მ ა ლ ე

დამთავრდა ერთ თვიანი ნერვიულობა, საბუთებით და პასპორტებით სირბილი. ვიზები ჩარტყმულია, ბილეთები ნაყიდი. ე.ი. დამრჩა ბარგის ჩალაგება და ლოდინი.

ჩემი მრავალწლიანი მონატრება, მარტოობა, უკანასკნელ დღეებს ითვლის. მალე ჩემთვის ძვირფას ადამიანებს კვლავ შევხვდები, ჩავეხუტები, ერთად ვისაუზმებთ, ვიცინებთ, ვისაუბრებთ…

ჩაეხუტეთ თქვენს გვერდით მყოფ ძვირფას ადამიანებს, ეს ღმერთის საჩუქარია.

ფეხით მოვივლი იერუსალიმის ძველ ქალაქს, გოდების კედელში ჩემს იდუმალ სურვილებს ჩავტოვებ, ვიტივტივებ მკვდარ ზღვაში, იუდეის უდაბნოზე გადმომდგარ მასადის ციხეს მოვინახულებ, უფლის საფლავის ტაძართან ჩამოვჯდები, იორდანის ტალღებს გავატან სევდას და გოლგოთის მთის კალთაზე, ერთხელ კიდევ ჩავფიქრდები ცხოვრებაზე.

რამდენი გეგმები მაქვს, მთავარი კი მაინც ადამიანები არიან, ჩემი სისხლნი და ხორცნი.

უერთმანეთოთ გატარებულ წლებს 5 კვირა გაუმკლავდება ნეტავ?

7 thoughts on “მ ა ლ ე

    • რა კარგი სიმღერა გამახსენე – მოვდივარ!<3
      მალე
      გა(გა)(ვი)ხარებთ

  1. ვაიმე დამბურძგლა:/

    რა მაგარია თამ, წარმომიდგენია რა გახარებული ხარ ❤ აბა შენ იცი, კარგად გაერთე, ბლოგი არ დაივიწყო (გმოძღვრავ:დ), მანდაური ამბები დაგვიპოსტე და სურათები-ც.:))

    ხოდა კიდევ ბებე მომიკითხე და ჩემს მაგივრად ჩაეხუტე ძალიან მაგარ ადამიანს! :*

  2. ძალიან მიხარია ❤ იმედი მაქვს, 5 კვირა ეყოფა მომავალ წასვლამდე : ) ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s