თამაშები რომელმაც შემზარა

ბოლო ფურცელიც სულმოუთქმელად ჩავიკითხე და წიგნი დავხურე.
დილის 02:30, ბარბაცით მივდივარ საწოლისკენ, დღევანდელი დღე თვალწინ მიტრიალებს, სოფი , ფესტივალი, წიგნები, წიგნები, წიგნები… “შიმშილის თამაშები”.

ჯერ კიდევ სამარშრუტო ტაქსში გადავშალე და სრულიად უცნობ,შემზრავ სამყაროში გადავეშვი. რამენიმე საათი შეუსვენებლივ ვკითხულობდი, გული გამალებით მიცემდა. აი, ქეთნის ევერდინი ვარ და ძალიან პატარა ვებმები ცხოვრების ორთაბრძოლაში. მამა თვალწინ ტრაგიკულად მეღუპება, დედა თვალგაშტერებული ვეღარც აზროვნებს და მე, 11 წლიდან მე მიწევს ოჯახის გამოკვება. ვსწავლობ საჭმელად ვარგისი ბალახების გარჩევას, ხაფანგების დაგებას, ნანადირევის საკვებსა და სხვა საჭირო ნივთებში გადაცვლას.

ირგვლივ უიმედობა, შიში და სიკვდილია…

მე ნელ-ნელა ვიზრდები და მიუხედავად იმისა რომ მამაჩემის დაღუპვისთანავე, ისედაც სასიკვდილო თამაშში ვარ ჩართული, ეხლა რეალურად ჩემი დრო დგება. მე ვიბრძვი გადარჩენისთვის და სიკვდილს თვალებში ვუყურებ…

და შეშინებულს მეღვიძება…

ვერ მივხვდი ავტორს ამ წიგნით რისი თქმა სურდა, თუმცა თუ კარგად ჩავუღრმავდები სიუჟეტს იქნებ პარალელებიც გავავლო წიგნის ფენტეზსა და დღევანდელ რეალობას შორის.

პ.ს დასაჯერებლად რთულია კომპიუტერების, აიფონებისა და იოტა რიდერების ეპოქაში ადამიანებს ლუკმა-პური ენატრებოდეთ. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში სამწუხარო სინამდვილეა…

Advertisements

5 thoughts on “თამაშები რომელმაც შემზარა

  1. აი ვგრძნობდი რომ რაღაცა ეგეთი იქნებოდა. იშვიათდ არის ხოლმე რომ რასაც სათაურიდან ვფიქრობ ის აღმოჩნდეს ხოლმე. “იდიოტი” ვაფშე სხვა პონტი მეგონა და სულ სხვანაირი ღმოჩნდა ბოლოს:დ კაროჩე ჩავამატე წასაკითხ წიგებში ეგეც 😉

  2. ჩემებმა სხვა წიგნები იყიდეს, ფესტივალზე, არა უშავს მექნება ფული და მევე ვიყიდი. უკვე მერამდენე პოსტს ვკითხულობ და ძალიან მაინტერესებს. 🙂

  3. ძალიან მაინტერესებს ეს წიგნი აუცილებლად ვაყიდვინებ დედას

  4. ამ ტრილოგიამ მომკლა მე 😀 არა თუ არ მომკლა რამდენიმე წელი ჩამომაკლო მაინც:D

  5. ამ წიგნს აუცილებლად ვიყიდი ხვარ წიგნის ფესტივალზე 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s