წმინდა მიწა

მას შემდეგ რაც მთელს მსოფლიოს მოეფინენ, მრავალმა საუკუნემ განვლო. ბევრი ტანჯვა, დამცირება, პიროვნული, ფიზიკური და მორალური განადგურება გადაიტანეს. ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფებს უხდებოდათ სხვის მიწა-წყალზე ცხოვრება. ბევრმა საუკუნემ განვლო სანამ ებრაელი ხალხი სახელმწიფოს ხელახლა შექმნიდა, ააღორძინებდა და ააყვავებდა მართლაც, რომ წმინდა მიწას.

სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეას სამი ძირითადი მიზეზი ჰქონდა.

1. საფრანგეთის რევოლუცია (1789-1799წწ) რომელიც საყოველთაოდ მიღებულია, როგორც გარდამავალი მომენტი დასავლური დემოკრატიის ისტორიაში. ამ რევოლუციის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიებზე გაფანტულ დაბეჩავებულ ერებს გაუჩნდათ იმედი , რომ მათაც შეეძლოთ თავისუფლების, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის, სიტყვის და ქმედების თავისუფლების მოპოვება. საფრანგეთის რევოლუციამ უკარნახა სხვა ერებს როგორ დაეღწიათ თავი მონობიდან და ებრძოლათ დამოუკიდებლობისთვის. სწორედ ეს რევოლუცია გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ებრაელებს სტიმული მიეცათ ჩამოეყალიბებინათ საკუთარი სახელმწიფო.

საფრანგეთის რევოლუცია (1789–1799) იყო გარდამტეხი პერიოდი საფრანგეთის, ევროპისა და დასავლეთის ცივილიზაციის ისტორიაში. ამ პერიოდში საფრანგეთში რესპუბლიკანიზმმა შეცვალა აბსოლუტური მონარქია

2.ემანსიპაციის ჩახშობა

საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ებრაელებსაც გაუჩნდათ თანასწორუფლებიანობის მოთხოვნა, რომელიც დაკმაყოფილებული იქნა. ხელის შემშლელი პირობების მოშორებისთანავე თითქმის ყველა ქვეყანაში დაიწყო ებრაელების სწრაფი განვითარება,ეკონომიკის, მედიცინის და სხვადასხვა წამყვანი დარგების სათავეში მოექცნენ, რამაც მათი ფინანსური კეთილდღეობის კიდევ უფრო გამყარება, სოციალურად მაღალ საფეხურებზე წამოწევა და შურისა და ბოღმის ობიექტად ქცევა გამოიწვია. ებრაელების მკვეთრი დაწინაურება გახდა მიზეზი და ამჯერად რუსეთში, კვლავ იფეთქა ანტისემიტიზმმა.

3.რუსეთში სიცოცხლისთვის საშიში სიტუაცია, რომელიც ებრაელებისთვის თანასწორუფლებიანობის მინიჭებამ გამოიწვია.

სახელმწიფოს შექმნა

ისრაელის სახელმწიფო ისრაელის მიწაზე მდებარეობს. თორის მიხედვით, ეს ღმერთის მიერ აღთქმული მიწაა ეგვიპტის მონობისაგან გათავისუფლებული ებრაელებისათვის. ანტიკურ ხანაში, ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა ისრაელის გაერთიანებული სამეფო (მე-11 საუკუნიდან 928 წლამდე – ჩვენს წელთაღრიცხვამდე); შემდეგ ეს სამეფო ორად გაიყო: ქვეყნის ჩრდილოეთში ისრაელის სამეფო ჩამოყალიბდა, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 722 წლამდე იარსება, სამხრეთში კი იუდეის სამეფო. ეს უკანასკნელი საბოლოოდ ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში განადგურდა, თუმცა მანამდეც რამდენჯერმე შეწყვიტა არსებობა.

უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 63 წელს, პომპეუსის მიერ იერუსალიმის აღების შედეგად, იუდეის სამეფო რომის იმპერიას დაექვემდებარა. ჩვენი წელთაღრიცხვით 66 წელს იუდეველები აჯანყდნენ.

70 წელს რომაელებმა ხელახლა დაიპყრეს იერუსალიმი, მეორე ტაძარი გადაწვეს და ქალაქი ააოხრეს; ამით ბოლო მოეღო ანტიკური ხანის ებრაულ სახელმწიფოებრიობას. აჯანყებულები საბოლოოდ 73 წელს დამარცხდნენ.

132 წელს ბარ-კოხვას მეთაურობით ახალი ამბოხება დაიწყო და 136 წლამდე გაგრძელდა. ეს ამბოხება რომაელებმა დიდი სისასტიკით ჩაახშვეს, რასაც ასიათასობით ებრაელი ემსხვერპლა; ამის შედეგად ებრაელი ერი უმცირესობად იქცა ისრაელის მიწაზე. მე-9 საუკუნემდე ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ებრაული ქალაქი და სოფელი, შემდეგ კი ძალზე მცირერიცხოვანი თემებიღა შემორჩა.

მე-4 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე ისრაელის მიწა, რომელიც უფრო პალესტინის სახელითაა ცნობილი, მრავალ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების დამპყრობელს ჩაუვარდა ხელთ. შუა საუკუნეების მიწურულიდან ებრაელები შეძლებისდაგვარად ჩამოდიოდნენ აქ დიასპორიდან და მათი რიცხვი ქვეყანაში ნელ-ნელა მატულობდა. მე-19 საუკუნიდან, სიონისტური მოძრაობის დაარსების მიჯნაზე, ამ იმიგრაციამ მასობრივი ხასიათის მიღება დაიწყო, რის შედეგადაც ებრაელები თანდათან ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ.

მე-19 საუკუნეში სიონისტური მოძრაობის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი ბინიამინ ზეევ ჰერცლი, ამ მოძრაობას უძღვებოდა 1897 წლის კონგრესიდან მის გარდაცვალებამდე, 1904 წელს. მან მიზნად დაისახა „ისრაელის მიწაზე ებრაელი ერისათვის სამშობლოს ჩამოყალიბება“, როგორც 1897 წელს ბაზელში გამართულ პირველ მსოფლიო სიონისტურ კონგრესზე იყო დეკლარირებული. ამ სწრაფვას მალე „ბაზელის გეგმა“ ეწოდა.

ჰერცლმა პირველმა გააერთიანა ერთ ორგანიზაციაში სიონისტური იდეის მომხრე სხვადასხვა ქვეყნის ებრაელები. ის პირველი მოღვაწე იყო, რომელიც სიონისტური იდეის განსახორციელებლად დიპლომატიურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში მოქმედებდა, თანაც საჯაროდ.

jerusalem

ჰერცლის გარდაცვალების შემდეგ სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მისი ცნობილი თანამოღვაწე ხაიმ ვაიცმანი იქცა. ვაიცმანის ძალისხმევის შედეგად 1917 წელს გამოქვეყნდა „ბალფურის დეკლარაცია“, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის იმპერია მხარს უჭერდა ისრაელის მიწაზე (პალესტინაში) „ებრაელი ხალხისათვის ეროვნული სახლის“ ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციაში ებრაული სახელმწიფოს დაარსება არ იგულისხმებოდა, ის ასახავდა ბრიტანეთის მხარდაჭერას ისრაელის მიწაზე ებრაელთა დასახლებაში, თანაც სიონისტური მოძრაობის აღიარებას ამ საქმის ხელმძღვანელად და ებრაელი ხალხის წარმომადგენლად. ეს სიონისტური მოძრაობის პირველი საერთაშორისო მიღწევა იყო. დიპლომატიური მოღვაწეობის პარალელურად პრაქტიკულ სიონისტურ ღონისძიებებსაც ჰქონდა ადგილი, რაც ძირითადად მზარდ ებრაულ ემიგრაციაში, ისრაელის მიწაზე მიწების შესყიდვაში და ახალი ებრაული დასახლებების შექმნაში გამოიხატებოდა.

