ჭარბი წონა ბავშვებში

ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ნამდვილად დაგვაფრთხობს ჭარბწონიანი პატარების რიცხვის გაზრდა.

რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ჭარბ წონასთან გვაქვს გენებს ვერ გამოვრიცხავთ , თუმცა ცხოვრების პირობებიც რომ ხელს უწყობს წონის მატებას , ამაზე არც ღირს კამათი.

ოდესღაც (ჩემს ბავშვობაში) ბავშვები მიიჩქაროდნენ სახლისკენ რათა სადილობის შემდეგ ეზოში გაქცეულიყვნენ და ეთამაშათ ათასგვარი თამაშები, რის შედეგადაც უამრავი ენერგია ეხარჯებოდათ.

“აღზარდე ბავშვი მისი გზის მიხედვით, კიდევაც რომ მოხუცდეს, არ გადაუხვევს მისგან” იგავ.22:6

თანამედროვე ცხოვრებამ ბავშვები ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანს მიაჯაჭვა.   უმოძრაო
ცხოვრება და ჭარბი წონა კი საუკეთესო მეგობრები არიან.

სიმსუქნე
მსუქან მოზარდთა 80% ინარჩუნეს ზედმეტ წონას და მსუქანი რჩება მოზრდილ ასაკშიც.
ზედმეტი წონის ბავშვი მიდრეკილია გულის, ნაღვლის ბუშტის ქვებით, დიაბეტის, ჰიპერტონიის, კიბოსა და სიმსუქნით დაავადებისაკენ მისი ცხოვრების გვიანდელ პერიოდში. მსუქან ბავშვებს უფრო ხშირად აქვთ ზემო სასუნთქი გზების დაავადებები.

ხშირად ისინი ფსიქოლოგიური და სოციალური პრობლემების წინაშე აღმოჩნებიან.  ზედმეტი წონა მოზარდებში დეპრესიის,  ნარკოტიკების გამოყენების,  ბულემიის და სხვა უამრავი საფრთხის საფუძველია.

გამოსავალი
ბავშვთა შორის სიმსუქნის თითქმის ყველა შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელია.  საქმე მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე მარტივ წესშია, რომელიც თითოეულმა მშობელმა კარგად იცის,
თუმცა რატომღაც უგულებელყოფილია.

  • ჭამა დღეში სამჯერ
  • საკვების მიღების შუალედებში არავითარი წახემსება
  • გამოვრიცხოთ ბავშვის რაციონიდან გაზიანი წყალი, ლიმონათი და მსგავსი სასმელები.
  • ყოველდღიური აქტიური, მოძრავი თამაშები
  • ტელევიზორთან (კომპიუტერთან) საათობით ჯდომის ნაცვლად, დროის დახარჯვა საბავშვო ლიტერატურის კითხვაში.
  • დასვენებისთვის დიდი დროის დათმობა, რაც უფრო ადრე დაიძინებს ბავშვი დილით არ გაუჭირდება გაღვიძება, ჯანმრთელი საუზმისთვის.

6 thoughts on “ჭარბი წონა ბავშვებში

  1. ბავშვი კარგა ხანია, არ ვარ, მაგრამ წესებს მაინც ვერ ვიცავ🙂 ჰოდა, მეც მივეცი ხმა.

    მშვენიერი პოსტია. რაც მთავარია, ინფორმატიული და სასარგებლო.

    • ბოლომდე ალბათ ერთეულები იცავენ , თუმცა როცა მშობელი ხარ და შენი შვილის რაციონს ადგენ ვალდებული ხარ ბავშვობიდან სწორ კვებას შეაჩვიო-გაიზრდება და გზიდან აღარ გადაუხვევს. მადლობთ მოლი. მიხარია რომ მოგწონს.

  2. მხოლოდ რაციონზე არ არის, შენი თქმის არ იყოს, დღეს ბავშვები სკოლის შემდეგ ეზოში სირბილის ნაცვლად, კომპიუტერთან დაჯდომას ჩქარობენ)

  3. ჯერ ბავშვებთან შეხება არ მქონია იმ დონემდე რომ მათი კვება ვაკონტროლო, თუმცა საკუთარს კი ვაკონტროლებ, ამიტომაც გამოკითხვაში “დიახ”-ს ვაფიქსირებ.. წონის პრობლემა როგორც ასეთი , არასდროს მქონია. ყველაზე ბევრი 56 ვყოფილვარ და ისიც 3 წლის წინ. თუმცა ფორმის შენარჩუნებას სწორი კვებით ვცდილობ, ვარჯიშიც ვცადე და საკმარისად ზარმაცი აღმოვჩნდი, ან საკმარისად არ მაწუხებს წონა რომ თავს ვარჯიში ვაიძულო.. საჭმლის აკრძალვა ჩემთვის წარმოუდგენელია. : )))

  4. მიჭირს ამ წესების დაცვა მართლა. ამიტომ დამყავს ბაღში (პატარა), ვიცი რომ ერთსა და იმავე დროს ჭამს და მშვიდად ვარ. სახლში კიდევ უნდა ვეხვეწო და ან შეჭამს და ან არა. არც დაძალება მიყვარს, არ შემიძლია რა თუ არ უნდა ძალით ვერ ვაჭმევ:/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s