Mein Herr

ბატონო დავით,
4 ივნისს თქვენს ვებ გვერდზე  გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით_“ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა, არა-ქართულია და უდიდესი ცოდვაა!“.
მინდა, გირჩიოთ, სანამ წერას დაიწყებდეთ სიტყვების სისწორე გადაამოწმეთ ხოლმე, თორემ  გვიჭირს ადამიანებს ასეთი აბსურდის სერიოზულად აღქმა. აღქმის მცდილობაც კი გვიჭირს, ბატონო დავით. ამიერიდან იცოდეთ, რომ ჰომოსექსუალიზმი კი არა, ჰომოსექსუალობაა სწორი ფორმა. და “არაქართული” დეფისის გარეშე იწერება.  რამდენჯერმე გადავიკითხე თქვენი სტატიის პირველი აბზაცი, რომ აზრი გამომეტანა.
მკითხველმა თავად შეაფასოს :“სამწუხაროდ 2012 წლის მაისში ჩატარებული გეი აღლუმის უკან იდგნენ ბევრი ძალები, რომლებიც არ ჩანდნენ. ესენი არიან დღევანდელი ლიბერალური იდეოლოგიის მქადაგებლები, რომლებიც ძალიან აღშფოთებულები არიან ჰომოსექსუალისტების უფლებებზე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია უკვე იცავს მათ ისევე როგორც ყველა დანარჩენ მოქალაქის.”

თქვენთვის სამწუხარო ფაქტი იქნება , ალბათ, ისიც, რომ ხალხს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის უფრო მეტად სჯერა, რომელიც ჰომოსექსუალობას დიდი ხანია დაავადებად აღარ მიიჩნევს, ვიდრე თქვენი.
სტატია მართლაც, რომ პატრიოტულ-კრიტიკული ტონით დაგიწერიათ.  ისიც გავიგეთ, რომ თურმე, ჰომოსექსუალ”ისეტბი” გეცოდებათ, მაგრამ ყველაზე აღმაშფოთებელი ის არის, რომ თქვენ წარმოდგენაც კი არა გაქვთ…

View original post 235 more words

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s