სერგეი ეიზენშტეინი – ჯავშნოსანი პოტომკინი

სერგეი ეიზენშტეინი დაიბადა რიგაში 23.01.1898 (ლატვია). მამამისი, მიხეილ ეიზენშტეინი, ებრაული წარმოშობის გერმანელი ინჟინერი იყო, დედა-ჯულია, რუსი ჰყავდა. გარდაიცვალა 11.02.1948, მოსკოვი.

რუსული კინოს პირველი საერთაშორისო აღიარება სერგეი ეიზენშტეინის სახელთანაა დაკავშირებული. მისი შედევრი “ჯავშნოსანი პოტომკინი” ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე, 1958 წელს, მსოფლიო კინოხელოვნების ყველა დროსა და ყველა ქვეყნის 12 საუკეთესო ფილმს შორის, პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

სერგეი ეიზენშტეინი

ოცი წლის სერგეი კინოში გახმაურებელი თეატრალური დადგმების შემდეგ გამოჩნდა. მან სცენა ატრაქციონების ასპარეზად აქცია. მისმა ყველაზე გახმაურებულმა წარმოდგენამ “ბრძენმა”, წარმოაჩინა რეჟისორის მრავალმხრივი ფანტაზია. ეს სპექტაკლი მაყურებელს აკვირვებდა თეატრის ტრადიციული კანონების უარყოფით. ამგვარად მოვიდა კინოში და გადაიღო ფილმი გაფიცვა, 1925 წელს. ფილმში ურყოფილია ტრადიციული, მხატვრული სიუჟეტი და დოკუმენტური ქრონიკებითაა ამბავი გადმოცემული.(მუშათა გამოსვლები და ორგანიზებული გაფიცვა).

ეიზენშტეინის შემოქმედებამ მხატვრულ სრულყოფას მიაღწია ფილმში “ჯავშნოსანი პოტიომკინი”.
ოდესაში ფილმის გადაღებას 100 დღეს მოუნდნენ და 1925 წლის 24 დეკემბერს, მოსკოვის დიდ თეატრში აჩვენეს. პირველი ნაწილის ჩვენების დროს ეიზენშტეინი მეორე ნაწილს ამონტაჟებდა. ფილმს დიდი წარმატება ხვდა.

ეიზენშტეინმა კინონწარმოების სტრუქტურა ხუთ მოქმედებად დაჰყო და დაასათაურა.

1. “ადამიანები და ჭიები”
ასახულია აჯანყებისთვის მზადება ჯავშნოსანზე. დამპალი ხოცისგან დამზადებული ბორშჩი მეზღვაურების უკმაყოფილებას აათკეცებს. დამპალი ხორცის ახლო ხედის ჩვენებით, რეჟისორმა ყურადღება გაამახვილა უბრალო ადამიანის ჩაგვრაზე, უსამართლობასა და განუკითხაობაზე. ხორცის ქვეტექსტად იგულისხმება რუსეთის იმპერიის ლპობაც.

ნუ ისვრით, ჩემი შვილი ძალიან ცუდადაა!

2.“დრამა ტენდრზე”
ოფიცრობა უმაღლეს სასჯელს გამოუტანს მათ, ვინც უარი თქვა ბორშჩის ჭამაზე.ერთად შეყრილ მეზღვაურებს დასახვრეტად გაამზადებენ. უცებ გაისმის მეზღვურ ვკულინჩუკის შეძახილი: ვის ესვრით ძმებო? ჯარისკაცები თოფებს დაუშვებენ და ელვისებურად ოფიცრებს შეუტევენ. აჯანყება იფეთქებს და მეზღვაურები და ჯარისკაცები ოფიცრებს გაუმკლავდებიან.

3. “მკვდარი მოუხმობს”
აჯანყებული ჯავშნოსნის ამბავი მთელს ქალაქს მოედება. თანაგრძნობის გამოსახატავად და გამარჯვების სანახავად მოდიან ინტილიგენტები, მუშები, სტუდენტები, დიასახლისები. თუმცა ადამიანთა ძმობის და ერთობის გასხივოსნება სისხლისღვრით შეიცვლება.

