Archive | ივლისი 2012

მკვდარი სილამაზე

რომელიმე თქვენგანი ყოფილა დედამიწის ფსკერზე?

მსოფლიოში ყველაზე დაბალი წერტილი, ზღვის დონიდან 423 მეტრზე, ისრაელისა და იორდანეს საზღვარზე მდებარეობს. ჰაერი არის ცხელი და მშრალი, როგორც უდაბნოში.

ეინ გედი-ნაკრძალი და ოაზისი მკვდარი ზღვის სანაპიროსთან

მკვდარი ზღვის ის სანაპირო რომელსაც მე ვსტუმრობდი ოაზის ეინ-გედის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ოაზისში განთავსებულია საცურაო და გამაჯანსაღებელი აუზები, სპა სალონი მასაჟის კაბინეტით. გამაჯანსაღებელი აუზის წყალი შეიცავს უამრავ მინერალს, არის ბუნებრივი და მის სასარგებლო თვისებებს უამრავი ადამიანი ეტანება. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩამოდიან ტურისტები, რათა საკუთარ სხეულზე გამოსცადონ, კლეოპატრას, ჰეროდოტეს, ვესპასიანესა და სხვა ცნობილი ადამიანების მსგავსად მკვდარი ზღვის მინერალური მარილების, სამკურნალო ტალახის და მარილიანი წყლის დადებითი თვისებები. რა თქმა უნდა შეგრძნებები არც თუ ისე სასიამოვნოა, საშინელი სიცხეში გიწევს ცხელ და მარილიან წყალში (მარილის შემცველობა-33.7%) ჩასვლა, თავისთავად მარილის მაღალი კონცენტრაცია უზრუნველყოფს გაღიზიანებული-გაკაწრული ანდაც ნაჭრილობევი კანის ხელახლა გაღიზიანებას. მკვდარი ზღვის წყლის თვალში მოხვედრა სახიფათოა, ასევე მისი დალევა თუნდაც ნახევარი ჭიქის ოდენობით ნებისმიერი ადამიანისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. Continue reading

Advertisements

პატარა წვეთები…

ჩაბნელებულ ოთახს ოდნავ ანთებდა საწოლის თავზე დაკიდებული ბრა. ირგვლივ დაუდევრად ეყარა ქალისა და კაცის ტანსაცმელი. დაბალ მაგიდაზე თავს იწონებდა შამპანურის ნახევრად დაცლილი ბოთლი. ხილით სავსე ვაზა და ორი ფუჟერი. ერთი შეხედვით იქ საოცარი რომანტიკული გარემო იყო. დაბალ ხმაზე ნინა სიმონის კომპოზიციები ცვლიდნენ ერთმანეთს. გამჭვირვალე ფარდის იქით, მთვარე ჩანდა, ახალი მთვარე იყო. ვერცხლისფრად აბრაჭყვიალებული. ურცხვად იჭყიტებოდა საძინებელ ოთახში მეტიჩარა ვარსკვლავიც. იდუმალ სიჩუმეს ნინა სიმონი არღვევდა.

ურცხვად იჭყიტებოდა საძინებელ ოთახში მეტიჩარა ვარსკვლავიც.
ერთი.. ორი.. სამი… ასი… ათასი…

საწოლიდან წკაპა-წკუპითხტებოდნენ პატარა წვეთები…

ათას ერთი…

ნინა სიმონიც გაჩუმდა…
ირგვლივ იდუმალი სიჩუმე გამეფდა. საოცრად რომანტიკული იყო…
საოცრად მიმზიდველი და საოცრად საოცარი ეს ღამე…

ათას ორი.. ათას სამი..

საწოლში ნებივრად გაშოტილი ლამაზი ქალი… თვალებში ველური კმაყოფილება ჩასდგომოდა. ლამაზ, შიშველ სხეულს პატარა ჭრილობა აუფერულებდა.

