როგორ დავიცვათ თავი მზეზე გარუჯვის დროს

ათასწლეულების მანძილზე მზის შუქი ითვლებოდა სიცოცხლის წყაროდ. თუმცა მრავალგვარ სიკეთესთან ერთად, არ უნდა დავივიწყოთ რომ ზიანის მოტანაც შეუძლია, არასწორად (გადაჭარბებულად) მიღების შემთხვევაში.

  • არასოდეს დაწვეთ გასარუჯად დღის 11 საათიდან საღამოს ექვს საათამდე. ამ დროს მზის სხივები ზედმეტად აქტიურია და შანსი დამწვრობის, მზის დატყმის და რადიაციული დასხივების მაქსიმალურია.
  • პლაჟზე გასვლისას თან იქონიეთ თავსაბური, სათვალე, სპეციალური კრემი.
  • ზომიერი გარუჯვა იცავს კანს მზის სხივებით დამწვრობისგან. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს მზის სხივებისადმი თავისი მგრძნობელობის ხარისხი. ღია ფერის და ნაზი კანის ადამიანებმა გარუჯვა უნდა დაიწყონ 5 წუთიდან. შავგვრემანებს კი შეუძლიათ მზის აბაზანები 15 წუთიდან დაიწყონ. უმეტესობისთვის იდეალური ვაიანტია 20-30 წუთამე დღეში. მზე უნდა ხვდებოდეს სხეულის მაქიმალურად ღია ზედაპირს.
  • განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ღრუბლიან დღეებში
  • გარუჯვისას დაიცავით ეს მარტივი წესები, რათა თავიდან აიცილოთ კანის ნაადრევი დაბერება და სხვა უამრავი დაავადება რასაც მზის სხივების ბოროტად გამოყენება გვიქადის.

საშიშროება

  • ზედმეტი დასხივების მთავარი საშიშროება,  კანის კიბოს წარმოქმნა ანდაც  კეთილთვისებიანი სიმსივნის, ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნა და მისი პროგრესირებაა.
  • ყოველი დამწვრობა ანადგურებს ცოცხალ,  ჯანსაღ ქსოვილს.  განმეორებით დამწვრობას აუნაზღაურებელი ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისთვის და კანის კიბოს წარმოქმნისთვის ამზადებს ნიადაგს.
  • განმეორებითი დამწვრობები და ხანგძლივი დროით გარუჯვა, თანდათან იწვევს კანის ცხიმის ჯირკვლების დაშლას და მისი ელასტიურობის დაკარგვას, რისი შედეგიც ნაადრევი ნაოჭები და კანის დაბერებაა.

პ.ს   მზის აბაზანები სხეულში ენდორფინების მოჭარბებს იწვევს, რაც იმას ნიშნავს რომ ნებისმიერი თქვენთაგანი ზღვაზე   (აუზზე) ,   გარუჯვისას უდავოდ ბედნიერია.

დაიცავით ელემენტარული  უსაფრთხოების წესები , რათა თქვენს ბედნიერებას საფრთხე არ  დაემუქროს.

ბედნიერ ზაფხულს და დასვენებას გისურვებთ.

4 thoughts on “როგორ დავიცვათ თავი მზეზე გარუჯვის დროს

    • ნუ მახსენებ ეს ადმიანები საკუთარ თავს რას უკეთებდნენ.
      არასწოი გარუჯვა ნამდვილი თვითმკვლელობაა, ჯობია ბატივით თეთრმა იარო ვიდრე დამწვარ დათუთქულმა.

      საკუთარ თავსაც ვამზადებ, დავიფიცე რომ არ დავიწვები:)

  1. მოლის აღნიშვნის არ იყოს, იმედია წლევანდელი ზაფხული შარშანდელს ნამდვილად არ დაემსაგავსება.

  2. მე ვარ ადამიანი რომელიც არ იცავს არანაირ წესს!! მე ვარ ადამიანი, რომელიც ისვამს ყველაფერს რომ პირიქით დაიხრუკოს! :)))))
    საბედნიეროდ ბუნებამ ისეთი კანის ფერით დამაჯილდოვა რომ მზის სხივებისგან დამწვრობა არ მემუქრება. რა საკვირველია, ზომას ვიცავ, მთლად რკინის კანიც არ მაქვს. მაგრამ აგერ, მეორე ზაფხულია მზეზე ვერ ვირუჯები, არ მცალია ფიზიკურად:(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s