა.

  • რეგულარული ვარჯიში არანაკლებ 30 წუთისა.
  • ალკოჰოლის, კოფეინის და თამბაქოს მიღებაზე უარის თქმა.
  • სრულყოფილი დასვენება.
  • სტაბილური სასიცოცხლო ღირებულებანი –

ეს ყველაფერი გვიცავს სტრესის უარყოითი შედეგებისგან , მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც

 

შეეცადეთ იპოვოთ კარგი ყველაფერში...

პოზიტიური აზროვნებაა – წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც თავსხმა წვიმაში გამწარებული და დაბოღმილი მიდის სამსახურში. იქვე კი ბავშვები სიხარულით თამაშობენ წყლის უზარმაზარ გუბეებში და არაფრათ არ აგდებენ უამინდობას. გარემოება ერთი და იგივეა-დამოკიდებულება განსხვავებული. ცხოვრება გვაძლევს არჩევანის საშუალებას. ნუ დააყოვნებთ მიიღეთ გადაწყვეტილება და დატკბით ცხოვრებით იმ სიტუაციაში რომელიც შეგექმნათ. ნაცვლად წუწუნისა საკუთარ ბედზე, შეეცადეთ იპოვოთ კარგი ყველაფერში. გიხაროდეთ მზიანი დღეცა და უამინდობაც. გაუღიმეთ საკუთარ ანარეკლს სარკეში და შემდეგ სხვებსაც. შეისუნთქეთ ყვავილების სურნელი, შეიგრძენით ნაწვიმარი ქუჩების არომატი, ეთამაშეთ ბავშვებს. ცხოვრებისადმი ამგვარი მიდგომა არ მოითხოვს დანახარჯებს, აუმჯობესებს განწყობას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე “რადგანაც, როგორც ის ფიქრობს თავის სულში ისეთია იგი “

4 thoughts on “სტრესი

  1. ყველაფერს ვერ დავეთანხმები, მაგრამ… სტრესი მართლა ცუდი რამეა(

    • უეჭველი თამბაქოს გარეშე ცხოვრებას, არ ეთანხმები-მაგრამ ჩემი მოგონილი არ არის. ფსიქოლოგების დასკვნაა.

      • “ფსიქოლოგის დასკვნა” ზოგადად აქსიომა არ არის, თანამ ფსიქოლოგებმა ყველა კარტი რომ გაგვიხსნან კლიენტები აღარ ეყოლებათ:პ

  2. მე კოფეინს ვერ დავთმობ :დ:დ ისე კი ვდიობ ყველაფერში კარგი დავინახო, ოპტიმისტი ვარ:) ნუ, რა ვიცი ხანდახან არ გამომდის:/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s