ათას ოთხი, ათას ხუთი…

ათას ოთხი, ათას ხუთი…

მის გვერდზე ასევე შიშველი მამაკაცი იწვა. ხელი საწოლიდან ქონდა გადაგდებული. სწორედ მისი ხელიდან ხტუნავდნენ სისხლის პატარა წვეთები გუბეში, რომელიც ხელის ქვეშ დიდდებოდა. რომანტიკული ღამე იყო. საწოლში მწოლიარე წყვილი ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ… თუმცა…

ათას ექვსი .. ათას შვიდი…

ღამე მდუმარედ დაჰყურებდა შავებში გამოწყობილ კაცს. მთვარე ზიზღით აცილებდა … ვარსკვლავებიც ჩაქრნენ თითქოს. რას ერჩოდა ?

ათას რვა… ათას ცხრა…

უცნობი ავტორი

მსოფლიოს დედაქალაქი

იერუსალიმი დავით მეფემ ააგო 3000 წლის წინ, მოავლო მას გალავანი და გამოაცხადა დედაქალაქად. ქალაქის ტერიტორია სიონის ციხესიმაგრესა და მორიას მთას მოიცავს. ეს ადგილი ყველა ებრაული ტომისთვის წმინდა ადგილად ითვლებოდა. ებრაული ტომების სულიერი ერთიანობის მიზნით, დავითი აპირებდა აქ ტაძრის აგებას, თუმცა, ეს ჩანაფიქრი განახორციელა მისმა შვილმა სოლომონმა, რომელმაც დაახლოებით ჩვ.წ.-მდე 960 წელს ააგო ტაძარი, ეს ტაძარი თითოეული ებრაელისთვის წმიდათაწმიდა ადგილად იქცა. მისი დანგრევა მტრის შემოსევების შედეგად (ჩვ.წ.-მდე 586 წ.) ეროვნულ ტრაგედიად იქცა, ხოლო ხელმეორედ აგებამ (ჩვ.წ.-მდე 516 წ.) სათავე დაუდო ებრაელთა ისტორიაში მეორე ტაძრის პერიოდს, რომელიც დასრულდა ტაძრის ხელახალი დანგრევით (ჩვ.წ.-ით 70 წ.), როდესაც რომაელთა მხედართმთავარმა ტიტუსმა გაანადგურა იერუსალიმი და გადაწვა ტაძარი. ამ ტაძრიდან შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის კედელი, რომელსაც `გოდების კედელს” უწოდებენ. არსებობს ვერსია, რომ გოდების კედელი არ არის წმინდა ტაძრისა, არამედ, როგორც საყრდენი კედელი, აგებულია იროდის მიერ ჩვ.წ.-მდე I საუკუნეში. მიუხედავად ამისა, იგი ებრაელთათვის დღესაც წმიდათაწმინდა ადგილად ითვლება, ხოლო ტურისტებისთვის კი _ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ღირსშესანიშნაობად.

იერუსალიმი – ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი იყოფა ორ ნაწილად, ძველ და ახალ(ძველზე უფრო დიდ) ქალაქად. ძველი ქალაქი სამ ნაწილად არის გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ და მუსულმანურ კვარტლებად. მდებარეობს იუდეის მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. ეს ქალაქი სამი რელიგიის აკვნად არის მიჩნეული, ის ერთნაირად წმინდა მიწაა იუდეველების, ქრისტიანების და მაჰმადიანებისთვის.

წარწერა ძველი ქალაქის ებრაულ კვარტალზე

“რაც შენით არ გინახავს,სიტყვებით ვერ აღწერ”– ძველი ებრაული ანდაზა

მიუხედავად იმისა რომ ,წლების წინ მქონდა პატივი საფუძვლიანად დამეთვალიერებინა და სამი დღე მეცხოვრა იერუსალიმში, ახალი შთაბეჭდილებები მაინც უფრო ადვილია აღსაწერად, ასე რომ ფოტოების დახმარებით უკეთესად გადმოვცემ რა საოცარი ქალაქია იერუსალიმი, რომლის აღმოსავლეთ ნაწილიც ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან კარგა ხნის შემდეგ ექვსდღიან ომში დაიბრუნეს, ებრაელებმა.

