1 ივნისი

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
გაიმართა საბავშვო ზეიმები და კონცერტები. ერთჯერადი აქციები მიუსაფარ ბავშვთა დასახმარებლად.

ჩემთვის გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ სპეციალურად გამოყოფილ დღეს გავასეირნო ჩემი შვილები, ავავსო საჩუქრებით და ვაგრძნობინო:

´´ის უსაფრთხოდ არის შეყუჟული მშობლების ფრთებქვეშ, სრულიად უზრუნველყოფილი და დაცულია ყოველგვარი საზრუნავის თუ ყოფითი პრობლემისგან.´´

ამ დროს კი მის მართლაცდა დაუცველ თანატოლებზე არავინ არ ფიქრობს. მიუსაფარ ბავშვთა სახლებში გამომწყვდეულნი ოცნებობენ სახლზე, დედაზე, ოჯახზე, ლამაზსა და ფერად სამოსზე, სათამაშოებსა და უბრალოდ მშობლიურ სიყვარულზე.

ამ ბავშვებს აკლიათ ყველაფერი, რაც ჩემს შვილებს აქვთ.

…მაგრამ მაინც ´´გაუმართლათ´´ ამ ცხოვრებაში, რადგან თავზე ჭერი აქვთ, თეფშზე გემრიელი წვნიანი, შეიძლება აღმზრდელიც არ არის ბოროტი დედინაცვალი.

აი, ხელგამოწვდილ პატარებზე იგივეს ვერ იტყვი. შეიძლება თავზე არც მათ აწვიმთ,
მაგრამ დაგლეჯილი ფეხსაცმელებით,
სკოლიდან დაბრუნებულნი,
შეიძლება მთელი დღის მშიერნი გადიან ქუჩაში…
იქნებ შეიბრალონ…
იქნებ მოწყალე თვალით გადმოხედონ…
იქნებ გაყიდონ რამდენიმე ხატი და სახლში მისატანად, პურთან ერთად ცოტა ყველიც იყიდონ.


და მითხარით ეხლა…
ვის რაში სჭირდება ეს ყალბი მხიარულება, კონცერტები და ზეიმები…
ეს სპეციალურად გამოყოფილი დღე…
ეს მყიფე, ერთდღიანი აღზევება, თუნდაც მიუსაფარ და უპატრონო ბავშვების, რათა ხვალ ისევ დავივიწყოთ ისინი და დავუბრუნდეთ ყოველდღიურობას სადაც მათი ადგილი არაა.

მინდა ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს, მათ თვალებში არ ვხედავდე შიშსა და უიმედობას…

მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში სხვა პრიორიტეტები აქვს სახელმწიფოს, პატარებზე საზრუნავად ხომ წელიწადში მხოლოდ ერთი დღეა გამოყოფილი.

Advertisements

2 thoughts on “1 ივნისი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s