ეკრანზე კვლავ ჩექმა ჩანს, უხეში, მთელავი…

4.“ოდესის კიბე”
კიბის თავში ჯარისკაცის უხეში ჩექმა გამოჩნდება. მხედრული მარშით მომვალი ჯარისკაცები ტყვიებით ცხრილავენ ბავშვებს, ქალებს, უდანაშაულო ადამიანებს. ინვალიდი კიბეზე თავგზააბნეული დახოხავს. პატარა ბიჭი დასისხლიანებულ თავზე ხელს წაივლებს და უსულოდ დაეცემა. დედა ხელში აიყვანს და ჯარისკაცებს ევედრება: “ნუ ისვრით, ჩემი შვილი ძალიან ცუდადაა!” უხეში ჩექმის მწკრივი კვლავ მწყობრად მიაბიჯებს. დაცხრილული ადამიანები კიბეზე ეცემიან.მუცელში დაჭრილი ახალგაზრდა ქალი, ხელს გაუშვებს ჩვილი ბავშვის ეტლს და იქვე დავარდება. კიბეზე ბავშვიანი ეტლი უპატრონოდ მიგორავს. მთელ ეკრანზე კვლავ ჩექმა ჩანს, უხეში, მთელავი…
კიბე დაჭრილი ხალხით ივსება.

ეს ეპიზოდი უკიდურესი კონტრასტების მონაცვლეობის ფონზე (სიცილი-მოთქმა, გამარჯვების განცდა-განადგურება, ზეიმი-ხოცვა-ჟლეტა) ძლიერ ემოციას იწვევს მაყურებელში.

ბავშვიანი ეტლი უპატრონოდ მიგორავს…

5.“შეხვედრა ესკადრასთან”

ადამიანის მხატვრული სახის ნაცვლად, მასის ფსიქოლოგიის წინ წამოწევას ყველა ერთსულოვანი აღტაცებით არ შეხვედრია. “ვინ” ანუ ადამიანი აკლია ეიზენშტეინის პირველი პერიოდის შემოქმედებას. ეს ხარვეზი “ივანე მრისხანეში” გამოასწორა.

სერგეი ეიზენშტეინის წვლილი მსოფლიო კინოხელოვნების განვითარებაში დიდია.
მისი შემოქმედების ძირითადი უპირატესობაა მაღალმხატვრული აზროვნება, გადმოცემული პლასტიკურ-კინემატოგრაფიული ხერხებით. ეიზენშტეინმა ეპიზოდების ტემპო-რიტმული და კადრების კონტრასტულ-ემოციური წყობით და მონაცვლეობით (რასაც საფუძვლად ატრაქციონების მონტაჟი ედო) კინოს მაღალმხატვრული არსი გადმოსცა.

დროთა ვითარებაში “ატრაქციონების მონტაჟი” დაიხვეწა, დიდებული უბრლოება შეიძინა და მონტაჟის, კინოს ამ სპეციფიკური ხერხის ძირითადი მხატვრული ძალა გახდა. რომლითაც ჯერ თვით ეიზენშტეინმა,შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის და დროის კინემატოგრაფისტთა მრავალმა თაობამ ისარგებლა.

4 thoughts on “სერგეი ეიზენშტეინი – ჯავშნოსანი პოტომკინი

  1. ვაუ, ყოჩაღ. ძალიან საინტერესოდ არის გადმოცემული. აი, თვითომ ისტორია ხომ არის საინტერესო და არანაირად არ იყო მძიმე წასაკითხი. ეს შენი დამსახურებაა❤

    • მადლობთ კარამელო<3 მე კი იმდენი ვიჯღავლე, საოცარი ფილმია.

  2. ოდესაში, კიბეზე დაგორებული ეტლი მსოფლიო კინემატოგრაფის, ალბათ, ყველაზე ცნობილი კადრია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s