ექსკურსიის პირველი გაჩერება გახლდათ გადასახედი მოედანი, რომელიც ქალაქის შესასვლელში მდებარეობს და მთელი იერუსალიმი ხელისგულზე გეშლება. მიუხედავად იმისა რომ შაბთი დღეა ,როდესაც მთელი ისრაელი ისვენებს (შაბათს დაკეტილია მაღაზიები, ყველა დაწესებულება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი) ამ ადგილას სიცოცხლის ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობა, ტურისტები მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მოილტვიან წმინდა მიწაზე. რა ენაზე აღარ საუბრუბენ გიდები… ლეგენდა ბაბილონის გოდოლზე

გადასახედი მოედანი-იერუსალიმის პანორამა

მას შემდეგ რაც იერუსალიმის ხედებით დავტკბით,გავეშურეთ,ზეთისხილის მთაზე მაცხოვრის საფლავის(აღდგომის)ტაძარში, ,

უფლის საფლავის ტაძარი

რომელიც ყველაზე საინტერესოა ქრისტიანებისთვის , ბაზილიკის მშენებლობა ადრეულ ბიზანტიურ ეპოქაში დაიწყო. მას შემდეგ იგი მრავალგზის დაანგრიეს და ხელახლა ააშენეს. მისკენ მიმავალი გზა არის სწორედ ის გზა, რომელიც გადმოცემით გოლგოთისკენ მიმავალმა ქრისტემ გაიარა. ეს არის ის ადგილი, სადაც ყოველ წელს გადმოდის ზეციური ცეცხლი და დაკრძალულია იესო ქრისტე.

ზეთისხილის ხეები გეთსიმანიის ბაღში

ზეთისხილის მთის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია გეთსიმანიის ბაღს, სადაც ძველად ზეითუნის ზეთს აწარმოებდნენ.  ახლა კი ეს ბაღი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია.  ქრისტიანული გადმოცემით, სწორედ გეთსიმანიის ბაღში ითვლიდა იესო თავისი სიცოცხლის ბოლო საათებს. რომაელების შეპყრობის და ჯვარცმის შემდეგ კი ამ ბაღში ამაღლდა.

მაცხოვრის საფლავი

მარიამ მაგდალინელის აკლდამა

40 საფეხური, რომელსაც მარია მაგდალინელის აკლდამაში ჩავყავართ

არანაკლებ საყურადღებოა სიონის მთაზე აგებული ეკლესია-მონასტრები, რომლებიც ასევე გარკვეულ ბიბლიურ ეპიზოდებთან არის დაკავშირებული, თუმცა სამწუხაროდ ერთდღიანი ექსკურსიით შეუძლებელია, ყველა ღირსშესანიშნაობა მოინახულო იერუსალიმში რადგან, აქ ასეთი ადგილები უამრავია. აქვე, სიონის მთაზეა დავით მეფის საფლავიც.

დავით მეფის ქანდაკება

ქალაქის ფრაგმენტი

სიონის მთის შემდეგ, გადავინაცვლეთ იერუსალიმის ძველ ქალაქში, რომელსაც შვიდჭიშკრიანი ქვის გალავანი აქვს მოვლებული.

წარწერა იერუსალიმის ძველი ქალაქის შესასვლელთან

სინაგოგა და მეჩეთი გვერდიგვერდ

იერუსალიმის მთავარი ხიბლი-დათიმები

ხედი გოდების კედელთან

გოდების კედელი

გოდების კედელში ჩემს იდუმალ სურვილებს ჩავტოვებ …

წმინდა მიწა

მას შემდეგ რაც მთელს მსოფლიოს მოეფინენ, მრავალმა საუკუნემ განვლო. ბევრი ტანჯვა, დამცირება, პიროვნული, ფიზიკური და მორალური განადგურება გადაიტანეს. ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფებს უხდებოდათ სხვის მიწა-წყალზე ცხოვრება. ბევრმა საუკუნემ განვლო სანამ ებრაელი ხალხი სახელმწიფოს ხელახლა შექმნიდა, ააღორძინებდა და ააყვავებდა მართლაც, რომ წმინდა მიწას.

სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეას სამი ძირითადი მიზეზი ჰქონდა.

1. საფრანგეთის რევოლუცია (1789-1799წწ) რომელიც საყოველთაოდ მიღებულია, როგორც გარდამავალი მომენტი დასავლური დემოკრატიის ისტორიაში. ამ რევოლუციის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიებზე გაფანტულ დაბეჩავებულ ერებს გაუჩნდათ იმედი , რომ მათაც შეეძლოთ თავისუფლების, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის, სიტყვის და ქმედების თავისუფლების მოპოვება. საფრანგეთის რევოლუციამ უკარნახა სხვა ერებს როგორ დაეღწიათ თავი მონობიდან და ებრძოლათ დამოუკიდებლობისთვის. სწორედ ეს რევოლუცია გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ებრაელებს სტიმული მიეცათ ჩამოეყალიბებინათ საკუთარი სახელმწიფო.

საფრანგეთის რევოლუცია (1789–1799) იყო გარდამტეხი პერიოდი საფრანგეთის, ევროპისა და დასავლეთის ცივილიზაციის ისტორიაში. ამ პერიოდში საფრანგეთში რესპუბლიკანიზმმა შეცვალა აბსოლუტური მონარქია

2.ემანსიპაციის ჩახშობა

საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ებრაელებსაც გაუჩნდათ თანასწორუფლებიანობის მოთხოვნა, რომელიც დაკმაყოფილებული იქნა. ხელის შემშლელი პირობების მოშორებისთანავე თითქმის ყველა ქვეყანაში დაიწყო ებრაელების სწრაფი განვითარება,ეკონომიკის, მედიცინის და სხვადასხვა წამყვანი დარგების სათავეში მოექცნენ, რამაც მათი ფინანსური კეთილდღეობის კიდევ უფრო გამყარება, სოციალურად მაღალ საფეხურებზე წამოწევა და შურისა და ბოღმის ობიექტად ქცევა გამოიწვია. ებრაელების მკვეთრი დაწინაურება გახდა მიზეზი და ამჯერად რუსეთში, კვლავ იფეთქა ანტისემიტიზმმა.

3.რუსეთში სიცოცხლისთვის საშიში სიტუაცია, რომელიც ებრაელებისთვის თანასწორუფლებიანობის მინიჭებამ გამოიწვია. Continue reading

ყველაფერი გენიალური, მარტივია

საკმაოდ დიდი ხანია საქართველოში გადის სატელევიზიო რეკლამები, რომ პოლიეთილენის ბოთლების და პარკების ჩვეულებრივ ნაგავსაყრელზე გადაყრა (ან სულაც ქუჩაში), ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე გვაყენებს. თუმცა სერიოზული ღონისძიებები არ გატარებულა ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მხოლოდ სატელევიზიო როლიკებით და ტრაფარეტული გაფრთხილებებით რომ “ეს მავნებელია” შემოვიფარგლეთ.

Continue reading

თეთრი ღამე- White Night Tel Aviv, June 28 2012

თითქმის მთელი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც თელავივში ერთ-ერთ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფესტივალს ”თეთრი ღამე” დავესწარი. ფესტივალი 2003 წელს დააფუძნა კომპანია იუნესკომ და წელსაც თავად ეს კომპანია იყო ორგანიზატორი. ვინაიდან თელავივი აღიარებულია თეთრ ქალაქად ბაუჰაუსის სტილის ნაგებობების გამო, ფესტივალსაც სახელი თეთრი ღამე უწოდეს.

Continue reading