თეთრი ღამე- White Night Tel Aviv, June 28 2012

თითქმის მთელი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც თელავივში ერთ-ერთ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფესტივალს ”თეთრი ღამე” დავესწარი. ფესტივალი 2003 წელს დააფუძნა კომპანია იუნესკომ და წელსაც თავად ეს კომპანია იყო ორგანიზატორი. ვინაიდან თელავივი აღიარებულია თეთრ ქალაქად ბაუჰაუსის სტილის ნაგებობების გამო, ფესტივალსაც სახელი თეთრი ღამე უწოდეს.

განათებული ზღვისპირა ქალაქი, სასეირნო ბილიკები, კონცერტები ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის, გამოფენები, კლოუნების შოუ… მოკლედ მსგავსი ფესტივალი ჩვენს საყვარელ თბილისს არასოდეს ღირსებია. გაოგნებული დავაბიჯებდი როტშილდის სასეირნო ბილიკზე. ჩემს მიერ გადადგმული ყოველი ახალი ნაბიჯი ახალ სანახაობას მთავაზობდა. კადრები, ადამიანები, ქუჩები, ბარები, კაფეები ერთმანეთის მონაცვლეობით ჩემი დაკვირვების ობიქტნი ხდებოდნენ. ნახევარი ღამე ქუჩებში სეირნობას და ჩემთვის ხელსაყრელი სანახაობის ამორჩევას მოვუნდი…

თუმცაღა მოგვიანებით ერთ საშინელ რამეს მივხვდი…

დისკოთეკები, ღამის ცხოვრება, ელექტრონული მუსიკა ღია ცის ქვეშ, ასი ათასობით ქუჩაში გამოსული ადამიანი, ალკოჰოლი, ექსტაზი , გართობა თავდავიწყებამდე სანახაობრივი თვალსაზრისით ფრიად მიმზიდველი და საინტერესო მეჩვენა, ვიდრე ის რომ თავად გავმხდარიყავი ფესტივალის მონაწილე. ერთ ერთ ღია კაფეში მოვკალათდი და ისე განვაგრძე ფესტივალის მიმდინარეობის თვალყურის დევნება.

ხოდა კაფეში შესულმა უცებ ვიგრძენი საშინელი და ყოვლისმომცველი დაღლილობა, წარმოიდგინეთ სამი საათის განმავლობაში, მთელი თელავივის ფეხით შემოვლა, თანაც იმდენი ადამიანი ირგვლივ, რომ რამდენჯერმე, სერიოზული საფრთხე დამემუქრა (რამდენჯერმე ისე დამეჯახნენ რამის გავიშხლართე).

კაფეში ჩამომჯდარი ვუყურებდი აღტკინებულ ადამიანებს და ვფიქრობდი: სულ რაღაც 25 წლის ვარ. არც არასოდეს მიზიდავდა სახალხო გართობა, დისკოთეკები, ფესტივალები და კონცერტები. ჩემი ნატურის ბრალია?? დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ახალგაზრდა ჩემს ადგილას ძალიან ბედნიერად იგრძნობდა თავს. მე კი სიჩუმე, სიწყნარე და კარგი გამოძინება მინდოდა.

7 thoughts on “თეთრი ღამე- White Night Tel Aviv, June 28 2012

  1. ანუ, მანდ ხარ და მოგზაურის დღიურებს ვკითხულობთ :))) იმედია, კიდევ დაწერ. კარგი დასვენება და კეთილი მგზავრობა! 🙂

  2. ki ukve ati dgea ak vbar moli, masala martla bevria, yvelaze saintereso epizodebs davter , ar ,minda martla dgiurebi gamovides.

  3. ვაიმეეეე, რასდ გასაშვები არ ხარ რა :დ:დ ჩამოდი ჩამოეტიე აგერ:პ

    ვგიჟდები ეგეთ სიტუაციებზე, კლასს!

    • ხო აურზაური სადაცაა, იქ არ ვარ გასაშვები, მართლა:):):

  4. რა კარგია :)) თუმცა შენსავით არც მე მიყვარს ღრიანცელი და ხმაურიანი გართობა :)))

  5. მეც არ მიყვარს ხმაურიანი გართობა და ეჭვი მაქვს მეც შროიდან დავაკვირდებოდი მაგ აურზაურს :))))

  6. არ მითქვამს, რომ პირველი ფოტო ძალიან მომწონს. ზუსტად გამოხატავს განწყობას 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s