ყველაფერი გენიალური, მარტივია

საკმაოდ დიდი ხანია საქართველოში გადის სატელევიზიო რეკლამები, რომ პოლიეთილენის ბოთლების და პარკების ჩვეულებრივ ნაგავსაყრელზე გადაყრა (ან სულაც ქუჩაში), ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე გვაყენებს. თუმცა სერიოზული ღონისძიებები არ გატარებულა ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მხოლოდ სატელევიზიო როლიკებით და ტრაფარეტული გაფრთხილებებით რომ “ეს მავნებელია” შემოვიფარგლეთ.

ასევე გაჟღერდა იდეა, რომ ხმარებიდან ამოღებულიყო ერთჯერადი პარკები, ალტერნატივად კი ქაღალდის ან ნაჭრის ჩანთებს გვთავაზობდნენ. თავისთავად არ არის ცუდი აზრი, მიუხედავად იმისა რომ ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული მომხმარებლის მხრიდან (არც ამ იდეას შეესხა ხორცი) მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც პოლიეთილენის ბოთლები მაინც პრობლემად რჩებოდა.

ისრაელში ჩამოსვლისთანავე ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმანეთის გვერდზე განთავსებულმა სხვადასხვაგვარმა სანაგვე ყუთებმა, ძალიან გამიკვირდა და დავინტერესდი რისთვის იყო განკუთვნილი .

რადგანაც ეს თემა და პრობლემა საქართველოშიც ძალიან აქტუალურია ხოლო მისი გადაწყვეტის გზა კი იოლი, გადავწყვიტე ბლოგზეც დამეწერა, რაც გავარკვიე.

პირვლ ყუთში შეიძლება ჩაყარო უსარგებლო ტანისამოსი, რომელსაც შემდეგ ახარისხებენ, განაახლებენ სპეცილურ ქარხანაში და შემდეგ ბავშვთა ან მოხუცთა თავშესაფრებში ანაწილებენ.

მეორე ყუთში, როგორც ხედავთ პოლიეთილენის ბოთლებს და პარკებს ყრიან, რომელსაც შემდეგ ასევე სპეციალურ ქარხანაში გადაადნობენ და ახალ ტარას იღებენ.

მესამე ყუთი კი განკუთვნილია სხვა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნაგვისთვის. სანაგვეში ნაგვის არასწორად განაწილებისთვის სერიოზული ჯარიმებია, რაც ძალიან ამცირებს კანონდარღვევის რისკს.
ასე რომ ყველაფერი მარტივი გენიალურია..

Advertisements

11 thoughts on “ყველაფერი გენიალური, მარტივია

  1. ეს სანაგვე ყუთები მართლა ძალიან მაგარია. მაგრამ ჩვენთან მაგის იმედი არ მაქვს, ჯერ ნაგვის ურნები ძლივს გვეღირსა და სხვადასხვა დანიშნულების ურნას ვინ დაგვიდგამს. არად რამდენი ტანსაცმელი მოგროვდებოდა მასე:/

      • ამ შემთხვევაში არსებითია, მართივი ბევრი რამაა მარამ გენიალურობა მართო სიმერტივით არ განისაზვრება, ეს ბლოგი მარტივია 🙂 მაგრამ არა გენიალური 🙂

      • ნუ, ხო ყველა წესიდან არსებობს გამონაკლისი.აუ რომ დავაკვირდი ეხლა პოსტის სახელი უნდა შევცვალო. გაიხარე…

  2. დახარისხებული ნაგავი, ანუ სხვადასხვა ტიპი სხვადასხვა ურნაში, ძველი და აპრობირებული მეთოდია და სადაც დანერგეს, ყველგან გაამართლა. მაგრამ მანდ, სადაც ამართლებს, ხალხი ავტობუსებშიც ყიდულობს ბილეთს ისე, რომ ამას “კანონმორჩილ სიყეყეჩეს” არ ეძახის…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s