სიგარეტის კვამლი

მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტის მოწევა საზღვარგარეთის მოსახლეობის უდიდესმა პროცენტმა მიატოვა,საქართველოში იგივე ტენდენცია სამწუხაროდ არ შეინიშნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვინაიდან არამწეველები უმცირესობაში არიან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), უწევთ პასიური მწეველის ამპლუაში ყოფნა, რაც ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საზიანოა.

ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქი გზები მოფენილია უმცირესი ბუსუსებით, რომლებიც ფილტვებიდან მთელს მურს, მტვერს და სხვა უცხო ნივთიერებებს გამოხვეტავენ. სიგარეტის კვამლის ზემოქმედების შედეგად, ბუსუსები მოძრაობას წყვეტენ, მური და სხვა უცხო ნივთიერებები კი ფილტვებში რჩება. თანდათან ისინი ინერგება უჯრდის ჰაერის მატარებელ გზებში, მათი მუდმივი გაღიზიანება კი ზოგიერთი უჯრედის კიბოდ გრდაქმნას იწვევს.

ამ გადაგვარებას უამრავი წელი სჭირდება, მაგრამ როგორც კი ეს მოხდება, კიბო სულ უფრო და უფრო ღრმად აღწევს ფილტვებში და დაავადების აღმოჩენისას მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება.

მავნე ჩვევა

თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მწეეველთა სიკვდილის ძირითადი მიზეზი სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის ინსულტები და ინფარქტებია.

სიგარეტის კვამლში არსებული ნიკოტინი და ნახშირბადის ჟანგი, ხელს უწყობს სისხლძარღვთა დაზიანებას. ნიკოტინი იწვევს მცირე არტერიების შევიწროებას, რითაც მცირდება ჟანგბადის მიწოდება ორგანიზმის მნიშვნელოვან ორგანოებში. მათ შორის გულში, ტვინში, ფილტვებში. ეს ზრდის გულის შეკუმშვის სიჩქარეს და იწვევს არითმიას. იზრდება სისხლის შედედების სიჩქარე, რაც ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნას. ქოშინი, დაღლილობა, გულის არითმია, ათეროსკლეროზი. ეს სიმპტომები აქტიური მწეველისთვის კარგად ნაცნობია.

მწეველებს ხშირად ემართებათ ხახის, საყლაპავი მილის, კუჭქვეშა ჯირკვალის, საშარდე ბუშტის, თირკმელების და საშვილოსნოს ყელის კიბო.

როდესაც ორსულ ქალს ვხედავ სიგარეტით ხელში , მიჩნდება აგრესია მის მიმართ… მინდა ვუთხრა, გავაგებინო რომ ეს, მისი შვილისთვის დამღუპველია…

ორსულობისას სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლი და ნარკოტიკები ზრდის აბორტის და ნაყოფის სიკვდილის რისკს. ბავშვი იბადება მცირე წონის და მიდრეკილია ზედა სასუნთქი გზების ინფექციისადმი. . თუ დედა ეწევა ერთ სიგარეტს, ნაყოფი ეწევა-ორს. მოწევისას დედა ჟანგბადს ართმევს შვილს მაშინ, როცა ის ასე მნიშვნელოვანია ტვინის უჯრედების ჩამოყალიბებისთვის.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მწეველი მშობლების შვილები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ამ მავნე ჩვევისკენ.

რაც შეეხება “პასიურ მწეველებს”, რომლებიც იძულებულნი არიან შეისუნთქონ თამბაქოს კვამლი, ასევე დგანან სხვადასხვა დაავადებების რისკის წინაშე. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის. ხშირად მშოლები არ უფიქრდეებიან, რომ მათი შვილების ავადმყოფობათა უმეტესობა პასიური მოწევის შედეგია.

უკვე გაგიელვა აზრმა, რომ დროა მოწევას თავი დაანებო?

ნიკოტინის და ნახშირბადის ჟანგისგან ორგანიზმის განთავისუფლებასთან ერთად,მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკიც. როგორც კი მოწევას მიატოვებთ, ორგანიზმში უმალვე იწყება აღდგენითი პროცესები.
ხოლო ის, რომ სიგარეტთან განშორება შესაძლებელია ეჭვს არ ბადებს.
უნდა მოიკრიბოთ ძალ-ღონე, მოთმინება და რწმენა, მხოლოდ საკუთარ თავზე გულმოდგინე მუშაობით შეიძლება მიზნის მიღწევა.

ძნელია, მაგრამ რა სასიკეთოა შედეგები.

პ.ს. ამ პოსტის იდეა დამებადა შემთხვევით.
გმადლობთ, რომ ეწევით!

10 thoughts on “სიგარეტის კვამლი

  1. არ გამიელვა :))

    არ ვიცი, ერთხელ, იქნებ, თავიც დავანებო, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა მოწევა აღარ მომეწონება და არა იმიტომ, რომ მავნებელია.

  2. ერთი ნაცნობი მყავს. ჩემთნ იყო და სადღაც მეექვსე თვეშია და გაუკიდა სიგარეტს. თვალები დავქაჩე, მარა ახლა ამხელა გოგოა მორალის კითხვას ხომ არ დავუქყებდი. ბავშვი კი ცოცხალი გაჩნდა მაგრამ ორ დღეში დაიღუპა:( პროსტა როგორ უნდა აპატიო თავს რა? :/ არ ვიცი მიხვდა მაინც რა გააკეთა?

    • მე გული არ მითმენს ხოლმე, მორალის კითხვიდან ლამის შეურაცხყოფაზეც გადავსულვარ

    • კარამელკა, ვერ დაგეთანხმები. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი რომ არ ეწეოდნენ ორსულობის დროს და არაჯანმრთელი ბავშვი დაებადათ. მე პირადად 9 თვე ვეწეოდი, თანაც ექიმი საქმის კურსში იყო, იმიტომ რომ როცა დანებებას ვცდილობდი, სპაზმები მქონდა, ექიმმა თვითონ მითხრა, ამან შეიძლება უარესად იმოქმედოს ბავშვზეო, ასე რომ… ვერ იტყვი ეგრე

  3. orsulebs ar epatiebat ra..
    roca ro tavs vanebeb, ganucyvetlad vickeb chamas, sabolood es cudad aisaxeba chems conaze.. bevri vifikre tu cota, gadacyvite gamxdari movkvde vidre 300 tona..^_^

    P.S.
    300 tona ro viknebi chemi kubos acevas vigac uejveli sheecireba 😀 da saikioshi imistvis gamasamartleben rom ratom daanebe tavio :))))))

  4. ორჯერ დავანებე თავი, ანუ ორი ორსულობის ჟამს და ნაშობების გამოკვებისას, მაგრამ მოვრჩი თუ არა ამ “საქმიანობას”, მაშინვე თავიდან დავიწყე. მოლისი არ იყოს, მეც ალბათ მაშინ დავანებებ, როცა აღარ მომეწონება 🙂

  5. საზოგადოებრივ ადგილებში და ქუჩაში არ ვეწევი. მხოლოდ სახლში, ჩემთვის. მაგრამ არასდროს დამიმალავს, რომ ვეწევი. ალბათ, ოდესმე თავსაც დავანებებ, მაგრამ არ მგონია- თანაც სხვებს არ ვაწუხებ და ჩემს ჯანმრთელობას მე მივხედავ 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s