1917 წელს, პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, ბრიტანელებმა ისრაელის მიწიდან ოსმალო-თურქები განდევნეს, ამით დასრულდა ოსმალეთის იმპერიის ოთხსაუკუნოვანი ბატონობა ამ ქვეყანაში.

1920 წლამდე ქვეყანას ბრიტანული სამხედრო ხელისუფლება განაგებდა. 1920 წელს ისრაელის მიწა (დღევანდელი იორდანიის ტერიტორიის ჩათვლით) თანხმობის სახელმწიფოთა კავშირის საბჭომ (ეს ერთა ლიგის წინამორბედი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო) ოფიციალურად გადასცა ბრიტანეთის იმპერიას დროებითი მმართველობის მანდატით, 1948 წლამდე ქვეყანას ბრიტანული სამოქალაქო ადმინისტრაცია მართავდა საგანგებოდ დანიშნული უზენაესი კომისრის ხელმძღვანელობით.

1920 წელს ებრაელთა ინიციატივით სხვა ადგილობრივი ებრაული ორგანიზაციაც ჩამოყალიბდა – ისრაელის ქნესეთი. ამ ორგანიზაციის უზენაეს ორგანოდ არჩეულთა კრება შეიქმნა. კრების დეპუტატთა არჩევნები 1920, 1925, 1931 და 1944 წლებში გაიმართა ისრაელის მიწის ებრაელთა შორის. არჩეულთა კრება აღმასრულებელ კომიტეტს ირჩევდა, რომელსაც ეროვნული კომიტეტი ეწოდებოდა. ეს კომიტეტი ისრაელის მიწის ებრაელთა საშინაო საქმეების გამგებლობას და ებრაელთა ბრიტანული ხელისუფლების წინაშე წარმომადგენლობას კისრულობდა, მაგრამ წლების განმავლობაში ის ებრაულ სააგენტოსთან შედარებით სუსტი ორგანო აღმოჩნდა. ბრიტანელებმა მხოლოდ 1928 წელს სცნეს ისრაელის ქნესეთი, არჩეულთა კრება და ეროვნული კომიტეტი.

ხედი ძველი ქალაქის გალავნიდან

1921 წელს ბრიტანელებმა ისრაელის მიწას ტრანს-იორდანია მოსწყვიტეს და იქ ახალი არაბული საამირო ჩამოაყალიბეს, რომელიც 1944 წლამდე (დამოუკიდებლობამდე) ამიერ იორდანიის მსგავსად ბრიტანელი უზენაესი კომისრის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იმიგრაციული ტალღების შედეგად დაარსებულ ებრაულ დასახლებებსა და უბნებს ზრდა-განვითარებისა და აყვავების ხანა დაუდგა.

1919-1929 წლებში, იმიგრაციის მასშტაბების ზრდამ შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა. 1929 წელს, მე-16 მსოფლიო სიონისტურმა კონგრესმა ებრაულ დასახლებათა განვითარების დაჩქარება გადაწყვიტა. ამ დავალების შესრულებაში ებრაული სააგენტო, ეროვნულ კომიტეტზე უფრო ეფექტური აღმოჩნდა. ებრაულმა სააგენტომ გადაწყვიტა სააგენტოში გაწევრიანების საშუალებით მოეზიდა არა-სიონისტი საზღვარგარეთელი ებრაელი ფილანთროპები, რომლებიც წვლილს შეიტანდნენ ებრაული დასახლების დაფინანსებაში. ამის კვალდაკვალ მრჩეველმა ებრაულმა სააგენტომ რეორგანიზაცია გაიარა; იგი გაფართოვდა და საერთაშორისო ებრაულ ორგანიზაციად იქცა, რომელმაც მისი ძალისხმევის შედეგად დაფინანსებული სიონისტური ღონისძიებების ხელმძღვანელობაც იკისრა. ამგვარად, ებრაული სააგენტო ამ ღონისძიებათა დამგეგმავი მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის წარმომადგენელი გახდა ისრაელის მიწაზე, თან მასზე სუსტ ეროვნულ კომიტეტთან ერთად ამ ქვეყნის ებრაელთა მთავრობად ფუნქციონერებდა სახელმწიფოს დაარსებამდე.

