Archive | ივნისი 2012

ზაფხული – 2012, საცურაო კოსტუმები, მოდელები და ტრენდები

ფერები

2012 წლის საცურაო  კოსტიუმების ფერთა გამა არის მზიანი,  ფერადი და მშვენიერი.  ამ სეზონზე დიზაინერებმა ძირითადი აქცენტი ყვითელი ფერზე და მის გარდამავალ ტონებზე გააკეთეს.

ყვითელი

ყვითელი და ციტრუსის ტონალობები ამ სეზონის უდავო ფავორიტია.

Continue reading

Advertisements

როგორ დავიცვათ თავი მზეზე გარუჯვის დროს

ათასწლეულების მანძილზე მზის შუქი ითვლებოდა სიცოცხლის წყაროდ. თუმცა მრავალგვარ სიკეთესთან ერთად, არ უნდა დავივიწყოთ რომ ზიანის მოტანაც შეუძლია, არასწორად (გადაჭარბებულად) მიღების შემთხვევაში.

მ ა ლ ე

დამთავრდა ერთ თვიანი ნერვიულობა, საბუთებით და პასპორტებით სირბილი. ვიზები ჩარტყმულია, ბილეთები ნაყიდი. ე.ი. დამრჩა ბარგის ჩალაგება და ლოდინი.

ჩემი მრავალწლიანი მონატრება, მარტოობა, უკანასკნელ დღეებს ითვლის. მალე ჩემთვის ძვირფას ადამიანებს კვლავ შევხვდები, ჩავეხუტები, ერთად ვისაუზმებთ, ვიცინებთ, ვისაუბრებთ…

ჩაეხუტეთ თქვენს გვერდით მყოფ ძვირფას ადამიანებს, ეს ღმერთის საჩუქარია.

ფეხით მოვივლი იერუსალიმის ძველ ქალაქს, გოდების კედელში ჩემს იდუმალ სურვილებს ჩავტოვებ, ვიტივტივებ მკვდარ ზღვაში, იუდეის უდაბნოზე გადმომდგარ მასადის ციხეს მოვინახულებ, უფლის საფლავის ტაძართან ჩამოვჯდები, იორდანის ტალღებს გავატან სევდას და გოლგოთის მთის კალთაზე, ერთხელ კიდევ ჩავფიქრდები ცხოვრებაზე.

რამდენი გეგმები მაქვს, მთავარი კი მაინც ადამიანები არიან, ჩემი სისხლნი და ხორცნი.

უერთმანეთოთ გატარებულ წლებს 5 კვირა გაუმკლავდება ნეტავ?

სერგეი ეიზენშტეინი – ჯავშნოსანი პოტომკინი

სერგეი ეიზენშტეინი დაიბადა რიგაში 23.01.1898 (ლატვია). მამამისი, მიხეილ ეიზენშტეინი, ებრაული წარმოშობის გერმანელი ინჟინერი იყო, დედა-ჯულია, რუსი ჰყავდა. გარდაიცვალა 11.02.1948, მოსკოვი.

რუსული კინოს პირველი საერთაშორისო აღიარება სერგეი ეიზენშტეინის სახელთანაა დაკავშირებული. მისი შედევრი “ჯავშნოსანი პოტომკინი” ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე, 1958 წელს, მსოფლიო კინოხელოვნების ყველა დროსა და ყველა ქვეყნის 12 საუკეთესო ფილმს შორის, პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

სერგეი ეიზენშტეინი

Continue reading

სიგარეტის კვამლი

მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტის მოწევა საზღვარგარეთის მოსახლეობის უდიდესმა პროცენტმა მიატოვა,საქართველოში იგივე ტენდენცია სამწუხაროდ არ შეინიშნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვინაიდან არამწეველები უმცირესობაში არიან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), უწევთ პასიური მწეველის ამპლუაში ყოფნა, რაც ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საზიანოა.

Continue reading

ზაფხულის ჰიტი – სარაფანი

რამდენიმე დღეა ჩამოცხა ჩვენს საყვარელ ქალაქში. მე, პირადად ძალიან მიყვარს ზაფხული, სიცხე და განსაკუთრებით ის სამოსი, რომელსაც ამ სეზონზე ვატარებთ. შორტები,  მაისური და სარაფანი. აი, სულ ესაა რითაც ჩემი საზაფხულო გარდერობი შემოიფარგლება. მგონია თუ შესაბამისად იცვამ სიცხეც ვერ დაგჯაბნის.

უკვე მიხვდით ალბათ დღევანდელი პოსტი, ზაფხულის მთავარ ტრენდს, სარაფანს შეეეხება. საგანგებოდ თქვენთვის მოვიძიე და ავაწყე სურათები ინტერნეტში.  რა თქმა უნდა ძირითადი აქცენტი ჩემს პირად გემოვნებაზეა გაკეთებული, იმედია მოგეწონებათ.

1.  მშვენიერი პასტელის და მკვეთრი ფერების კომბინაცია ჩემთვის სასურველ, ლამაზ, დახვეწილ სტილს ქმნისფოტოზე გამოსახული აქსესუარების მეშვეობით ეს სარაფანი შეგვიძლია ვაქციოთ, როგორც ყოველდღიურ,  ისე საღამოს კაბად. Continue reading

Mein Herr

ბატონო დავით,
4 ივნისს თქვენს ვებ გვერდზე  გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით_“ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა, არა-ქართულია და უდიდესი ცოდვაა!“.
მინდა, გირჩიოთ, სანამ წერას დაიწყებდეთ სიტყვების სისწორე გადაამოწმეთ ხოლმე, თორემ  გვიჭირს ადამიანებს ასეთი აბსურდის სერიოზულად აღქმა. აღქმის მცდილობაც კი გვიჭირს, ბატონო დავით. ამიერიდან იცოდეთ, რომ ჰომოსექსუალიზმი კი არა, ჰომოსექსუალობაა სწორი ფორმა. და “არაქართული” დეფისის გარეშე იწერება.  რამდენჯერმე გადავიკითხე თქვენი სტატიის პირველი აბზაცი, რომ აზრი გამომეტანა.
მკითხველმა თავად შეაფასოს :“სამწუხაროდ 2012 წლის მაისში ჩატარებული გეი აღლუმის უკან იდგნენ ბევრი ძალები, რომლებიც არ ჩანდნენ. ესენი არიან დღევანდელი ლიბერალური იდეოლოგიის მქადაგებლები, რომლებიც ძალიან აღშფოთებულები არიან ჰომოსექსუალისტების უფლებებზე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია უკვე იცავს მათ ისევე როგორც ყველა დანარჩენ მოქალაქის.”

თქვენთვის სამწუხარო ფაქტი იქნება , ალბათ, ისიც, რომ ხალხს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის უფრო მეტად სჯერა, რომელიც ჰომოსექსუალობას დიდი ხანია დაავადებად აღარ მიიჩნევს, ვიდრე თქვენი.
სტატია მართლაც, რომ პატრიოტულ-კრიტიკული ტონით დაგიწერიათ.  ისიც გავიგეთ, რომ თურმე, ჰომოსექსუალ”ისეტბი” გეცოდებათ, მაგრამ ყველაზე აღმაშფოთებელი ის არის, რომ თქვენ წარმოდგენაც კი არა გაქვთ…

View original post 235 more words