ისრაელის მიწაზე ებრაულ დასახლებას ადგილობრივი არაბული მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა და ზოგჯერ ტერორის საშუალებით ებრძოდა. ამ წინააღმდეგობას ებრაელები ძირითადად თავდაცვითი ზომების მიღებით პასუხობდნენ, მაგრამ რამდენიმე პატარა ებრაული იატაკქვეშური ორგანიზაციის მეომრები ხანდახან არამებრძოლ არაბებსაც ესხმოდნენ თავს. არაბთა დასამშვიდებლად ბრიტანელები ცდილობდნენ რამდენადმე შეემცირებინათ ებრაული იმიგრაციის მასშტაბები, მაგრამ მათ ძალისხმევას მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია.

გოდების კედელი

1936-1939 წლების არაბთა ამბოხების კვალდაკვალ, ბრიტანელებმა 1939 წლიდან დიდად შეზღუდეს ებრაული იმიგრაცია. ებრაელები მაინც ახერხებდნენ არალეგალურად იმიგრირებას, ზოგჯერ თავიანთი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1947 წლის 29 ნოემბერს გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო ებრაული და არაბული სახელმწიფოები პალესტინის ტერიტორიაზე, არაბული სამყაროს დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად 1948 წლის 14 მაისს გამოცხადდა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.

ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰერცელმა პირველმა წამოაყენა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეა და ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოდა მის სისრულეში მოსაყვანად ,თუმცა ვერ მოესწრო მისი ოცნებების ხორცის შესხმას.

ისრაელის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ მსოფიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ებრაელთა იმიგრაციის მასშტაბები გაიზარდა.

მასადა

ps. პოსტ სკრიპტუმის მაგიერ

მე კვლავ ვებრძვი პალესტინას, საკუთარი მიწა-წყლის გამო. 64 წლიანი არსებობის პერიოდში გადავიტანე 7 ომი, 4 შეიარაღებული ბრძოლა, 12 100 ზე მეტი სარაკეტო დაბომბვა, ათასობით წარმატებული და ათასობით ჩაშლილი ტერორისტული აქტი, საინფორმაციო ომი…
დავკარგე 22 993 ჯარისკაცი, რომელმაც გაიღო საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად, რათა მეარსება…

დიახ, მე არ ვარ გატეხილი…
არ ვარ მოწყენილი და ნაღვლიანი…
არ ვკარგავ იმედს…
მე ისევ აქ ვარ, მე ვარ ისრაელი…

ისტორიის ლაბირინთებში გზა გამიკვალეს: bebe და ვიკიპედია

4 thoughts on “წმინდა მიწა

  1. დამოუკიდებლობის გამოცხადების მეორე დღიდან პერმანენტული ომი აქვს ისრაელს ყველა მეზობელთან, მაგრამ მაინც მაგრად დგას.

    ამ ქვეყანას და ამ ხალხს განსაკუთრებულ პატივს ვცემ.

      • დაწერე აუცილებლად, თუ მოიცლი 🙂 არ იცი, როგორი თეთრი შურით მშურს ისრაელის ჯარის. მართლა მგონია, რომ ასეთი მოწესრიგებული, რაციონალურად გაწყობილი და, რაც მთავარია, თავდადებული ჯარი სხვა ქვეყანას არც ჰყავს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s